სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11853

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მირიანაშვილი იოსებ დიმიტრის ძე 1868-1937წწ დეკანოზი ბოლოს მსახურობდა დიდუბის ტაძარში. მირიანაშვილი იოსებ დიმიტრის ძე 1868-1937წწ დეკანოზი ბოლოს მსახურობდა დიდუბის ტაძარში.

1868-1937 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მირიანაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

512       ბეჭდვა

მირიანაშვილი იოსებ დიმიტრის ძე 1868-1937წწ დეკანოზი ბოლოს მსახურობდა დიდუბის ტაძარში.

20.09.2007 კარიბჭე

პაპა იოსების სახე მის შთამომავალს, პროფესორ ავთანდილ კვიტაშვილს მცირე ფრაგმენტად დაამახსოვრდა. მათი შეხვედრა ერთმა ფოტომაც შემოინახა - 70-ს გადაცილებულ მქრქალღიმილიან თეთრწვერა მოხუცს - იმ დროის ძალზე გამორჩეულ სასულიერო მოღვაწეს, დეკანოზ იოსებ მირიანაშვილს კალთაში მოღიმარი ჩვილი ჩაუსვამს - თავად ბატონი ავთანდილი. ფერად გაელვებად ჩამრჩა, როგორ ამოძრავებდა ჩემს შესაქცევად პაპა იოსები ფანერისგან გამოჭრილ ნაცრისფერ კურდღელსო, - იგონებს იგი.

ამ ფოტოს გადაღებიდან სულ მალე იოსებ მირიანაშვილი დახვრიტეს. 1937 წელი იდგა და ვინ დაინდობდა მისნაირებს?


პაპა იოსების სულიერი სამყარო თითქოს უსულო ფოტოებმაც "შეიგრძნეს" - მოხუცს სახეზე უცნაური ნათელი გადასდის... (აქვე დავძენთ, რომ ეს უნიკალური ფოტომასალა ლუარსაბ ტოგონიძემ მოგვაწოდა, მანვე მოგვაძებნინა მამა იოსების შთამომავლები, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ).

აი, რა მოგვითხრო ბატონმა ავთანდილმა თავის საოცარ წინაპარზე:

- რა მახსოვს პაპა იოსებზე და ჩემიანებზე? მისი შვილები რომ იყვნენ, მხოლოდ იმიტომ ავიწროებდნენ. მაგალითად, დედაჩემსა და დეიდაჩემს გიმნაზიიდან მღვდლის შვილობის გამო უპირებდნენ გარიცხვას. მოგვიანებით სწორედ ამ მიზეზით გააძევეს უნივერსიტეტიდან დედაჩემი.


აი, რას წერს პაპა იოსებზე პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე "ქართული ეკლესიის ისტორიის" მეორე ტომში: "განახლებული ეკლესიის წინამძღვრად იყო დეკანოზი იოსებ დიმიტრის ძე მირიანაშვილი, ერისაგანი, დაბადებული 1868 წელს. დამთავრებული აქვს ტფილისის სასულიერო სემინარია 1889 წელს. 1893 წლის იანვრამდე მსახურობდა ტფილისის სათავადაზნაურო სკოლაში აღმზრდელად.

აღნიშნული წლის თებერვლის ორში ხელდასხმულია ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად, საიდანაც 1893 წლის ივნისის 24-ში გადაყვანილი იქნა ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის ეკლესიის მღვდლად. განაგებდა ორკლასიან სკოლას და ეწეოდა მასწავლებლობას.

1907 წლის ივლისის თერთმეტიდან 1912 წლის მაისის ოცამდე ტფილისის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვარია, მას შემდეგ - დიდუბისა.

1908-1918 წლებში ტფილისის პირველი მთავარხუცესია, 1920 წლიდან - საკათალიკოსო საბჭოსა და სინოდის წევრი, ტკბილ-მგრძნობიარე მქადაგებელი".

ჩემიანებისგან ვიცოდი, რომ პაპა იოსები იმ დროის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ავტორი, ძალზე განსწავლული, უკომპრომისო, პრინციპული, პატიოსანი და მართალი კაცი გახლდათ. იცით, რა ბიბლიოთეკა ჰქონდა? 1917-ში დაუწვეს...

- მისი არქივიდან ან ბიბლიოთეკიდან არაფერი გადარჩა?

- რაღა თქმა უნდა, გადარჩა. ყველაზე მეტად ერთმა წიგნმა დამაინტერესა - რუსულენოვანმა "კომუნისტური პარტიის ისტორიამ", რომელშიც პაპას მონიშნულ ადგილებს ნახავთ.

იცით, სულ მიკვირდა და დეიდაჩემს ხშირად ვეკითხებოდი, - ამ წიგნს მართლა კითხულობდა-მეთქი? მპასუხობდა, - მამა ასე გვზრდიდა: "შვილებო, ყველაფერი წაიკითხეთ, რომ იცოდეთ, რა არის კარგი და რა - ცუდი, რა - სწორი და რა - არასწორიო".

ამ ოჯახში გაზრდილმა კარგად ვიცოდი, რომ პაპა იოსების შვილობა იმ ეპოქაში დიდი უბედურება იყო. მთელი ცხოვრება შიშში მაქვს გატარებული, ყველგან თან დამქონდა რეპრესირებულის შთამომავლის დამღა.

იცით, რა მითხრეს რაიკომში და სამხედრო კომისარიატში? - შენიანები კი იყვნენ ხალხის მტრები, მაგრამ მათი ღალატი შენ უნდა გამოასწოროო.

ბავშვობაში ხშირად მიტირია ღამით. საშინლად მძიმე ტვირთი იყო...

უფროსებისგან მახსოვს, როგორ დააპატიმრეს 1924-ში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი. მაშინ ხომ რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ისევ ხელყო. პაპა იოსები, ბევრისგან განსხვავებით, ავტოკეფალიის აღდგენის საკითხში ბოლომდე უკომპრომისო და პრინციპული იყო და, როგორც გითხარით, ძალზე განსწავლული კაცი ბრძანდებოდა. მეორე ბებიისგან გამიგონია, - იოსებს იმდენად მადლიანი და საინტერესო წირვები ჰქონდა, მათ მოსასმენად მთელი თბილისი მოდიოდაო.

განძეული, რომელიც ჩვენს ტაძრებში ინახებოდა, გასაბჭოების შემდეგ დიდუბის ეკლესიის სამალავში გადაიტანეს, რაც მხოლოდ პაპა იოსებმა და ეკლესიის კარისკაცმა იცოდნენ. სწორედ ამ უკანასკნელს გაუცია საიდუმლო. რამდენადაც ვიცი, მისივე აღიარება გამოიყენეს სინოდის ციხეში გამომწყვდევის ერთ-ერთ საბაბად. მაგრამ ნამდვილ მიზეზზე - გენუის კონფერენციაზე გაგზავნილ წერილზე - ღიად არავინ ლაპარაკობდა. ხსენებული წერილი 1924 წელს გენუის კონფერენციაზე წარუდგენიათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩიჩერინისთვის - ხალხის თავისუფლებაზე საუბრობთ და აბა, ეს წერილი რაღას ნიშნავს - უძველეს ეკლესიას ავტოკეფალიას ართმევთო...

მალევე დაატყვევეს მთელი სინოდი...

იცით, სად მოეწყო ეს სამარცხვინო სასამართლო? - ახლა რომ კინოთეატრი "საქართველო" დგას, იმ დროს ტრიალი მინდორი იყო, სადაც ერთი კლუბი ყოფილა... ჰოდა, შეგზავნეს იქ კომკავშირელები, რომლებიც იმ ვითომ სასამართლოს მსვლელობისას ხელმძღვანელის წინაშე სტვენას და ხმაურს ტეხდნენ.

საეკლესიო განძეული საკანცელარიო დავთარში პაპა იოსებს აღუნუსხავს. პროკურორის ბრალდებით, თურმე სწორედ ამ განძეულობის მითვისებას ცდილობდა სინოდი. წარმოგიდგენიათ?! გამოდის, სინოდმა განძი საკუთარ თავს მოჰპარა! პაპა იოსებს უთქვამს: კი მაგრამ, განძის მოპარვა რომ მნდომოდა, როგორ ფიქრობთ, საკუთარი ხელით აღვნუსხავდიო?

ლაპარაკი რომ არ ეცლიათ, კომკავშირელები სტვენას იწყებდნენ...

სამარცხვინო პროცესი იყო, მაგრამ ჩვენს ისტორიას იმდენი სამარცხვინო ფურცელი აქვს...

ეს ფარსი კი იმით დასრულდა, რომ მთელი სინოდი ციხეში გამოამწყვდიეს, დიდ ყუთებში მოთავსებული ეკლესიის სიწმინდეები კი სადღაც გაქრა...

- მაინც, სად უნდა გამქრალიყო ასე მნიშვნელოვანი ამდენი სიწმინდე?

- რამდენადაც ვიცი, მსგავს ნივთებს იმ დროს ერმიტაჟის საცავში, უფრო ზუსტად, სამალავში გზავნიდნენ. მაშინ რომ ქართული ტაძრებიდან ხატები ჩამოხსნეს და წაიღეს, მათ ნაცვლად ციმბირიდან იაფფასიანი, უბრალო ციმბირული ქვებით შემკული ხატები ჩამოიტანეს...

დახვრეტამდე, 1937 წლამდე, პაპა იოსები დიდუბის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ.

ისტორიიდან: საკათალიკოსო საბჭოსა და უწმინდესი ამბროსის (ხელაიას) სასამართლო 1924 წლის 10 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა ნაძალადევის მუშათა თეატრში. ამ სამარცხვინო და უკიდურესად ცინიკურმა "საჩვენებელმა" პროცესმა ქართველი სამღვდელოება და თვით უწმინდესი ამბროსი სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადა და ავაზაკებივით გაასამართლა. იმდროინდელ "წითელ" გაზეთებში კარგად იგრძნობა ის ცილისმწამებლური და ისტერიული სულისკვეთება, რაც პროცესამდეც და პროცესის შემდგომაც სუფევდა ქვეყანაში...

KARIBCHE

მამა იოსები ოჯახთან ერთად

"სასამართლო" რომ მიკერძოებული იქნებოდა, მოსამართლის ადვოკატებისადმი მიმართვიდანაც ჩანს: - თქვენს უფროსებს შეუთვალეთ, ვინც მღვდლებისა და ბერების დაცვა დაგავალათ, რომ ახლა საბჭოთა წყობილებაა, საბჭოთა მუშები და გლეხები კი სრულიადაც არ საჭიროებენ თქვენისთანებს და სიტყვებსაც ამაოდ ხარჯავთო.

ყოველი სხდომის დაწყებამდე უბირი მუშები მოჰყავდათ, რომლებსაც ხელში ასეთი პლაკატები ეჭირათ: "ძირს მღვდლები! ძირს მოღალატენი!" ვითომ ქართველი ხალხის სახელით პატრიარქ ამბროსის და საკათალიკოსო საბჭოს ბრალს სდებდნენ ვინმე ორზუმელოვი, გუმბრიევი, ოქოევი, ვარლამოვი და სხვანი. თან პათეტიკურად აცხადებდნენ: მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი, შიმშილის ბრჭყალებში მომწყვდეული, სულს ღაფავდა, სამღვდელოება ქვებითა და კეტებით უძალიანდებოდა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ ეკლესიებში თავმოყრილი საგანძურის გამოტანა. სამღვდელოებას არ სურდა, ეკლესიებში ტყუილუბრალოდ დაყრილი ოქრო-ვერცხლის (შეგვინდოს უფალმა, ამას რომ ვიმეორებთ, - ავტ.) მაგივრად მშიერი ხალხისთვის პური ეყიდაო.

სასამართლოს სხდომების ოქმებიდან ირკვევა, რომ არც საკათალიკოსო საბჭოს წევრები და არც უწმინდესი ამბროსი თავს დამნაშავედ არ თვლიდნენ, თუმცა, მიუხედავად მათ მიერ მოხმობილი დოკუმენტებისა თუ საეკლესიო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა, სასამართლომ მაინც სათავისო განაჩენი გამოიტანა და უწმინდეს ამბროსის შვიდი წელი, ცხრა თვე და ოცდასამი დღე მიუსაჯა სასტიკი იზოლაციითა და ქონების კონფისკაციით, იასონ კაპანაძეს - ცხრა წლით სასტიკი იზოლაცია და მთელი ქონების კონფისკაცია, კალისტრატე ცინცაძესა და ნიკოლოზ თავდგირიძეს - შვიდი წელი, ცხრა თვე და ოცდასამი დღე სასტიკი იზოლაციითა და ქონების კონფისკაციით, ხოლო მარკოზ ტყემალაძესა და იოსებ მირიანაშვილს - ცხრა თვე და ოცი დღე სასტიკი იზოლაციითა და ქონების კონფისკაციით (მსჯავრდადებულთა სია არასრულია - ავტ.).

აქვე გთავაზობთ იმ განძეულობის ჩამონათვალს, რომლის მითვისების მცდელობაც ბრალდებოდათ საქართველოს პატრიარქსა და საკათალიკოსო საბჭოს წევრებს და რომელიც ქართულ ეკლესიას სამუდამოდ დაეკარგა:

სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობათა სია

პირველი ყუთი:

1. დიდი ტრაპეზის ჯვარი; 2. ომოფორი დიდი, ოლარი, საკოსი, საბუხრე, ენქერი; 3. კვერთხი მოოქროვილი; 4. ოქროს მიტრა თავისი ჯვრით; 5. ძვირფასი ქვებით მოჭედილი მიტრა პატრიარქისათვის ბრილიანტის ჯვრით; 6. მიტრა ძვირფასი ჯვრებით; 7. მიტრა ეგეთვე; 8. მიტრა მარგალიტებით ნაკეთი; 9. მიტრა ეგეთვე; 10. მიტრა ეგეთვე; 11. დიდი ბარძიმ-ფეშხუმი თავისი სამკაულით; 12. პატარა, სამი-ორი გოჯის სიგრძე ძვირფასი სახარება; 13. დიდი კოვზი ტაკუკი თავისი ორი თეფშით; 14. პლოსტები პატრიარქის; 15. ორი ვარსკვლავი; 16. წინ გასაძღოლი ჯვარი; 17. სამი დაფარნა ნაკეთი; 18. რიპიდები ვერცხლისა; 19. ორი ტაკუტის თეფში; 20. ფეშხუმი ორი; 21. ბარძიმი თავის მოწყობილობით; 22. ხუთი ტრაპეზის ჯვარი; 23. ვერცხლის სახარება; 24. ტრიკირები და დიკირები; 25. პატრიარქის გულსაკიდი ჯვარი ძეწკვით.


მეორე ყუთი:

1. დიდი სახარების ვერცხლის ყდა; 2. დიდი სინი ვერცხლის; 3. ორი ვერცხლის სინა; 4. ხელის საბანი; 5. ვერცხლის მოოქროვილი მიტრა; 6. ბარძიმი სამი; 7. ფეშხუმ-კამარა; 8. ხელის საბანი; 9. რიპიდების ტარები; 10. სახარება პერგამენტის; 11. ბარტყული ანგელოზებით; 12. ძეწკვი ვერცხლისა; 13. ცამეტი პანაგია; 14. პატარა წითელ პარკში ექვსი ძვირფასი თვალი; 15. ორი პატარა ყელის ჯვარი.


მცხეთის ნივთები იმავე ყუთში:

1. სახარება; 2. ოქროს ჯვარი ძვირფასი თვლებით, ორი დიდი თვალი აკლია; 3. ჯვარი ხის, ვერცხლით მოჭედილი; 4. ჯვარი ხის იმგვარივე; 5. დიდი ვერცხლის ძველებური ჯვარი; 6. კიდევ ჯვარი ფინიკებიანი; 7. ოქროს ფეშხუმი, კამარა და კოვზი; 8. ჯვრის ხატი ვერცხლის ფუტლიარში ასომთავრული წარწერით; 9. პარკში შეხვეული წვრილ-წვრილი ნივთები; 10. ხატი, გვირგვინები ერთად შეხვეული; 11. მიტრის ჯვარი; 12. ოქროს ბარძიმი; 13. ვერცხლის წმინდა გიორგის ხატი მოჭედილი; 14. ვერცხლის სურა; 15. ფუტლიარი ბრასლეტებით, ჯვრებით და ბეჭდებით.


მესამე ყუთი - მცხეთის ნივთები:

1. სახარება; 2. წმინდა გიორგის ხატი; 3. სანაწილე ტრაპეზისა დიდი; 4. ღვთისმშობლის ხატი; 5. ღვთისმშობლის ხატი; 6. დიდნაწილებიანი ხატი; 7. ორი დიდი ფეშხუმი წითელ-წითელ პარკებში; 8. დიდი ბარძიმ-ფეშხუმი; 9. პატარა ბოხჩაში ძვირფასი თვლები; 10. ბარძიმ-ფეშხუმი; 11. გატეხილი ჯვარი; 12. მდუღარების ჭურჭელი.


მეოთხე ყუთი:

1. თხუთმეტი დიდი და პატარა ვერცხლის შანდალი; 2. რვა სხვადასხვა ზომის ვერცხლის კოვზი; 4. სამი ვერცხლის ვარსკვლავი; 5. ორი ვერცხლის ტაკუკი; 6. ორი ხატი ნაწილებით; 7. ორი არქიმანდრიტის ჯვარი; 8. ოქროს ყუთი ნაწილებით; 9. ვერცხლის ხატი ნაწილებით; 10. ვერცხლის ჯვარი ნაწილებით; 11. ხატი ძეწკვზე თვლებით; 12. ვერცხლის ძეწკვი ყუთით; 13. 9 ვერცხლის და 2 ოქროს ხატი; 14. ვერცხლის ჯოხი ჯვრით, 2 ცალი; 15. ვერცხლის ყუთი.

1924 წ., 24.02


ავთანდილ კვიტაშვილი:

- მახსოვს, სტალინის სიკვდილის შემდეგ დეიდა და მე (მაშინ ბავშვი ვიყავი) აკადემიკოს კორნელი კეკელიძესთან მივედით, რომ პაპა იოსების რეაბილიტაციაში დაგვხმარებოდა (ბატონი კორნელი ადრე პაპას დიაკვანი გახლდათ). დეიდა ნინოს უთხრა: მამათქვენი რომ არა, ალბათ გაუნათლებელი დავრჩებოდიო.


პაპა იოსებზე კიდევ ის ვიცი, რომ ქიზიყში გაიზარდა და ძალიან განათლებული მშობლების შვილი იყო.


ასეთივე ოჯახის შთამომავალი გახლდათ მისი მეუღლეც - მანანა ნადირაშვილი. მანანას მამა, ალექსანდრე ნადირაშვილი, პირველი გილდიის ვაჭარი ყოფილა და ხშირად მოგზაურობდა ევროპასა თუ ამერიკაში. პირველი გილდიის ვაჭარს იმ დროს მინისტრზე მაღალი მდგომარეობა ჰქონია. გადმოცემით ისიც ვიცი, რომ ალექსანდრე ავსტრიის იმპერატორს, ფრანც-იოსებს შეხვედრია. დეიდები მიყვებოდნენ, - მამა იმდენად მდიდარი კაცი იყო, სიღნაღში, ჩვენი სახლის აივანზე ძვირფასი ქვებით ვთამაშობდითო.


პაპა იოსებს შვიდი შვილი ჰყავდა - ვლადიმერი, გოგი (რომელიც ყრმობაშივე გარდაცვლილა), ნინო, ელისაბედი, ვერა, ნადია და დედაჩემი - ელენე.


პაპა ძალიან ნათელი კაცი იყო და ეს ნათელი მის შვილებსაც გადმოჰყვათ...


P.S. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის მასალა სარწმუნოებისთვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე.

საკონტაქტო ტელეფონებია: 899-93-48-40; 899-54-82-29

წინასწარ გიხდით მადლობას.

სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა


საპატრიარქოს უწყებანი N8 24 თებერვალი-2 მარტი 2011წ გვ.17

პროტოპრესვიტერი იოსებ მირიანაშვილი 1868-1937


 პროტოპრესვიტერი იოსებ დიმიტრის ძე მირიანაშვილი 1868 წელს კახეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა. 1883-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1889 წლის სექტემბრიდან 1893 წლის იანვრის ჩათვლით, თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა. ამავე პერიოდში დაქორწინდა მანანა ნადირაშვილზე. მანანას მამა, ალექსანდრე ნადირაშვილი პირველი გილდიის ვაჭარი ყოფილა და ევროპასა და ამერიკაში ხშირად მოგზაურობდა. იოსებსა და მანანას შვიდი შვილი ჰყავდათ: ვლადიმერი, გოგი (გარდაიცვალა ბავშვობაში), ნინო, ელისაბედი, ვერა, ნადია და ელენე.

 1893 წლის იანვარში იოსები დიაკვნად აკურთხეს, 

8-1  საპატრიარქოს უწყებანი N8 24 თებერვალი-2 მარტი 2011წ გვ.18

პროტოპრესვიტერი იოსებ მირიანაშვილი 1868-1937 (გაგრძელება)


ხოლო ამავე წლის 2 თებერვალს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ზემო მაჩხაანის მეორე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. იმავე წლის 25 ივნისს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს და ამავე მონასტერთან არსებულ ქალთა ექვსკლასიანი სასწავლებლის (პანსიონი) გამგედ და მასწავლებლად დანიშნეს. 1894 წლის ივლისში ერთგული სამსახურისათვის საგვერდულით დააჯილდოვეს. ამავე წლის სექტემბრიდან სიღნაღის მაზრაში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაადგინეს. 1897 წლის 21 იანვარს მღვდელი იოსები დაინიშნა სიღნაღის ეპარქიალური სასწავლებელის მუდმივ წარმომადგენლად თბილისში. 1897 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.

 ცნობილი ქართველი პოეტის, იროდიონ ევდოშვილის უმცროსი და, ბაბილინა, 1897-1903 წლებში ბოდბის ქალთა პანსიონში სწავლობდა. შემდგომში მან და- წერა მოგონებები, სათაურით — „მშობლიურ სოფლი- დან დედაქალაქში“, სადაც სხვა ამბებთან ერთად აღწერილია ბოდბეში სწავლის პერიოდიც. იგი ასე იხსენიებს მამა იოსებს: „დეკანოზი იოსებ მირიანაშვილი საღვთო წერილს, ესე იგი, მოსეს სჯულს, ანუ პალეს- ტინელი ებრაელების ისტორიას გვასწავლიდა. ასევე გვავარჯიშებდა „სლოვიანურ“ ენაში, იმდენად, რომ უკანასკნელი კლასის მოსწავლეებმა ეკლესიაში, წირვაზე თითოჯერ სამოციქულო წავიკითხეთ. მამა იოსები მეექვსე კლასში გვასწავლიდა ზემოხსენებულ საგნებს და ძალიან იჭვნეულად, უნდოდ გამოგვხედავდა ხოლმე გაკვეთილზე. ძნელად თუ დაგვიწერდა კარგ ნიშანს. მე მაინც ოთხიანზე და ხუთიანზე ნაკლები არ მახსოვს მიმეღოს რომელიმე საგანში, გარდა ანგარიშისა. მამა იოსები გაკვეთილს რომ გამოგვკითხავდა, ვიდრე საკლასო ჟურნალში სულ პაწაწად, ნელინელ წერდა ნიშანს, ღრმად ჩამჯდარი პატარა თვალებით რამდენჯერმე იჭვნეულად შეხედავდა მოპასუხე მოსწავლეს. მის ნაყვავილარ, შავგვრემან სახეს გრძლად მოშვებული შავი ხვეული თმა-წვერი ამშვენებდა. ტანადობითაც წარმოსადეგი იყო. ბოლოს ძლივძლივობით დაასრულებდა პატარა ნიშნის ჩაწერას (მოცულობით პატარას), წერტილსაც დაუსვამდა, კალამს დადებდა და ათვალწუნებული კილოთი კბილებში გამოსცრიდა: „საის!“ — დაჯექიო“.

  1900 წლის 6 მაისს მამა იოსებს კამილავკა ეწყალობა, ხოლო 1903 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1907 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ამავე წლის 11 ივლისს თბილისში, ავლაბრის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1911 წლის 15 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.


 1912 წლის 20 მაისს დეკანოზი იოსები დიდუბის ყაზანის ყოვლად- წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და ამავე წლის 12 სექტემბერს ქ. თბილისის ეკლესიების I ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1915 წლის 6 მაისს წმინ- და ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა.

  დეკანოზ იოსების შვილთაშვილი, პროფესორი ავთანდილ კვი- ტაიშვილი პაპას შესახებ იგონებს: „ჩვენებურებიდან ვიცოდი, რომ პაპა ქიზიყში გაიზარდა და განათლებული მშობლების შვილი იყო. იგი გახლდათ თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული მოძღვარი და საინტერესო პიროვნება, ძალზე განსწავლული, უკომპრომისო, პრინციპული, მართალი და პატიოსანი კაცი. ჰქონდა საუკეთესო ბიბლი- ოთეკა, რომლის უდიდესი ნაწილი, სამწუხაროდ, რეპრესიების დროს განადგურდა. გადარჩენილი წიგნებიდან ოჯახში ინახება რუსულენოვანი „კომუნისტური პარტიის ისტორია“, რომელშიც მამა იოსების მიერ ზოგიერთი ადგილია მონიშნული. ეს ამბავი სულ მიკ- ვირდა და ერთხელ დეიდაჩემს ვკითხე: ამ წიგნს პაპა მართლა კითხულობდა-მეთქი? დეიდამ კი მითხრა, მამა ასე გვასწავლიდა: „შვილებო, წაიკითხეთ ყველაფე რი, რომ იცოდეთ, თუ რა არის კარგი და რა ცუდი, რა—სწორი და რა — არასწორი“.

  დეკანოზი იოსები იყო შესანიშნავი მქადაგებელი და საუკეთესო მცოდნე საეკლესიო წეს-განგებისა. შემორჩენილია მისი ერთ-ერთი ქადაგება, რომელიც მან 


8-2 საპატრიარქოს უწყებანი N8 24 თებერვალი-2 მარტი 2011წ გვ.19

პროტოპრესვიტერი იოსებ მირიანაშვილი 1868-1937 (გაგრძელება)

1915 წელს დიდუბის ეკლესიაში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, თედო ჟორდანიას დაკრძალვის დღეს წარმოთქვა: „ჩვენო კეთილო აღმზრდელო, გონიერო მასწავლებელო, ჩვენო ძვირფასო თედო! 

გამოვითხოვ ნებას შენის ცხედარის წინაშე, მოგმართო ამ უბრალო მომართვით ისე, როგორც ჩვენ, შენი მოწაფენი, ჩვეულნი ვიყავით ამ ოცი, ოცდაათი წლის განმავლობაში.

როგორი ადამიანი და ვინ იყავი შენ ჩვენთვის, ძვირფასო თედო?

ამ რამდენსამე დღის წინეთ ერთს გაზეთის ფურცლებზედ გამოქვეყნებული იყო საშინელი სურათი გაჭირვებულ და უბედურ ცხოვრებისა სემინარიის მოწაფეთა. თუ ამ სიდუხჭირეს განიცდიან მოწაფენი ეხლა, ჩოდესაც ბევრათ შეიცვალა და გაუმჯობესდა მათი ცხოვრება, ადვილი წარმოსადგენია რას წარმოადგენდა სასულიერო სასწავლებელი და სემინარია იმ ძველ დროს, როდესაც მოქმედებდი, როგორც აღმზრდელი და პედაგოგი, ჩვენო თედო. იქ გამეფებული სულის შემხუთავი რეჟიმი მძიმე ლოდივით გვაწვა ჩვენ და სხივი სინათლისა არსაიდგან სჩანდა ჩვენთვის. ამ სასწავლებელში თავს იყრის ჩვენი სამღვდელოების ეკლესიის დაბალ მოსამსახურეთა და გლეხების შვილები. ესენი, მშობლიურ ნიადაგს და კერას მოშორებულნი, ცვივოდენ ამ გაყინულ სამეფოში... საზოგადოების გავლენას მოკლებულნი, უპატრონონი, ღვთის ამარათა... ამ ჯურღმულში შენ იყავი, ჩვენი მასწავლებელიც, პატრონიც, ნათესავიც და ერთადერთი ჩვენი გზის მაჩვენებელიც!

ყველას იცნობდი, ყოველს ჩვენგან თვალყურს ადევნებდი, ყველას ხელმძღვანელობდი!

მახსოვს პირადად მე, როცა სასულიერო სასწავლებლის პირველ კლასში ვიყავი, როგორის მამობრივის სიყვარულით მექცეოდი. მახსოვს, პირველად როგორ შემიყვანე შენს სამუშაო ოთახში, დიდხანს მესაუბრე ქართული ენისა და მწერლობის შესწავლაზედ და მომეცი თხზულებანი გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილისა. შენ შეგვაყვარე ჩვენი ენა, მწერლობა, თუმც იმ დროს ოფიციალურად გეოგრაფიის მასწავლებელი იყავი.

 განა ეს ადვილი იყო შენთვის? რამდენი წვალება, რამდენი ტანჯვა, დევნა და დამცირება... დამცირება „შენიანთაგან“ და „დევნა“ უცხოთაგან!.. მაგრამ, ეტყობა, რომ განგებამ გარგუნა ეგ მწარე ბედი — ბევრმა შეურაცხგყო, ბევრმა ტალახში ამოსვარა შენი სახელი და ვინაობა. სიკეთისთვის ბევრი მწარე და შხამი შეგასვეს! და სწორედ ეს მაფიქრებს ეხლა, გულს მიღ- რღნის...

 სამუდამოდ გვშორდები, თედო, მიდიხარ ჩვენგან ტანჯული და გაუხარელი. შეივედროს შენი სული უფალმა ღმერთმა, მოგმადლოს მაცხოვარმა იესო ქრისტემ სამუდამო მშვიდი ცხოვრება ამ ჩვენ დიდუბის ღვთისმშობლის მფარველობით და შეწევნით. აქ, ამქვეყნად სიამეს და ბედნიერებას მოკლებული, იქ, იმ ქვეყანას გყოს მაცხოვარმა სამუდამოდ ნეტარი და სამარადისოდ ბედნიერი. ამინ!“




დეკანოზი იოსები ესწრებოდა საქართველოს სამო- ციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებს. 1920 წლიდან იგი საკათოლიკოსო საბჭოსა და წმინდა სინოდის წევრია.

1923 წლის 12 იანვარს უღმერთო ხელისუფლებამ დააპატიმრა თითქმის მთელი საკათოლიკოსო საბჭო. დაპატიმრებულთა შორის დეკანოზი იოსებიც იყო,

რომელსაც ბრალად წაუყენეს: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან (ხელაია) ერთად კონტრევოლუციონერული მოწოდების შედგენა და გენუის კონფერენციისადმი გაგზავნა; დიდუბის ეკლესიის წიგნებში აღრიცხვის გარეშე 30 გირვანქა განძეულობის შენახვა; საეკლესიო დავთრების არასწორი წარმოება, რის გამოც გაიფლანგა ხალხის ქონება.

გასაბჭოების შემდეგ დიდუბის ტაძრის საეკლესიო განძეულობა სამალავში გადაუტანიათ, რაც მხოლოდ მამა იოსებმა და ეკლესიის დარაჯმა იცოდნენ. სწო- რედ ამ უკანასკნელმა გასცა საიდუმლო და მისი აღიარება გამოიყენეს ბრალდების წაყენების დროს.

სასამართლოზე დეკანოზი იოსები თავს დამნაშა- ვედ არ ცნობდა და ამბობდა: „მართალია, განძი საკანცელარიო დავთარში მე აღვნუსხე, მაგრამ მისი მოპარვა რომ მდომებოდა, როგორ ფიქრობთ, ჩემივე ხელით დავწერდიო“. რომ არ ელაპარაკა და სიმართლე ბოლომდე არ გამოაშკარავებულიყო, ამ დროს დარბაზში ხელისუფლების მიერ მოყვანილი აქტივისტები და კომკავშირელები სტვენას და ხმაურს იწყებდნენ და ხელს უშლიდნენ, დაემთავრებინა სათქმელი.

ეს სამარცხვინო და უმსგავსო სასამართლო პროცესი კი იმით დასრულდა, რომ საკათოლიკოსო საბჭოს წევრების უმეტესობა ციხეში აღმოჩნდა, ხოლო დიდ ყუთში მოთავსებული დიდუბის ეკლესიის სიწმინდეები, თავის ნუსხიანად, სადღაც გაქრა.

1925 წლის 10 მარტის საკავშირო ცაკის მესამე სესიის დადგენილებით, დეკანოზი იოსები, საკათოლიკოს საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ამავე წელს კათოლიკოს-პატრიარქმა


8-3  საპატრიარქოს უწყებანი N8 24 თებერვალი-2 მარტი 2011წ გვ.20

პროტოპრესვიტერი იოსებ მირიანაშვილი 1868-1937 (დასასრული)

   ამბროსიმ (ხელაია) ეკლესიში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის იგი ენქერით დააჯილდოვა. 1935 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) დეკანოზ იოსებს პროტოპრესვიტერის წოდება მიანიჭა.

  1937 წლის 25 მაისს შედგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის გაძლიერებული სხდომა: კრების თავჯდომარე იყო კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე), ესწრებოდნენ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხლაძე), ნინოწმიდელი ეპისკოპოსი იეროთეოზი (აივაზაშვილი), პროტოპრესვიტერი იოსებ მირიანაშვილი, დეკანოზი იოანე ბობოხიძე, დეკანოზი ბესარიონ ფურცელაძე, დეკანოზი მიხეილ მახათაძე, დეკანოზი ბენიამენ კანდელაკი, დეკანოზი იოანე ლუკაშვილი, დეკანოზი გიორგი ბიბილური, დეკანოზი კონსტანტინე შანიძე, მღვდელი გიორგი ტაბლი- აშვილი, კლიმენტი ლორთქიფანიძე და ივანე კვეზერელი-კოპაძე. სხდომაზე განიხილეს საქართველოს ეკლესიაში იმ პერიოდში არსებული სხვადასხვა პრობლემატური საკითხები, ისაუბრეს მომავლის გეგმებსა და ქვეყანაში იმჟამად დაწყებულ რეპრესიებზე, რაც ტაძრის მსახურებზეც მძიმედ აისახა. რას იფიქრებდა მამა იოსები, რომ რამდენიმე თვეში ისიც ამ რეპრესიების მსხვერპლი გახდებოდა. 1937 წლის შემოდგომაზე პროტოპრესვიტერი იოსები უსაფუძვლოდ დააპატიმრეს და სამეულის განჩინებით, დახვრიტა მიუსაჯეს.

 აი, როგორ იხსენებს მირიანაშვილების ოჯახის ტრაგედიას მისი შვილიშვილი, პროფესორი ავთანდილ კვიტაიშვილი: „პაპას დახვრეტის შემდეგ დამოუკიდებლად დააპატიმრეს მამაჩემი, რადიოქარხნის მთავარი ინჟინერი, რომელსაც ბრალად გერმანიის ჯაშუშობა წაუყენეს. იგი საშინლად აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. პირველი კი პაპა წაიყვანეს, მხცოვანი მოძღვარი ასევე უწამებიათ, ჩვენები სულ ტიროდნენ და ამბობდნენ, ამ მოხუცებულ კაცს რაღას აწამებდნენო. იგი ციხეში დიდხანს არ მჯდარა, არც გადაუსახლებიათ, როგორც სხვები, ესე იგი, ძალიან დიდი სურვილი იყო მასთან სწრაფი ანგარიშსწორების. პაპას მიაყოლეს მისი ქალიშვილი ელისაბედი, ბიოლოგი, მუშაობდა გენეტიკაში, 25 წლის ახალგაზრდა გოგონა. სანამ დაიჭერდნენ, გა- მოქვეყნდა მისი გამოკვლევა გენეტიკაში იაპონიასა და იტალიაში ერთდროულად. მეორე დღეს წაიყვანეს და დახვრიტეს. იგი ახალი დაოჯახებული გახლდათ. ჯერ ბავშვიც არ ჰყავდათ. ერთი კვირის შემ- დეგ მისი მეუღლე, ინჟინერი, ლევან ღამბაშიძეც წაიყვანეს და უთხრეს: შენო, შენი ცოლის იდეებს იზიარებდიო, და ისიც დახვრიტეს, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. შემდეგ მეორე დეიდა, რომელიც ქიმიკოსი იყო. მას სამსახურში, ქიმიის ინსტიტუტში მიაკითხეს. როდესაც მან შეიტყო რომ მის დასაპატიმრებლად იყვნენ მოსულები, ავიდა ზევით სართულზე, კალიუმის ციანიდი დალია და თავი მოიკლა, არ ჩაბარდა ცოცხლად“.

 ასე ღირსეულად დაასრულა თავისი სიცოცხლე ქრისტესთვის თავდადებულმა მოძღვარმა, პროტოპრესვიტერმა იოსებ მირიანაშვილმა, ხოლო მისი სახით კიდევ ერთი მოწამე შეემატა ქართულ მართლმა- დიდებელ ეკლესიას.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.02.2024
ბოლო რედაქტირება 02.11.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0