დეკანოზი ანდრია კემულარია
დაიბადა 1969 წელს ქ. თბილისში.
1975-1983 წლებში სწავლობდა ზუგდიდის N4 საშუალო სკოლაში; 1983-
1987 წლებში _ ზუგდიდის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში ჩაის ტექნოლოგიის
ფაკულტეტზე.
1987 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში (ქ. სოხუმი) ჩაისა
და სუბტროპიკული კულტურების გადამუშავების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე.
1988-1989 წლებში მსახურობდა არმიის რიგებში. იქიდან დაბრუნების შემდეგ
სწავლა გააგრძელა და დაამთავრა ზემოთ აღნიშნული ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი.
1989 წლიდან იწყება მისი საეკლესიო მოღვაწეობა. იყო სტიქაროსანი და მედავითნე ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა
ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო და კვირაცხოვლობის (მაცხოვრის კარის) ტაძრებში.
1994 წლის 15 (28) აგვისტოს მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე) მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად; იმავე წლის
10 (23) ნოემბერს კი _ მღვდლად და მსახურობდა ზუგდიდის კვირაცხოვლობის, ვლაქერნის ყოვლაწმინდა ღმრთისმშობ-
გვ47
ლის ხატის სახელობის საკათედრო და კორცხელის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრებში.
1999 წლიდან მსახურობს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში წინამძღვრად. ამავე
დროს არის წალენჯიხის მთავარხუცესი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2001 წელს დაჯილდოვდა ოქროს
ჯვრის ტარების უფლებით და აიყვანეს დეკანოზის ხარისხში.
2009 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის, ხოლო 2013 წლის ვლაქერნობაზე _
მიტრის ტარების უფლებით.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ქ. ზუგდიდი, ლევან ქობალიას ქ. N7.