დეკანოზი გიორგი ჯგუშია
დაიბადა 1966 წლის 9 ივნისს ქ. თბილისში.
1972 წელს შევიდა ქ. ზუგდიდის N1 საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1983 წელს.
1984 წელს ჩაირიცხა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტზე.
ამავე წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში.
1986 წელს სწავლა გააგრძელა ზემოთ აღნიშნულ ინსტიტუტში.
1988 წელს დაოჯახდა და გადავიდა დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე და მუშაობა დაიწყო ჩაის საწნეხ ფაბრიკაში ინჟინრად.
1991 წელს დაწყებული და შემდეგ განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო ვერ მოახერხა ინსტიტუტის დამთავრება.
1989 წლიდან იყო ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიის
გვ48
მრევლი, 1996 წლიდან _ სტიქაროსანი. 1998 წლის 26 აპრილს
ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა აკურთხა
დიაკვნად, იმავე წლის 19 დეკემბერს კი ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ _ მღვდლად.
2001 წლის 15 ივლისს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი.
2009 წელს ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ დააჯილდოვა გამშვენებული
ჯვრით, ხოლო 2014 წელს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე,
მიენიჭა მიტრის ტარების უფლება. ამჟამად არის ზუგდიდის მაცხოვრის კარის ტაძრის წინამძღვარი.
ჰყავს მეუღლე და ექვსი შვილი.
ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N34.