დეკანოზი ანდრია მარღანია
დაიბადა 1973 წლის 10 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეიში.
1990 წელს დაამთავრა სოფ. ოხურეის საშუალო სკოლა. ამავე წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. სოხუმის
დაცემის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ქ. ჯვარში.
1998 წლის 22 აპრილს ცხუმ-აფხაზეთისა და ზუგდიდისა და ცაიშის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი) წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო
ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 1999 წლის 26 სექტემბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის
საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა და ლეშამუგეს მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინა.
2005 წლის 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ დააჯილდოვა
ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და მიენიჭა დეკანოზის ხარისხი.
2009 წლის 18 სექტემბერს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, ხოლო 2014
გვ50
წლის 13 დეკემბერს _ მიტრის ტარების უფლებით. ამჟამად მსახურობს ქ. ჯვარის ყოველთა წმინდათა და ყოვლადწმინდა
ღმრთისმშობლის ,,მსწრაფშემსმენელის“ ხატის სახელობის ტაძრებში წინამძღვრად.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
წალენჯიხა, ქ. ჯვარი.