სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გოლორდავა გაბრიელ დაბ. 1960წ. დეკანოზი,  კახათის წმ. გიორგის სასულიერო გიმნაზია გოლორდავა გაბრიელ დაბ. 1960წ. დეკანოზი,  კახათის წმ. გიორგის სასულიერო გიმნაზია
ბმულის კოპირება



გვარი გოლორდავა სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

გოლორდავა გაბრიელ დაბ. 1960წ. დეკანოზი, კახათის წმ. გიორგის სასულიერო გიმნაზია

დეკანოზი გაბრიელ გულორდავა 

დაიბადა 1960 წლის 10 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ახალ აკვასკაში, პედაგოგის ოჯახში.
1976 წელს დაამთავრა ახალი აკვასკის რვაწლიანი სკოლა. იმავე წელს სწავლა გააგრძელა ქ. ფოთის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, 
გემის ელექტრიკოსის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1979 წელს. 
1980-1982 წლებში მოიხადა სამხედრო სამსახური. 1982 წელს ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 
1987 წელს. მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია. მუშაობდა ქ. ტყვარჩელის შახტების ბაზაში ინჟინრად.
აფხაზეთის ომის შემდეგ, იძულებით გადაადგილების პერიოდში, საცხოვრებლად დარჩა ზუგდიდის რაიონის სოფ. ინგირში.
გვ52

1994 წელს გარდაეცვალა შვილი, რომლის შემდეგ ეკლესიური ცხოვრება დაიწყო. ამავე წელს დაინიშნა ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო 
ტაძარში სტიქაროსნად. 1998 წლის 18 ივლისს ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა აკურთხა დიაკვნად, 
ხოლო 1999 წლის 28 მარტს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელი დაასხა მღვდლად. მეუფის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ჩხორიისა (მახარია) და ტყაიის წმ. 
გიორგის ტაძრების წინამძღვრად.
2004 წელს დაინიშნა კახათის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად, სადაც მოღვაწეობს დღემდე. 
2005 წლის 15 ივლისს მეუფე გერასიმემ აიყვანა დეკანოზის 
ხარისხში. 
2009 წლის 18 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში დეკანოზი გაბრიელი გამშვენებული 
ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
2010 წელს დაინიშნა კახათის სასულიერო გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორად და სულიერ მოძღვრად.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვაკურთხევით, 2014 წლიდან დღემდე, კახათის წმ. გიორგის 
სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორია.
ზუგდიდი, სოფ. ინგირი.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.02.2024
ბოლო რედაქტირება 19.02.2024
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0