სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
წმიდათა ნიკოლოზ კათოლიკოსი, კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო.1510-1591წწ ხსენება 18 (02 მარტი) თებერვალი დაბ. გრემი ყვარელი კახეთი წმიდათა ნიკოლოზ კათოლიკოსი, კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო.1510-1591წწ ხსენება 18 (02 მარტი) თებერვალი დაბ. გრემი ყვარელი კახეთი

1510-1591 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი ბაგრატიონი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

345       ბეჭდვა

წმიდათა ნიკოლოზ კათოლიკოსი, კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო.1510-1591წწ ხსენება 18 (02 მარტი) თებერვალი დაბ. გრემი ყვარელი კახეთი


წმიდა ნიკოლოზი კათოლიკოს-პატრიარქი დაიბადა დაახ. 1510-15 წლებში, იგი კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი ნიკოლოზი მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ. სამეფო გვარისთვის დამახასიათებელი სიმტკიცე და სიბრძნე, მონაზვნური მორჩილება და ღმერთზე მინდობის უდიდესი სათნოება საოცრად იყო შერწყმული წმიდა ნიკოლოზში. ღვთის განგებით იგი კათოლიკოსად იქნა დადგენილი. „ქორონიკონსა სობ (1584 წელს) მიიცვალა ბარათაშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ და ბრძანებითა ღმრთისაჲთა კათოლიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა, თუესა თებერვალსა კჱ (28), დღესა შაბათსა“, - ვკითხულობთ „ქართლის ცხოვრებაში“.


წმიდა ნიკოლოზს მიწერ-მოწერა ჰქონდა რუსეთის პატრიარქ იობთან, წმიდა კათოლიკოსმა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა 1049 წელს დაწერილი, მშვენიერი ყდით შემკული, ტყავზე ხელნაწერი სახარება.

როპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) „მიმოსლვაში“ მოგვითხრობს ათონის ივერთა მონასტერზე და აღნიშნავს, რომ სატრაპეზოში არის წმიდა ნიკოლოზ კათოლიკოსის ხატი. იგივე ავტორი აღწერს აშოთან მუხრანბატონის მიერ აშენებულ სატრაპეზოს და უმატებს: „იქ მიცვალებულა კათალიკოზი ნიკოლოზ, მგონი ეს ბატონიშვილი იყოს“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ლევანი — კახეთის მეფე 1518/1520—1574 წლებში, გიორგი II-ის (ავგიორგის) ძე. 1513 წელს, როდესაც ქართლის მეფემ დავით X-მ კახეთი თავის ხელისუფლებას დაუმორჩილება, მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე კახელმა თავადებმა ოჩანის ციხეში დამალეს. მათ ისარგებლეს 1518 წელს ქართლში შაჰ ისმაილ I-ის ლაშქრობით და ლევანი კახეთის მეფედ გამოაცხადეს. 1520 წელს ლევანმა დაამარცხა კახეთში შეჭრილი დავით X-ის ლაშქარი. ამის შემდეგ ქართლისა და კახეთის მეფეები დაზავდნენ და იცნეს კახეთის ქართლისაგან გამოყოფა. ლევანი ირანის ვასალი იყო და მშვიდობიანობის შესანარჩუნებლად შაჰისადმი ერთგულების პოლიტიკას იცავდა. 1551 წელს ის დაეხმარა შაჰ-თამაზ I-ს შაქის დამორჩილებაში. ირანსა და ოსმალეთს შორის ამასიის ზავის დადების (1555) შემდეგ შაჰს არ აკმაყოფილებდა კახეთის შედარებით მსუბუქი ვასალური ვალდებულებები. ამით უკმაყოფილო ლევანი 50-60-იან წლებში შეეცადა რუსეთისაგან დახმარების მიღებას. 1563 წელს მან ელჩები გაგზავნა მოსკოვში ივანე IV-თან, რის შედეგადაც კახეთში ჩამოვიდა რუსთა რაზმი, რომელიც ლევანმა ციხე-სიმაგრეებში ჩააყენა. ოსმალეთისა და ირანის პროტესტმა აიძულა ლევანი ეს რაზმი მალე დაეთხოვა. ლევანის დროს კახეთში მტრის შემოსევები არ ყოფილა, ქვეყანა ეკონომიურად მოღონიერდა, დაწინაურდნენ ახალი ქალაქები — ბაზარი და გრემი.


1574 წელს ლევანი გარდაიცვალა და მის მემკვიდრეებს შორის ბრძოლა ატყდა ტახტის დაუფლებისათვის.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.10.2023
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0