სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ტყემალაძე სვიმონ იაკობის ძე დეკანოზი 1872-1938წწ დაბ. სოფ. ჭიათურა დაკრძ. დუშეთი ტყემალაძე სვიმონ იაკობის ძე დეკანოზი 1872-1938წწ დაბ. სოფ. ჭიათურა დაკრძ. დუშეთი

1872-1938 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ტყემალაძე სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

25       ბეჭდვა

ტყემალაძე სვიმონ იაკობის ძე დეკანოზი 1872-1938წწ დაბ. სოფ. ჭიათურა დაკრძ. დუშეთი

სვიმონ ტყემალაძე დაიბადა 1872 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ჭილოვანში მღვდლის ოჯახში.


1891 წელს სვიმონმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაასრულა და ამავე წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, სადაც სამი კურსი გაიარა.

1894 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნედ დანიშნა.

1901 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა და გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურად დანიშნა.

1901-1902 წლებში დიაკვანი სვიმონი გორის საკათედრო ტაძართან არსებულ ოქონის ორკლასიან სამრველო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა, სადაც სკოლაში კეთილსინდისიერი პედაგოგიური მოღვაწეობის გამო სასწავლო კომიტეტისაგან მადლობა გამოეცხადა და 25 მანეთით დაჯილდოვდა.

1902 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მღვდლად დაასხა ხელი და დუშეთის მაზრაში, სოფელ არანისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1903 წელს დუშეთის საეპარქიო განყოფილების საბჭოს დადგენილებით სანთლის საწყობის გამგედ დაინიშნა, სადაც 1905 წლამდე იმუშავა.

1909 წელს დუშეთის მაზრის მე-2 ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა.

1911 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა და ამავე წელს ოფიციალურად დაამტკიცეს მთავარხუცესის თანამდებობაზე.

1913 წელს სკუფია უბოძეს, 1915 წელს კი კამილავკა ეწყალობა.

1916 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

1917 წელს დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1918 წელს მთავარხუცესის თანამდებობა დატოვა, მაგრამ 1921 წელს, ახლად არჩეულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია), მამა სვიმონი კვლავ დაადგინა მთავარხუცესის თანამდებობაზე.

1926 წელს, საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, წილკნელმა ეპისკოპოსმა პავლემ (ჯაფარიძე) მამა სვიმონს დეკანოზის წოდება მიანიჭა. ამავე წელს წილკნის ეპარქიის ადგილობრივ საეპარქიო კრებაზე ერთხმად აირჩიეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის IV კრების დელეგატად თბილისში მცხოვრებ ქაიხოსრო ოთარის ძე ზანდუკელთან ერთად.

დეკანოზი სვიმონი მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლომდე მსახურობდა ეკლესიაში. 30-იანი წლების დასაწყისში ანაფორა გაიხადა და კერძო საქმიანობით დაკავდა.ჰყავდა მეუღლე ეკატერინე იასონის ასული და შვილები: ბენიამენი, ბიძინა, შალვა და მარკოზი.

დეკანოზი სვიმონი გარდაიცვალა 1938 წელს დუშეთში და იქვეა დაკრძალული.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1915-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1916 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია

გიორგი მაჩურიშვილი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.02.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0