მონაზონი დოროთეა (სოსელია)
დაიბადა 1963 წლის 24 მაისს ქ. ზუგდიდში.
1977 წელს მოინათლა ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში.
1978 წელს დაამთავრა ზუგდიდის N8 საშუალო სკოლის რვა კლასი და სწავლა განაგრძო ზუგდიდის N62 პროფტექნიკურ სასწავლებელში,
სამხატვრო საალფრეინო ჯგუფში, რომელიც დაამთავრა 1981 წელს.
1982-1987 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე.
რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ზუგდიდის ფაიფურის ქარხანაში ფინანსისტად. 1991 წლიდან გახდა
გვ102
ზუგდიდის კვირაცხოვლობის ტაძრის მრევლი, 2003 წლიდან კი დაიწყო სამონასტრო ცხოვრება.
2005 წლის 23 აპრილს მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტმა
დოროთემ (ყურაშვილი) მონაზვნად აღკვეცა წალკაში, ბერთას ღმრთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერში.
2019 წლიდან დღემდე ცხოვრობს და მსახურობს ოჭანეს წმ. ნინოს დედათა მონასტერში.