ბერ-დიაკონი ლაზარე (ფაჟავა)
დაიბადა 1962 წლის 30 ივნისს. სწავლობდა ქ. ზუგდიდის N2 საჯარო
სკოლაში. დაამთავრა ზედაეწერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი.
1984 წლიდან 1988 წლამდე მუშაობდა სოფ. კოლხიდაში ზოოტექნიკოსად.
1988 წელს სწავლა განაგრძო სამარის რკინიგზის ინსტიტუტში. ბერდიაკონმა ლაზარემ (ერობაში
პაატა ფაჟავა ) ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 1998 წელს. იყო ზუგდიდის კვირაცხოვლობის
სახელობის ტაძრის მრევლი. მოძღვრად ჰყავდა დეკანოზი მამა ზაქარია მაჩიტაძე.
2004 წლიდან მედავითნედ მსახურობდა ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის
ტაძარში, 2006-2008 წლებში _ ჭითაწყარის ხარების სახელობის ტაძარში, 2009-2011 წლებში _ ანაკლიის წმ. ნიკოლოზის
სახელობის ტაძარში.
2011 წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ სქურის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში შემოსა
მორჩილის კაბით,ხოლო 2012 წლის 27 ივნისს ყულიშკარის წმ. გიორგის სახელობის მონასტერში აღკვეცა
მონაზვნად და სახელად უწოდა ლაზარე. 2013 წლის 6 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აკურთხა
გვ282
ბერდიაკვნად. 2013-2014 წლებში სქურის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
ბერ-დიაკონი ლაზარე მძიმე ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა 2015 წლის 11 მაისს. დაკრძალულია ყულიშკარის წმ.
გიორგის სახელობის მამათა მონასტერში.
მანანა ფაჟავა