სოფელი ნაბეღლავი წმინდა გიორგის ეკლესია.
სოფლის მოსახლეობის რაოდენობა: 111 კომლი.
ეკლესია აშენებულია 1898 წელს, ხის კარგად შეკრული. სამრეკლო ხის.
ახლომდებარე სოფელ ხევის წმინდა გიორგის ეკლესია დაშორებულია 08 (რვა) ვერსის მანძილით.
სოფელ ქვაბღის სამლოცველო 04(ოთხი) ვერსის მანძილითაა დაშორებული.
მიახლოებით ამავე მანძილითაა დაშორებული სოფელ თავპანტის სამლოცველო.
შტატის მღვდელი სტაქო მალაქის ძე თალაკვაძე (ყავდა მეუღლე ეფემია ლეონტის ასული და სამი შვილი).
დაიბადა 1883 წელს.
1900წელს დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი.
1908 წელს მუშაობდა სოფელ ასკანის ეკლესიაში მედავითნედ. ამავე წელს გურია სამეგრელოს ეპისკოპოსმა ხელი დასხა სოფელ ნაბეღლავის წმინდა გიორგის ეკლესიაში დიაკვნად, შემდეგ მღვდლად, აგრეთვე იყო წინამძღვარი სოფელ ნაბეღლავის ეკლესიისა და სოფლების თავპანტისა და ქვაბღის სამლოცველოებში. მუშაობდა მასწავლებლად სოფელ ნაბეღლავის ეკლესიასთან არსებულ ორკლასიან სასწავლებელში.
მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.
მედავითნე კონსტანტინე ივანეს ძე კოროშინაძე.
დაიბადა 1857 წელს. წერა-კითხვა შეისწავლა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში 1889 წელს ხელი დასხეს სოფელ ნაბეღლავის წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლად. (ყავდა მეუღლე ელენა ეგნატეს ას და ოთხი შვილი).
წყარო: ჩოხატაურის ტაძრები და ღვთიმსახურები 1800-ანი წლებიდან. ავტორი ნათია კალანდაძე