სოფელი ზემო-სურები წმინდა გიორგის ეკლესია.
მოსახლეობის რაოდენობა 95 კომლი.
აიგო 1880 წელს. ტაძარი ხის სამრეკლო ხის, პატარა საგუშაგოთი.
ახლომდებარე სამლოცველოები: სოფელი თავსურებისა და შუასურების წმინდა გიორგის ეკლესიები.
შტატის მღვდელი კაპიტონ ალექსანდრეს ძე ტრაპაიძე (მღვდლის შვილი), (ყავდა მეუღლე და სამი შვილი)
დაიბადა 1834 წელს.
დაამთავრა ქალაქ თბილისის სასულიერო სემინარია.
1897 წელს გურია--სამეგრელოს ეპისკოპოსმა ხელი დასხა დიაკვნად სოფელ ზემო-სურების წმინდა გიორგის ეკლესიაში. პარალელურად ასწავლიდა ეკლესიასთან არსებულ სასულიერო ორკლასიან სასწავლებელში.
1900 წლიდან ხელი დაესხეს და აკურთხეს მღვდლად.
1904 წლიდანი ის აირჩიეს ოზურგეთის გუბერნიის სასულიერო სკოლების დეპუტატად. ამავე წელს დააჯილდოვეს საგვერდულით.
1911 წელს დააჯილდოვეს სკუფიით.
მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.
მედავითნე ლუკა ნიკოლოზის ძე ტრაპაიძე.
დაიბადა 1821 წელს. წერა-კითხვა სახლში შეისწავლა. სწავლა განაგრძო იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. მიენიჭა მადავითნის წოდება. დაინიშნა სოფელ ზემო-სურებში წმინდა გიორგის ეკლესიაში მედავითნედ.
წყარო: ჩოხატაურის ტაძრები და ღვთიმსახურები 1800-ანი წლებიდან. ავტორი ნათია კალანდაძე