სოფელ თავ-სურების წმინდა გიორგის ეკლესია.
ახლომდებარე ეკლესია 02 (ორი) ვერსის მანძილზე, სოფელ ზემო-სურების წმინდა გიორგის ეკლესია.
აიგო 1865 წელს. ტაძარი ხის ეკლესიას არ ჰქონდა სამრეკლო, ამიტომ ზარი დაკიდებული იყო ხეზე.
სოფელს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 100 კომლს. მოსახლეობა ცხოვრობდა მდინარე სუფსის ორივე სანაპიროზე. 30 ვერსის მანძილზე დადიოდნენ ტაძარში.
შტატი მღვდელი ვლადიმერ მერაბის ძე დარასელია (გლეხი).
დაიბადა 1883 წელს.
დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო ოთხკლასიანი სასწავლებლის სრული კურსი.
1908 წელს მუშაობა დაიწყო სოფელ თავსურების წმინდა გიორგის ეკლესიაში შტატის მედავითნედ.
1913 წელს ხელი დასხეს ამავე ეკლესიში დიაკვნად, შემდეგ მღვდლად.
მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.
მედავითნე სპირიდონ მერაბის ძე მამალაძე. (ყავდა მეუღლე ელენა და 5 ხუთი შვილი)
დაიბადა 1867 წელს. დაამთავრა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მედავითნის კურსი. მიენიჭა მედავითნის წოდება.
1894 წელს დაინიშნა სოფელ ხევის წმინდა გიორგის ეკესიის მეორე მედავითნედ.
1913 წელს თავ-სურების წმინდა გიორგის ეკლესიაში შტატის მედავითნედ.
წყარო: ჩოხატაურის ტაძრები და ღვთიმსახურები 1800-ანი წლებიდან. ავტორი ნათია კალანდაძე