თოლორდავა ალექსანდრე, ალექსანდრეს (ალიოშას) ძე დაბ. 1974წ. დეკანოზი, სოფ. მუხურის წმიდა ნიკოლოზისა და სოფ. ქვედა ჩხოროწყუს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრების წინამძღვარი. დაბ. ჩხოროწყუ
დედა მზია ჯიქია
დაიბადა 1974 წლის 31 დეკემბერს, ჩხოროწყუში.
1991 წელს დაასრულა ჩხოროწყუს რაიონის სოფ. მუხურის # 1 საშუალო სკოლა.
1992 წელს ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფალულტეტზე, რომელიც დაასრულა 1997 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 2001 წელს.
1998 წელს დაქორწინდა ინდირა ბასილაიაზე. ჰყავთ 4 შვილი. შვილები თამარი,ვლადიმერი,გაბრიელი და ეკატერინე.
2000 წლის 31 დეკემბერს ჭყონდიდელმა (ამჟამად ტყიბულისა და თერჯოლის) მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) ჩხოროწყუს რაიონის წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 2001 წლის 4 თებერვალს - მღვდლად.
2009 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღამაღლა დეკანოზის წოდებით და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
2020 წელს საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, დეკანოზი ალექსანდრე დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
დეკანოზი ალექსანდრე თოლორდავა მსახურობს ქ. ჩხოროწყუს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელის საკათედრო ტაძარში, რომლის უპირატესი მღვდელმსახურია. ის არის ჩხოროწყუს მუნციპალიტეტის სოფ. მუხურის წმიდა ნიკოლოზისა და სოფ. ქვედა ჩხოროწყუს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრების წინამძღვარი.