სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
2.1 პეტრე I - ქართლის პირველი კათოლიკოსი. დაახ. V ს-ის 60-იანი წლებიდან ქართლის კათოლიკოსები
ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

2.1 პეტრე I - ქართლის პირველი კათოლიკოსი. დაახ. V ს-ის 60-იანი წლებიდან ქართლის კათოლიკოსები

წმინდა პეტრე I — ქართლის პირველი კათოლიკოსი. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 30 ნოემბერი, ახალი სტილით — 13 დეკემბერი. იგი 467-474 წწ. განგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.

წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს „მოტყუენა“ ანძიანძორა, სადაც დატყვევებულებს შორის აღმოჩნდა „პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა“ და მონაზონი სამოელი, რომლებიც გრიგოლ ღვთისმეტყველის საფლავის მომვლელებად იყვნენ დადგენილნი. მალე ვახტანგ გორგასალმა წმინდა მამები დაიახლოვა და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას.

ლაშქრობის შემდეგ ქართლში მომავალმა ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში „წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესთვის კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა“ და თან შეუთვალა, რომ „კათოლიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფვით წარმოავლინენ“. კონსტანტინეპოლის პატრიარქი დათანხმდა ქართლში კათოლიკოსის დადგენას და რადგანაც იმ პერიოდისთვის ქართლის წმინდა ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, წმინდა პეტრე და წმინდა სამუელი ანტიოქიაში წარავლინა, რათა თვითონ ანტიოქიის პატრიარქს ეკურთხებინა პეტრე კათალიკოსად და სამოელი ეპისკოპოსად. ხელდასხმის შემდეგ კათოლიკოსი და ეპისკოპოსები ქართლში ჩამოვიდნენ და ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თვითმმართველობა (ავტოკეფალია).

წმინდა პეტრე კათოლიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის. წმინდა კათოლიკოსისა და წმინდა მეფის ურთიერთპატივისცემამ და შეთანხმებული ქმედებებით სარწმუნოებრივ-ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვამ საფუძველი დაუდო საერო და სასულიერო ხელისუფლების ჰარმონიული ურთიერთობების ისეთ ფორმას, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის ავტორიტეტს ქვეყანაში და ხალხის მიერ ღვთივკურთხეული საერო ხელისუფლების სიყვარულსა და ერთგულებას.

წმინდა პეტრე, წმინდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როდესაც ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ „შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათოლიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა“. წმინდა პეტრემ მიიღო წმინდა მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმინდა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0