"ერთხელ, როდესაც ვლოცულობდით, ეკლესიაში ნასვამი მეომარი შემოვიდა. მან ხატებს და ხალხს სროლა დაუწყო. რამოდენიმე ინვალიდი: ასაკოვანი მამაკაცი, მისი ცოლი და ქალიშვილი წმ. გიორგის ხატის გვერდით ისხდნენ. ამ მომხდურმა მოკლა მამაკაცი. მძიმედ დაჭრა მისი მეუღლე და ქალიშვილი. თბილი სისხლი ნაკადულივით მოედინებოდა... მკვლელი ივერიის ღვთისმშობლის ხატის გვერდით იდგა. მე ვიდექი წმ. ნიკოლოზის სასწაულმოქმედ ხატთან. ჩემთვის ვფიქრობდი: აღსარება ჩაბარებული მაქვს, ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ნაზიარები ვარ, ახლა მე სიხარულით მოვკვდები ჩემი ღმერთისთვის, იესო ქრისტესთვის. მკვლელმა იარაღი მომიშვირა, მაგრამ მოხდა საოცრება. ტყვია არ გავარდა, შემდეგი კი ამცდა. ამ დროს მე დავინახე, როგორ გაბრწყინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი. გამძვინვარებულმა მკვლელმა ეკლესიის გუმბათს დაუწყო სროლა. შემდეგ დაჭრილების მხარეს მიტრიალდა. უკვე მკვდარ მოხუცებულს ტყვია დაუშინა და მჭიდი ბოლომდე დაცალა. კაცი, რომელიც ჩემს მოკვლას ცდილობდა, ჩემი ქალიშვილისაგან ძალიან ახლო მანძილით იყო დაშორებული. მანანასაგან ზურგით იდგა. ჩემი ქალიშვილი ცახცახებდა. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა. სიკვდილის მოლოდინში ტიხვინის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს ევედრებოდა, რათა დახმარებოდა მას ღირსეულად მომკვდარიყო. მთელი ამ დროის განმავლობაში მანანა ევედრებოდა ღვთისმშობელს შემდეგი სიტყვებით: „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ! მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა...“, ბოლოს კი, ქანცგაწყვეტილი, ჩუმად, თავისთვის იმეორებდა მხოლოდ ერთ სიტყვას „ღვთისმშობელო“. ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვა: „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ...“ არ მოცილებია მის ტუჩებს იმ 52 დღის განმავლობაში, რომელიც ჩვენ ტყვეობაში გავატარეთ. ამ ლოცვამ მოახდინა სასწაული. მანანა გარდაუვალი სიკვდილისაგან იხსნა, იმ მთვრალი მომხდურისაგან, რომელიც მისგან ზურგშექცევით იდგა და მას ვერ ხედავდა. ამ ლოცვამ ის სხვა მოსალოდნელი უბედურებისაგანაც იხსნა. ეს ლოცვა მას ამშვიდებდა.
მე მადლობას ვუხდი ჩვენს უფალს, უტკბილეს იესო ქრისტეს ჩვენი გადარჩენისათვის."
აფხაზეთის ომის დროს მომხდარი სასწაულები
მონაზონი მარიამი (ანუა)
P.s.ფოტოზე :დედა მარიამი საპატრიარქოს ტიხვინის ღვთისმშობლის ხატთან ერთად..