სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
იური ანუა 1934-93წწ. გარდ. სოფ. კამანი სოხუმი დ. ოჩამჩირე აფხაზეთი იური ანუა 1934-93წწ. გარდ. სოფ. კამანი სოხუმი დ. ოჩამჩირე აფხაზეთი იური ანუა 1934-93წწ. გარდ. სოფ. კამანი სოხუმი დ. ოჩამჩირე აფხაზეთი იური ანუა 1934-93წწ. გარდ. სოფ. კამანი სოხუმი დ. ოჩამჩირე აფხაზეთი იური ანუა 1934-93წწ. გარდ. სოფ. კამანი სოხუმი დ. ოჩამჩირე აფხაზეთი

1934-1993 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ანუა სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

371       ბეჭდვა

იური ანუა 1934-93წწ. გარდ. სოფ. კამანი სოხუმი დ. ოჩამჩირე აფხაზეთი


იური (გიორგი) დიმიტრის ძე ანუა დაიბადა 1934 წლის 6 აგვისტოს ქ. ოჩაჩირეში. საშალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. სწავლა განაგრძო მოსკოვის სამშეებლო-საინჟინრო ინსტიტუტში. 1963 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, ყოვლადწმიდა სამების ეკლესიაში – იური ანუამ და ზოია ადამიამ ჯვარი დაიწერეს. ბატონი იური წლების განმავლობაში თაბამდებობებზე მუშაობდა. იგი საერთაშორისო მნიშვნელობის სამი პროექტის ავტორია. მისი მეუღლე განათლებით იურისტია. მათ შეეძინათ ქალიშვილი მანანა და ვაჟიშვილი მალხაზი. მანანამ დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი ენდოკრინოლოგიის სპეციალობით, მალხაზმა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიური ფაკულტეტი.




1980-იან წლებში ანუების ოჯახმა სოფელ კამანში სააგარაკე მიწა შეიძინეს, სადაც აგარაკი ააშენეს და ფაქტიურად იქ ცხოვრობდნენ.
1988-1990 წლებში იური ანუამ ამავე სოფელში არსებული ნგრევისპირას მისული, იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი, საკუთარი სახსრებით აღადგინა. 1990 წლის 25 ნოემბერს წმ. იოანე ოქროპირის სასწაულმოქმედი ქვის სარკოფაგი სოხუმის საკათედრო ტაძრიდან კომანის განახლებულ ეკლესიაში დააბრუნეს. ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა.


მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ იური (გიორგი) ანუას გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმ. გიორგის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა კომანის მთებში წმ. იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის მესამედ პოვნის ადგილამდე მისვლის გასაადვილებლად იურიმ 1500 საფეხურიანი რკინის კიბე აღმართა.


ყოველი 100 საფეხურის შემდეგ გაკეთებული იყო სკამი მომლოცველთა დასასვენებლად. მორწმუნენი ყოველი წლის 7 ივლისს ადიოდნენ ამ მთაზე. ადგილობრივი კომუნისტური პარტიის აქტივისტებმა წმიდა მოწამე ვასილისკოს სასწაულმოქმედ წყაროსთან საკალმახე მეურნეობის მოწყობა გადაწყვიტეს. გექტარამდე მიწა გათხარეს და უზარმაზარი რეზერვუარი ააშენეს. შემდეგ რატომღაც თევზის გაშენება არ მოხერხდა და წლების განმავლობაში ეს აუზი ბაყაყების და ქვეცარმავალის ბუდედ იქცა. იურიმ გაასუფთავა წმ. წყალი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ეს უზარმაზარი აუზი ისევე მიწით ამოავსო და იქაურობა გამწვანდა.


წმ. წყაროს კოლოსალური სულიერი და სამკურნალო ძალა აქვს. იური (გიორგი) ანუას წმ. წყაროზე მცირე ბაზილიკის ტიპის ეკლესიის აშენება ჰქონდა განზრახული. ასევე წმ. ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ვასილისკოს საფლავთან ტაძრების აღდგენა, ხოლო წმ. იოანე ნათლისმცემლის მთაზე სალოცავის გაკეთება სურდა. საუბედუროდ ყოველივე ამის გაკეთება არ დასცალდა.



1993 წლის 5 ივლისს დილის 5 საათზე, ზ/ეშერის მხრიდან, კამანზე შემოტევა განხორციელა გენერალ ლებედის საშტურმო-სადესანტო ბატალიონმა, მათ შეუერთდა ეშერის ბატალიონი, რომელიც ძირითადად ნარკოტიკებით გაბრუებული ახალგაზრდებისგან შედგებოდა. მტერს წინააღმდეგობას უწევდა ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი, მცირერიცხოვანი მებრძოლთა ჯგუფი, რომლებმაც სიცოცხლის ბოლომდე გმირულად იბრძოლეს. მტერი კამანის დაპყრობის შემდეგ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას მოედო. მათ ტაძრისან გაიყვანეს მამა ანდრია და იური (გიორგი) ანუა. მონასტერში მყოფმა ანუას ოჯახმა მეორე დღეს შეიტყო, თუ როგორ დახვრიტეს მამა ანდრია, ხოლო იური (გიორგი) ანუას გარდაცვალება, რამოდენიმე თვის შემდეგ, მხოლოდ თბილისში იყო მათთვის ცნობილი.

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 20.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0