სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
სპირიდონ ჭავჭავაძე 1878-1952წწ გარდ. გენერალ-მაიორი. დაბ. სოფ.წინანდალი, თელავი, კახეთი სპირიდონ ჭავჭავაძე 1878-1952წწ გარდ. გენერალ-მაიორი. დაბ. სოფ.წინანდალი, თელავი, კახეთი სპირიდონ ჭავჭავაძე 1878-1952წწ გარდ. გენერალ-მაიორი. დაბ. სოფ.წინანდალი, თელავი, კახეთი სპირიდონ ჭავჭავაძე 1878-1952წწ გარდ. გენერალ-მაიორი. დაბ. სოფ.წინანდალი, თელავი, კახეთი სპირიდონ ჭავჭავაძე 1878-1952წწ გარდ. გენერალ-მაიორი. დაბ. სოფ.წინანდალი, თელავი, კახეთი

1878-1952 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ჭავჭავაძე სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

474       ბეჭდვა

სპირიდონ ჭავჭავაძე 1878-1952წწ გარდ. გენერალ-მაიორი. დაბ. სოფ.წინანდალი, თელავი, კახეთი

ჭავჭავაძე სპირიდონ მიხეილის ძე (3 მარტი 1878-1952), თავადი, გენერალ-მაიორი (1917), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1916);


გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე დაიბადა 1878 წლის 3 მარტს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში. მამა – თავადი მიხეილ სპირიდონის ძე ჭავჭავაძე (1844–1919) მეფის არმიის პოლკოვნიკი გახლდათ. თავადის ქალი იყო დედაც – სოფიო ათანასეს ასული მაყაშვილი (1850–1927).

სპირიდონმა 1898 წელს დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1900 წელს – ელიზავეტგრადის (კიროვოგრადის) სამხედრო სასწავლებელი. 1904 წლამდე მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში ოფიცრის წოდებით. ამავე წელს დაქორწინდა აგლაიდა თევდორეს ასული ბიკოვაზე, თბილისის ყოფილი გუბერნატორის ქალიშვილზე.


სპირიდონ ჭავჭავაძე მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიისა და 1914-1918 წლების პირველ მსოფლიო ომებში. 1905-1909 წლებში მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში. 1909 წლიდან – ვლადიმერის მე-13 ულანთა პოლკში. 1913 წელს მან დაამთავრა პეტერბურგის ოფიცერ–კავალერისტთა უმაღლესი სკოლა. 1915 წლის 26 ნოემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1917 წლის აპრილში დაინიშნა ვლადიმერის მე-13 ულანთა პოლკის მეთაურად.


რუსეთის არმიაში სამსახურის პერიოდში პოლკოვნიკი სპირიდონ ჭავჭავაძე დაჯილდოვდა 10 საბრძოლო ორდენით: წმ. სტანისლავის მე-III (1906) ხარისხის; წმ. ანას მე-III (მახვილებითა და ბაფთით, 1914) და მე-II (მახვილებით, 1914) ხარისხის; გიორგის იარაღით (1916 წლის 16 აგვისტო) და წმ. გიორგის მე-IV ხარისხის (1916 წლის 29 აგვისტო) ორდენით და სხვ.

1918 წელს სპირიდონ ჭავჭავაძე საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა I ცხენოსანთა პოლკს. ამავე წლის მაისში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ გენერლის წოდება მიანიჭა. 1918-1921 წლებში იგი იყო გენერალური შტაბის განყოფილების სარემონტო სექციის უფროსი. გასაბჭოებიდან ორ დღეში, 1921 წლის 27 თებერვალს მენშევიკური არმიის სხვა 25 ოფიცერთან ერთად გადააგზავნეს ქ. რიაზანში, ყოფილი თეთრგვარდიელებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ბანაკში.


ხუთთვიანი ტყვეობის შემდეგ სპირიდონ ჭავჭავაძე განთავისუფლდა, წინანდალში, მამა–პაპეულ სახლში დაბრუნდა და მამულის იმ ნაწილში, რომელიც კონფისკაციას გადაურჩა, მეურნეობას მიჰყო ხელი. მალევე აქტიურად ჩაერთო ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში კონსპირაციული სახელწოდებით – „არკადი“. როდესაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყების საკითხი მომწიფდა დამკომმა აჯანყების მთავარსარდლად სპირიდონ ჭავჭავაძის კანდიდატურა წამოაყენა. გენერალი შემოთავაზებულ წინადადებას დათანხმდა.

აჯანყების სასტიკი მარცხის შემდეგ სპირიდონმა, ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და სხვა შეფიცულებთან ერთად, 1924 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში ახალციხესთან გადალახა სახელმწიფო საზღვარი და ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საფრანგეთში გადაიხვეწა.

1924-1947 წლებში სპირიდონ ჭავჭავაძე პარიზში ცხოვრობდა. ემიგრანტებს შორის იგი დიდი ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობდა, როგორც აგვისტოს მოვლენების ერთ–ერთი გმირი და მთავარი ძალა. მას არც საზღვარგარეთ შეუწყვეტია ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

1925 წელს სპირიდონი ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად, პარიზიდან პოლონეთში ჩავიდა და იქაურ მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა საბჭოური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფინანსური დახმარების მისაღებად. ამავე წელს იგი გერმანიაში დაუკავშირდა გენერალ ფონ–კრესს, მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დროს, ქ. აუშვიცში ამზადებდა მზვერავთა კადრებს და კითხულობდა ლექციებს მენშევიკების ბრძოლის შესახებ რუსეთის დამპყრობლური რეჟიმის წინააღმდეგ. კავშირი ჰქონდა სადაზვერვო ორგანო „ცეპელინთან“. 1942 წელს, როცა გერმანელებმა დაიკავეს ჩრდილოეთ კავკასია, სპირიდონ ჭავჭავაძე მოიაზრებოდა მომავალი „ქართული მთავრობის“ ხელმძღვანელად. ის გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა ქ. სტავროპოლში, ელოდებოდა საქართველოში გერმანელების შემოსვლას და მხოლოდ მათი დამარცხების შემდეგ დაბრუნდა ევროპაში.



1939–1940 წლებში სპირიდონი პარიზში ხელმძღვანელობდა „ქართულ ეროვნულ კომიტეტს“, რომელიც, ფრანგულ გენერალურ შტაბთან ერთად, ამზადებდა საექსპედიციო კორპუსს და მიზნად ისახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

სპირიდონ ჭავჭავაძე ხელმოკლედ ცხოვრობდა. ემიგრაციაში ცხოვრების პირველ პერიოდში ის ნოე ჟორდანიას მთავრობისგან იღებდა პენსიას, შემდეგ ხელი მიჰყო საკომისიო საქმეებს და თავი ამით გაჰქონდა. მისი მატერიალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა 1930–იანი წლებისთვის, როცა პარიზში ჩავიდა მისი ოჯახი – მეუღლე, გერი ქალიშვილი და სიძე ნიკოლოზ გოცირიძე. მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1942 წელს გარდაეცვალა მეუღლე, 1943 წლის დასაწყისში – გერი.

1947 წელს გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე საქართველოში დაბრუნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარიზში საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი ილია თავაძე დაუკავშირდა, სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა და დაარწმუნა, რომ წარსულში ანტისაბჭოთა ქმედებებისთვის პასუხისგებაში არ მისცემდნენ. სპირიდონი თბილისში, საბჭოს ქუჩის 36 ნომერში დასახლდა და ცოლიც მოიყვანა – ოლღა ივანეს ასული დეკერი. დაპატიმრებამდე მუშაობდა კულტურის სახლში რუსული ენის მასწავლებლად.

1951 წლის 1 დეკემბერს სპირიდონ ჭავჭავაძე დააპატიმრეს სამშობლოს ღალატისა და შეიარაღებული აჯანყების მოწყობის ბრალდებით. მან აღიარა ყველა ანტისაბჭოთა ქმედება, მაგრამ უარყო ის ფაქტი, რომ საქართველოში დაბრუნდა უცხოური სადაზვერვო ორგანოების დავალებით საბჭოთა კავშირის საზიანოდ მავნებლური საქმიანობის გასაგრძელებლად. 1953 წლის 23 ივნისის დადგენილებით მას მიესაჯა ქონების კონფისკაცია და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა–გასწორების ბანაკში, სადაც მალევე გარდაიცვალა. როგორც სჩანს ეს უცნობი იყო მისი მეუღლისთვის, რადგან 1954 წელს ის კვლავ იბრძოდა სპირიდონის გასათავისუფლებლად.

წყარო:

1. კერესელიძე ლიასპირიდონ ჭავჭავაძე // საარქივო მოამბე = The archival bulletin / საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. თბილისი, 2017. N 17. გვ. 38–69.  

2. გოგიტიძემამუკასპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე // სამხედრო ფიცის ერთგულნი: ბიოგრაფიული ცნობარი / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 101

3. nobility.pro/.../828-chavchavadze-spiridon-mikhajlovich...




Даты жизни: 04.02.1878 - 1952

Биография:

Православный, из князей Тифлисской губернии, общее образование получил в Тифлисском кадетском корпусе, военное - Елисаветградское кавалерийское училище по 1 разряду.

На 01.01.1909 Поручик 13-го улан. Владимирского полка. Участник мировой войны в составе того же полка. Полковник (пр. 1916; ст. 26.11.1915). Награжден орденом Св. Георгия 4-й ст. (ВП 29.08.1916). Командир 13-го улан. Владимирского полка (с 17.04.1917). В эмиграции во Франции. В 1931 возглавлял группу 13-го улан. Владимирского полка. В 1947 в числе других эмигрантов вернулся на родину. В 1951 осужден на 25 лет ИТЛ. Умер в заключении.

Чины:

на 1 января 1909г. - 13-й уланский Владимирский Е.И.Выс. Великого Князя Михаила Николаевича полк, поручик

Награды:

Св. Анны 3-й ст. (?)

мечи и бант к ордену Св. Анны 3-й ст. (ВП 20.12.1914)

Св. Анны 2-й ст. с мечами (ВП 01.11.1914)

Георгиевское оружие (ВП 16.08.1916)

Св. Георгия 4-й ст. (ВП 29.08.1916) «За то, что в бою 19-го сентября 1915года у деревни Оленец состоя в чине ротмистра, во главе своего эскадрона произвёл стремительную контратаку на пехотные части, приданные германскому конному полку, и захватил два действовавших пулемёта, изрубив прислугу и прикрытие их».

Пожалование старшинства: в чине Подполковника с 26.08.1912 (ВП 03.04.1916).

Дополнительная информация:

-Поиск ФИО по «Картотеке Бюро по учету потерь на фронтах Первой мировой войны 1914–1918 гг.» в РГВИА

-Ссылки на данную персону с других страниц сайта "Офицеры РИА"

Источники:

Информация с сайта www.grwar.ru

Список полковникам по старшинству. Составлен по 01.08.1916. Петроград, 1916

"Военный орден святого великомученика и победоносца Георгия. Биобиблиографический справочник" РГВИА, М., 2004.

ВП 1914–1917 и ПАФ 1917. Информацию предоставил Вохмянин Валерий Константинович (Харьков)

Дворянские роды Российской империи. Т.1-4. М. 1993-96. Информацию предоставил Alex

Васильев А. Командиры полков российской гвардейской и армейской кавалерии в период Первой мировой войны//Старый Цейхгауз, 2009, №3. Информацию предоставил Константин Подлесский

ВП по военному ведомству/Разведчик №1255, 18.11.1914

ВП по военному ведомству/Разведчик №1261, 06.01.1915


https://ria1914.info/index.php?title=%D0%A7%D0%B0%D0%B2%D1%87%D0%B0%D0%B2%D0%B0%D0%B4%D0%B7%D0%B5_%D0%A1%D0%BF%D0%B8%D1%80%D0%B8%D0%B4%D0%BE%D0%BD_%D0%9C%D0%B8%D1%85%D0%B0%D0%B9%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.11.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0