დაიბადა ქ. ქუთაისში 1976 წლის 15 აგვისტოს.
2025 წლის 4 მაისს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.
მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
დეკანოზები: იოანე მიხელიძე, ონოფრე რატიანი, ბასილ გამთენაძე, პავლე ჩხიკვაძე და გიორგი გაფრინდაშვილი.

1981-1989 წლებში სწავლობდა მე-8 საშუალო სკოლაში
დადგენილ იქნა ტყიბულის რაიონის სოფლების: ნაბოსლევის, კოკისა და ცუცხვათის ეკლესიების წინამძღვრად, სადაც დღემდე მოღვაწეობს.
მამა ბასილი, ერისკაცობაში კახაბერ აკაკის ძე გამთენაძე, დაიბადა 1976 წლის 15 აგვიატოს ქ. ქუთაისში აკაკი გამთენაძისა და მაგული ჯინჯიხაძის ოჯახში. მშობლები სიყვარულით ზრდიდნენ სამ ვაჟკაცს: დავითს, კახაბერსა და გიორგის. მათ ოჯახში შემოქმედებითი სული ტრიალებდა და ამიტომ შვილებს პოეზიისა და მხატვრობისადმი სიყვარულს ბავშობიდანვე უნერგავდნენ. 5 წლის კახაბერს პიონერთა სასახლეში ხატვის პედაგოგმა ალიოშა ტოგონიძემ გამოფენაც კი მოაწყობინა სახელწოდებით „ძმები გამთენაძეების ნახატები.“ რისთვისაც „ნორჩი შემოქმედის“ სიგელით დაჯილდოვდა.

1981-1989 წლებში სწავლობდა მე-8 საშუალო სკოლაში, პარალელურად სწავლობდა მაისურაძის სამხატვრო სკოლაში. მშობლიურმა სკოლამ და აღმზრდელმა პედაგოგებმა კახაბერის კარგ მამულიშვილად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს.
1993 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში დაიღუპა უფროსი ძმა, პოეტი და მხატვარი დავით აკაკის ძე გამთენაძე. ამ დიდმა ტრაგედიამ კახაბერისა და მთელი ოჯახის ცხოვრება სრულიად შეცვალა. ძმის დაღუპვიდან ერთი თვის შემდეგ კახაბერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის მორჩილი გახდა. 1995 წელს შევიდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქ. ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1999 წელს დაამთავრა აღნიშნული სემინარიის სრული კურსი. ამავე წელს სწავლა გააგრძელა გელათის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 2004 წელს. სტუდენტობის პერიოდში 4 წელი ასწავლიდა რელიგიას და კულტურას მშობლიურ სოფელში, ტყიბულის რაიონის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში. მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით სათავეში ედგა ამავე სოფლის წმ. გიორგის ტაძრის რესტავრაციას.
2006 წლის 21 იანვარს ჯვარი დაიწერა მარიეტა ბოჭორიშვილზე. 12 მარტს კი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად და ეწოდა სახელი „ბასილი“, რომელიც გამწესებულ იქნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სამლოცველოში.
2007 წლის 18 თებერვალს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ სოფელ ჭოგნარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში ხელი დაასხა მღვდლად და დადგენილ იქნა ტყიბულის რაიონის სოფლების: ნაბოსლევის, კოკისა და ცუცხვათის ეკლესიების წინამძღვრად, სადაც დღემდე მოღვაწეობს. უმცროსი ძმა გიორგი სტიქაროსანია.
მამა ბასილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი - ელისაბედი და მარიამი.