სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11733

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გამთენაძე  ბასილ (კახაბერ) აკაკის ძე  მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გამთენაძე ბასილ (კახაბერ) აკაკის ძე მღვდელი

ნაბოსლევის, კოკისა და ცუცხვათის ეკლესიების წინამძღვრი 

2025წ. მდგომარეობით მღვდელი ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია

დაიბადა   ქ. ქუთაისში  1976 წლის 15 აგვისტოს.

2025 წლის 4 მაისს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.

მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:

დეკანოზები: იოანე მიხელიძე, ონოფრე რატიანი, ბასილ გამთენაძე, პავლე ჩხიკვაძე და გიორგი გაფრინდაშვილი.


1981-1989 წლებში სწავლობდა მე-8 საშუალო სკოლაში

დადგენილ იქნა ტყიბულის რაიონის სოფლების: ნა­ბოსლევის, კოკისა და ცუცხვათის ეკლესიების  წინამ­ძღ­ვრად, სადაც დღემდე მოღვაწეობს.

მამა ბასილი, ერისკაცობაში კახაბერ აკაკის ძე გამ­თენაძე, დაიბადა 1976 წლის 15 აგვიატოს ქ. ქუთაისში აკაკი გამთენაძისა და მაგული ჯინჯიხაძის ოჯახში. მშობ­ლები სიყვარულით ზრდიდნენ სამ ვაჟკაცს: დავითს, კახა­ბერსა და გიორგის. მათ ოჯახ­ში შემოქმედებითი სული ტრი­ალებდა და ამიტომ შვილებს პოე­ზიისა და მხატვრობისადმი სიყვარულს ბავშობიდანვე უნერ­გავ­დნენ. 5 წლის კახაბერს პიონერთა სასახლეში ხატვის პედაგოგმა ალიოშა ტოგონიძემ გამო­ფენაც კი მოაწყობინა სა­ხელ­წოდებით „ძმები გამთენაძეების ნახატები.“ რისთ­ვი­ს­აც „ნორჩი შემოქმედის“ სიგელით დაჯილ­დოვ­და.


1981-1989 წლებში სწავლობდა მე-8 საშუალო სკო­ლაში, პარალელურად სწავლობდა მაისურაძის სამ­ხატვრო სკოლაში. მშობლიურმა სკოლამ და აღმ­ზ­რ­დე­ლმა პედაგოგებმა კახაბერის კარგ მამუ­ლი­შვილად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს.

1993 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტო­რიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში დაიღუპა უფროსი ძმა, პოეტი და მხატვარი დავით აკაკის ძე გამთენაძე. ამ დიდმა ტრაგედიამ კახაბერისა და მთელი ოჯახის ცხოვრება სრულიად შეცვალა. ძმის დაღუპ­ვი­დან ერთი თვის შემდეგ კახაბერი ყოვლადწმიდა ღვთის­მშობლის ხარების ტაძრის მორჩილი გახდა. 1995 წელს შევიდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქ. ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1999 წელს დაამ­თავრა აღნიშნული სემინარიის სრული კურსი. ამავე წელს  სწავლა გააგრძელა გელათის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 2004 წელს. სტუდენტობის პერიოდში 4 წელი ასწავლიდა რელიგიას და კულტურას მშობლიურ სოფელში, ტყიბულის რაიონის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში. მეუფე კალისტ­რა­ტეს ლოცვა-კურთხევით სათავეში ედგა ამავე სოფლის წმ. გიორგის ტაძრის რეს­ტავრაციას.

2006 წლის 21 იანვარს ჯვარი დაიწერა მარიეტა ბოჭორიშვილზე. 12 მარტს კი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად და ეწოდა სახელი „ბასილი“, რომელიც გამწესებულ იქნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სამლო­ც­ვე­ლოში.

2007 წლის 18 თებერვალს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ სოფელ ჭოგნარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში ხელი დაასხა მღვდლად და დადგენილ იქნა ტყიბულის რაიონის სოფლების: ნაბოსლევის, კოკისა და ცუცხვათის ეკლესიების წინამძღვრად, სადაც დღემდე მოღვაწეობს. უმცროსი ძმა გი­ორგი სტიქაროსანია.

მამა ბასილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი  - ელისაბედი და მარიამი. 

გამთენაძე ბასილ (კახაბერ) აკაკის ძე მღვდელი დაბ. 1976წ. სოფლების: ნაბოსლევის, კოკისა და ცუცხვათის ეკლესიების წინამძღვრი ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია   2011 წლის მდგომარეობით

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.