სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
პავლე ციციშვილი 1754-1806წწ. რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. ნიჩბისი მცხეთა პავლე ციციშვილი 1754-1806წწ. რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. ნიჩბისი მცხეთა

1754-1806 წწ. გარდ. 52 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ციციშვილი სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

პავლე ციციშვილი 1754-1806წწ. რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. ნიჩბისი მცხეთა

პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი (ციციშვილირუს. Павел Дмитриевич Цицианов; დ. 19 სექტემბერი1754მოსკოვი — გ. 8 თებერვალი1806ბაქო)


— რუსეთის იმპერიის ქართველი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი (1804), ასტრახანის სამხედრო გუბერნატორი და საქართველოს მთავარსარდალი (1802-1806).


რუსეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე პავლე  ციციანოვი დაიბადა 1754 წლის 8 სექტემბერს ქალაქ მოსკოვში. იგი იყო შვილიშვილი პაპუნა (პავლე) ციციშვილისა, რომელიც ვახტანგ VI-სთან  ერთად გადაიხვეწა რუსეთში. პავლეს დედა, ელისაბედ მიხეილის ასული ბაგრატიონ-დავითიშვილი, ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი იყო. პავლეს მამას, დიმიტრი ციციშვილს, სამშობლო მუდამ ახსოვდა, რუსეთშიც მშობლიური კულტურის  გამდიდრება-გაძლიერებაზე ზრუნავდა და თავის თარგმნილ მათემატიკურ სახელმძღვანელოებს საქართველოში აგზავნიდა. თავად  პავლე ციციანოვი კი უკვე გარუსებული გახლდათ და ერთგულად ემსახურებოდა ცარიზმის თვითმპყრობელურ პოლიტიკას.


რუსეთის იმპერიის არმიის რიგებში პავლე ციციშვილი 1761 წლიდან ჩადგა. კარიერის დასაწყისში მსახურობდა პრეობრაჟენსკის პოლკის ლეიბ-გვარდიაში პრაპორშჩიკად; 1777 წლიდან პრეობრაჟენსკი პოლკის ეგერთა რაზმის მეთაური იყო; 1778 წლის 7 იანვრიდან პოდპოლკოვნიკის ჩინით გადაიყვანეს ტობოლსკის ქვეით პოლკში; 1786 წლის 12 თებერვალს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი და დაინიშნა სანკტ-პეტერბურგის გრენადიორთა პოლკის მეთაურად; 1793 წლის 2 სექტემბერს კი მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.


1787-1791 წლებში  პავლე ციციანოვი მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში, 1794  წლის აპრილში - პოლონეთის აჯანყების  ჩახშობაში. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვებული იყო წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხისა და წმინდა გიორგის მე-3 ხარისხის ორდენებით (1794), აგრთვე, ოქროს ხმლით „სიმამაცისათვის“.

1796 წელს ციციანოვი ეკატერინე II-ის დავალებით გაემგზავრა კავკასიაში, სადაც მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთის ომში, არმიის სარდლის გენერალ-პორუჩიკ ვალერიან ზუბოვის თანაშემწედ. დანიშნული იყო ბაქოს კომენდანტად. 1796 წლის 29 ნოემბერს დაინიშნა სუზდალის 62-ე ქვეითი პოლკის შეფად. 1797 წლის 13 ოქტომბერს ჯანმრთელობის გამო დატოვა სამსახური.


ალექსანდრე I-ის ტახტზე ასვლისთანავე ციციანოვი აგრძელებს სამხედრო კარიერას. 1801 წლის 15 სექტემბერს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. 1802 წლის 8 სექტემბერს კავკასიაში დაინიშნა, კავკასიის სასაზღვრო ხაზის ინსპექტორად, ასტრახანის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს გუბერნიის მთავარსარდლად. 4 დეკემბერს ჩავიდა გიორგიევსკში, სადაც 26 დეკემბერს ხელი მოეწერა ტარკის სამაშხლოსთან, ავარიის სახანოსთან, დერბენტის სახანოსთან, ტალიშის სახანოსთან, თაბასარანის სამაისუმოსთან და ყაიტაღის უმციის მმართველებთან. 


რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ქართლ-კახეთისთვის ერთ-ერთ საშიშროებას წარმოადგენდა საინგილოს ტერიტორიაზე ბელაქანში გამაგრებული ლეკები, რომლებიც დროდადრო აწიოკებდნენ კახეთის მოსახლეობას, გადაწყდა რომ ბელაქანი გაენთავისუფლებინათ ლეკებისაგან და დაებრუნებინათ კახეთის იურისდიქციაში. 4500 ქართველ მოხალისეთა რაზმი ციციანოვის მეთაურობით შეუერთდა რუსეთის არმიას. 1803 წლის 9 მარტს ბელაქანი და ქალაქი ჯარი აღებულ იქნა, ხოლო 12 აპრილს ჯარო-ბელაქნის მხარე რუსეთს ტერიტორიად გამოცხადდა. აღნიშნული ლაშქრობის გამო ციციანოვმა ალექსანდრე ნეველის ორდენი დაიმსახურა.


1803 წლის 22 ნოემბერს ციციშვილი დაიძრა განჯის დასაპყრობად და 1804 წლის 3 იანვარს წარმატებით აიღო ქალაქი და მას უწოდა ელიზავეტპოლი. ასე დაარსდა ელიზავეტპოლის მხარე, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისათვის. განჯის აღებისათვის ციციშვილი დააჯილდოვეს ალექსანდრე ნეველის მედლით, ხოლო ქვედა ეშელონები დაასაჩუქრეს ფულადი ჯილდოებით. სწორედ ამ უკანასკნელთა შემოწირულობით აშენდა სიონის წინ ახალი სამრეკლო, ნიშნად იმისა რომ აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას ყველაზე დიდი როლი განჯელებმა შეასრულეს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეოდალური ზედაფენა დიდ იმედებს ამყარებდა ძველი ქართული ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელზე („ჩვენებური თავადიშვილი“). რუსეთის ხელისუფლებისათვისაც რუსეთის სამსახურში დიდხანს ნამყოფი ქართული წარმომავლობის მოხელის კანდიდატურა სავსებით მისაღები იყო. 


ციციანოვი ნათესავადაც ეკუთვნოდა გიორგი XII-ის მეუღლეს, მარიამ დედოფალს, მაგრამ გარუსებული გენერლისთვის ამას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა.  

რუსეთის მთავრობა და ციციანოვი ქართლ-კახეთის საშინაო განხეთქილების მიზეზად მიიჩნევდნენ ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრთა მოქმედებას და ადგილზე რუსული მმართველობის მოუწესრიგებლობას. ალექსანდრე I-ის დავალებით ციციანოვი შეუდგა ბატონიშვილების დაყოლიებას რუსეთში გადასახლებაზე, მაგრამ მათ სამშობლოს დატოვება არ სურდათ. მაშინ ციციანოვმა ძალას მიმართა და 1803-1805 წლების განმავლობაში საქართველოს  სამეფო სახლის წევრები, თითქმის მთლიანად, რუსეთს გადაასახლა. 

პავლე ციციანოვს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სამეგრელოსა და იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების ორგანიზებაში. 1803 წელს გრიგოლ დადიანთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია იმას, რომ ოდიშის სამთავრო რუსეთის მფარველობაში შევიდა; სოლომონ II-სთან  დადებული ელაზნაურის შეთანხმებით 1804 წელს რუსეთის მფარველობაში  შევიდა იმერეთის სამეფოც; რუსეთ-ირანის ომის (1804-1813 წწ.) დროს 1804-1805 წლებში ციციანოვის ხელმძღვანელობით რუსეთის ჯარმა მოიგერია ირანის ტახტის მემკვიდრის აბაზ-მირზას შემოტევა; მანვე, 1805 წელს რუსეთის იმპერიას შემოუერთა შაქის, ყარაბაღისა და შირვანის სახანოები. 1804 წლიდან ციციშვილი ატარებდა ინფანტერიის გენერლის წოდებას.

„მრისხანე მთავარი“, მართალია, უმთავრესად ძალადობა-დაშინების გზით მოქმედებდა, მაგრამ ხშირად დიპლომატიური მანევრითაც აღწევდა მიზანს. მან მკაცრად შეაფასა რუსეთიდან გამოგზავნილი უღირს მოხელეთა საქმიანობა საქართველოში და იმპერატორს მათი გაწვევა ურჩია. ამასთანავე ქართული სამეფოს ყოფილი მოხელე-თავადებიც მოიმადლიერა: მისი წარდგინებით მათ დაენიშნათ პერსონალური პენსიები და მიენიჭათ წოდებები. დროებით უკვე გაუქმებული მოურავის ინსტიტუტიც აღადგინა, რითაც შემოირიგა მრავალი განზე გამდგარი ქართველი თავადი. პავლე ციციანოვის ინიციატივით შეიქმნა დებულება სათავადაზნაურო საგუბერნიო კრების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სამ წელიწადში ერთხელ გუბერნიისა და მაზრების  თავადაზნაურთა წინამძღოლების არჩევას.

ქართული საზოგადოების რუსულ მმართველობასთან  დაახლოების მიზნით, ციციანოვის დროს დაიწყეს რუსული კანონების ქართულ ენაზე თარგმნა. იგი ზრუნავდა საქართველოში რუსული საგანმანათლებლო სისტემის დანერგვაზე. რუსული ენის შესასწავლად მოითხოვდა სკოლის გახსნას, სახელმძღვანელოებს და მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლების გამოგზავნას. საინტერესოა ისიც, რომ ციციანოვის პროექტში რუსულთან ერთად სავალდებულოდ იყო მიჩნეული ქართულის შესწავლაც. ითხოვდა, რომ წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის დაფინანსებით რუსეთის უნივერსიტეტებში გაეგზავნათ სწავლის გასაგრძელებლად.

პავლე ციციანოვის ინიციატივით 1803 წელს საქართველოში გაიხსნა კეთილშობილთა პანსიონატი; მის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყანაში საგზაო და საფოსტო კომუნიკაციების მშენებლობა; სელის, მატყლისა და ტყავის  გადამამუშავებელი საწარმოების დაარსება; აფთიაქის გახსნა (1804); აღა- მაჰმად ხანის დროს  განადგურებული თბილისის სტამბის აღდგენა; თეატრის გახსნა.

ციციანოვმა აღწერა თბილისის მოსახლეობა; საფუძველი ჩაუყარა მოსახლეობისგან დაცლილ ადგილებზე იმპერიისთვის კეთილსაიმედო ელემენტების ჩასახლებას; მის დროს შემოიღეს საქართველოში პროკურორის თანამდებობა, რათა განხორციელებულიყო კონტროლი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებზე.

მიუხედავად იმისა, რომ პავლე ციციანოვის საქართველოში ყოფნას მრავალი სასარგებლო წამოწყება მოჰყვა, იგი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც რუსული რეჟიმის განმტკიცებისათვის თავდადებული მებრძოლი.

გენერალი ციციანოვი სალიტერატურო საქმიანობითაც იყო დაკავებული. ჯერ კიდავ ცამეტი წლისამ თარგმნა ფრანგულიდან წიგნი სამხედრო საინჟინრო საქმეზე; ასევე წერდა ორიგინალურ თხზულებებს და ლექსებსაც; თარგმნიდა (ხშირად ძმასთან, ეგორთან ერთად) ევროპულ სამხედრო თეორეტიკოსებს, აგრეთვე, პიესებს, რომლებიც იდგმებოდა რუსეთის სხვადასხვა სცენაზე.

1806 წლის დასაწყისში ბაქოს სახანოზე კონტროლის დამყარების მიზნით ციციანოვმა მოაქცია ბლოკადაში ქალაქი ბაქო. 1806 წლის 8 თებერვალს ბაქოს ხანი - ჰუსეინ-ყული ხანი დათანხმდა თავი დამარცხებულად გამოეცხადებინა და ბაქო რუსებისთვი გადაეცა. იმავე დღეს მასთან, პოდპოლკოვნიკ კნიაზ ელიზბარ ერისთავთან და ერთ კაზაკთან ერთად, მოსალაპარაკებლად მისული ციციანოვი ბაქოს ციხის მისადგომებთან ცეცხლსასროლი იარაღით მუხანათურად მოკლეს. დახოცეს მისი თანმხლები პირებიც. უმეთაუროდ დარჩენილი რუსეთის არმია იძულებული შეიქმნა უკან დაეხია.

ჰუსეინ-ყული ხანმა ციციანოვის მოკვეთილი თავი სპარსეთის შაჰს გაუგზავნა, მაგრამ შაჰის ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა, 1806 წლის ოქტომბერში რუსეთის არმია კვლავ მიადგა ბაქოს, ბაქოს ხანი აპარსეთში გაიქცა, ხოლო ბაქოს სახანო შეუერთეს რუსეთს.

1806 წელს პავლე ციციანოვი დაკრძალეს ბაქოს ციხის ეკლესიაში, 1811 წელს კი მისი ცხედარი გადმოასვენეს თბილისის სიონში.

1846 წელს ციციანოვის მკვლელობის ადგილას შემახის კარებიდან 100 მეტრში, საფუძველი ჩაეყარა ციციანოვის მეომორიალ-ობელისკს. 1848 წლის 4 მაისს მიხეილ ვორონცოვის ბაქოში სტუმრობის დროს მემორიალი საზეიმოდ გახსნეს. ძეგლის ირგვლივ მოეწყო სკვერი, რომელიც ციციანოვის სახელს ატარებდა. საბჭოთა პერიოდში მემორიალი გაანადგურეს. დღესდღეობით აღნიშნულ ადგილზე დარჩა მხოლოდ სკვერი.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/პავლე_ციციანოვი

2. https://qim.ge/pavle%20cicianovi.html 

3. ქუთათელაძეზურაბპავლე ციციანოვი (1754-1806) : რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.174-175.

4. მახათაძე ნინო. პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი // მახათაძენინოქართული კულტურის კერა პეტერბურგში. XVIII-XIX სს.. - თბ., 1967. - გვ. 80-87.

ციციშვილები — ფეოდალური საგვარეულო საქართველოშიფანასკერტელების ჩამომავლები. მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ბაგრატ V-ს ტაოდან ქართლში გადმოუსახლებია ფანასკერტის მფლობელი ზაზა და მძოვრეთის ხეობაში (მდ. ძამაზე) მამულები უბოძებია. მის განაყოფთ მამულები ნიჩბისში მიუღიათ. შემდეგ ზაზამ ნასისხლად მიიღო ორბოძლელთა მამულები ხვედურეთში. მისი ერთ-ერთი მემკვიდრე, თაყა, მეფე ალექსანდრე I-ის დაახლოებული პირი იყო. ვახტანგ IV-ის გამეფების შემდეგ თაყას ურთიერთობა მეფესთან გამწვავდა. მან თავი შეაფარა და ყმად გაუხდა მეფის ძმას, დიმიტრის. თაყას მემკვიდრეები ერთგულად ემსახურებოდნენ მეფე გიორგი VIII-ს, ებრძოდნენ მის წინააღმდეგ აჯანყებულ ბაგრატს (შემდგომ ბაგრატ VI). ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ ისინი ქართლის მეფე კონსტანტინეს ერთგულობდნენ. ამ დროისათვის ჩამოყალიბდა მათი სათავადო1467 წ., ჯერ კიდევ უფლისწულობაში კონსტანტინემ ზაზა (II) ფანასკერტელს გაუახლა მამულების მფლობელობა და დამატებით უბოძა უფლისციხექვახვრელი და კარალეთი ეკლესიითურთ; უფრო გვიან კი ზაზას შვილს, ციცის, თავადობა უბოძა. ციცის შთამომავლები უკვე ციციშვილებად იწოდებოდნენ, მათი სათავადო კი - საციციანოდ. მე-18 საუკუნეში ციციშვილებს მამულები ჰქონდათ ხვედურეთში, ძამისა და გუჯარეთის ხეობებში, გვერდისძირშირუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ციციშვილები კეთილშობილთა რიგებში აღირიცხნენ და შესაბამისი პრივილეგიებით სარგებლობდნენ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 09.02.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0