სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
4.1 კონსტანტინე II  1466 -1478 წწ. ქართლის მეფე  XV-XVII საუკუნე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

515       ბეჭდვა

4.1 კონსტანტინე II 1466 -1478 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

კონსტანტინე II (გ. 1505) — ქართლის მეფე 1478/1479-1505 წწ., ალექსანდრე I დიდის ძის დემეტრეს (დიმიტრის)ვაჟი. 1465 წელს ბიძასთან, მეფე გიორგი VIII-თან, ერთად ტყვედ ჩაუვარდა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II-ს. ტყვეობიდან გამოქცეული კონსტანტინე II ქუთაისში გამაგრდა, მაგრამ ხელისუფლებას ვერ დაეუფლა და 1466 წელს საქართველოს მეფედ თავი გამოაცხადა ბაგრატ VI-მ. ამავე დროს ტყვეობიდან განთავისუფლებული გიორგი VIII, რომელმაც ბაგრატ VI-თან ბრძოლა წააგო, კახეთში გადავიდა და საფუძველი დაუდო კახეთის სამეფოს დამოუკიდებელ არსებობას. 1468 წელს კონსტანტინე II იძულებული გახდა ეცნო ბაგრატ VI-ის მეფობა. თუმცა თავის თავს მაინც მეფეს უწოდებდა 1466 წლიდან ჩანს, ამას ქართლ-იმერეთში ბაგრატ VI-ის მეფობის დროს (1466-1478 წწ.) სამეფოს გარკვეულ ტერიტორიაზე ძალაუფლება ჰქონდა, ე.ი. ეს იყო ორმეფობის დრო. 1478 წელს, როდესაც ბაგრატი გარდაიცვალა კონსტანტინე II-მ სძლია ბაგრატ VI-ის ძეს ალექსანდრეს და ქართლ-იმერეთის ტახტს დაეპატრონა. 1483წელს კონსტანტინე II არადეთთან დაამარცხა ყვარყვარე II-მ, ამით ისარგებლა ალექსანდრე II-მ და 1484 წელს თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა. 1487 წელს კონსტანტინე II-მ ქუთაისიდან განდევნა, მაგრამ ქართლში იაყუბ-ყაენის შემოსევის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა იმერეთი, რომელსაც კვლავ ალექსანდრე II დაეუფლა (1489 წ.). 1490-იანი წლების დასაწყისში კონსტანტინე II-მ ცნო ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებად საქართველოს დაშლის ფაქტი, თუმცა ამის შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას ერთიანი სამეფოს აღსადგენად და ოსმალეთ-ირანის აგრესიის წინააღმდეგ. ამ მიზნის მისაღწევად 1492-1496 წლებს შუა მან ხუცესი ნილოსი გაგზავნა დესპანად კაიროში ეგვიპტის მამლუქ სულთან აშრაფ სეიფ ალ-დინ კაიტბეისთან, აგრეთვე რომის პაპთან და ესპანეთის მეფესთან. მაგრამ კონსტანტინე II-ის ცდას შედეგი არ მოჰყოლია.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0