სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12139

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ჰუჯაბი, ხუჯაბი ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი  XII-XIII სს. ახქერფი მარნეული ქვემო ქართლი ჰუჯაბი, ხუჯაბი ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი  XII-XIII სს. ახქერფი მარნეული ქვემო ქართლი ჰუჯაბი, ხუჯაბი ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი  XII-XIII სს. ახქერფი მარნეული ქვემო ქართლი ჰუჯაბი, ხუჯაბი ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი  XII-XIII სს. ახქერფი მარნეული ქვემო ქართლი ჰუჯაბი, ხუჯაბი ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი  XII-XIII სს. ახქერფი მარნეული ქვემო ქართლი
ბმულის კოპირება



მარნეული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

140       ბეჭდვა

ჰუჯაბი, ხუჯაბი ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი XII-XIII სს. ახქერფი მარნეული ქვემო ქართლი

ხუჯაბი ან ჰუჯაბი — ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი. მდებარეობს საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ახლანდელი სოფელ ახქერფის მახლობლად.

ნაგებობათაგან აღსანიშნავია XIII საუკუნის I ნახევრის ტაძარი. პროპორციებით, დეკორატიული მორთულობითა და სტილისტიკური ნიშნებით მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეების მიჯნისა და XIII საუკუნის I ნახევრის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფს (ბეთანიაქვათახევიფიტარეთიწუღრუღაშენი (ძვ. გუმბათი), ახტალა და სხვა). გუმბათის ყელი უხვადაა მოჩუქურთმებული. გარედან შემოსილია ოქროსფერი და ღვინისფერი ქვით. შიგნით მოხატულია, შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები. მონასტრის ტერიტორიაზე არის სხვა ნაგებობათა ნაშთებიც.

ქტიტორული წარწერა ტაძრის კედლიდან XIX საუკუნეში წაუშლიათ სომხებს.

ხუჯაბის ტაძრი საქართველოსა და სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ტერიტორიული კუთვნილება საკამათო გახდა მას შემდეგ, რაც 2005 წელს ტელეკომპანია „მზის“ გადამღებ ჯგუფს, რომელიც ხუჯაბის კადრებს იღებდა, ცეცხლი გაუხსნეს სომეხმა მესაზღვრეებმა. როგორც გაირკვა, ხუჯაბის ტაძარს სომხური მხარე თავის სახელმწიფო საზღვრებში მოიაზრებს და, შესაბამისად, მესაზღვრეებმა გადამღები ჯგუფი საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის კანონდამრღვევებად ჩათვალეს. ქართულ მედიაში გავრცელდა სტატიები, რომელთა მიხედვითაც საზღვარი მესაზღვრეებმა უკანონოდ გადმოწიეს სომხეთის სასარგებლოდ, რის შედეგადაც ხუჯაბი სომხური კონტროლის ქვეშ მოექცა; ზოგიერთი წყარო ასახელებს 300 მეტრს, ზოგი კი 400-ს.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ხუჯაბის ტაძარი საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და სომხეთს შორის რაიმე სახის ხელშეკრულება საზღვრის გადაწევასთან დაკავშირებით ოფიციალურ დონეზე არ გაფორმებულა.

ჰუჯაბი (ხუჯაბი) ივ. ჯავახიშვილის განმარტებით არაბული სიტყვაა და მრავლობითი რიცხვია სიტყვიდან ჰაჯიბი (ხაჯიბი), რაც ეჯიბს - მეკარეს, კარის მცველს ნიშნავს.


ჰუჯაბის მონასტერი
ხუჯაბის, ანუ იმავე ჰუჯაბის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქართული მონასტერი მდებარეობს საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ახლანდელი სოფ. ახქერფის მახლობლად. ნაგებობათაგან აღსანიშნავია XIII ს–ის ნახევარში აგებული ტაძარი. პროპორციებით, დეკორატიული მორთულობითა და სტილისტიკური ნიშნებით მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეების მიჯნისა და XIII ს-ის | ნახევრის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი (ძვ. გუმბათი), ახტალა და სხვ.). გუმბათის ყელი უხვადაა მოჩუქურთმებული. გარედან შემოსილია ოქროსფერი და ღვინისფერი ქვით. შიგნით მოხატულია, შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები. მონასტრის ტერიტორიაზე არის სხვა ნაგებობათა ნაშთებიც. ჰუჯაბი (ხუჯაბი), ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, არაბული სიტყვაა და მრავლობითი რიცხვია სიტყვისა ჰაჯიბი (ხაჯიბი), რაც ეჯიბს მეკარეს, კარის მცველს ნიშნავს. პირველად ქართულ წყაროებში ძეგლი გვხდება 1721 წლის ხალხის აღწერის დავთარში, სადაც აღნიშნულია ხუჯაბის ქორის ბუდე. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „..არს მონასტერი ჰუჯაბისა, გუნბათიანი, კეთილს ადგილს და აწ ცალიერ არს“. სოფლების სიაში ვახუშტი ამ სახელწოდების სოფელსაც იხსენიებს  „უჯაბი“, რომელიც მოქცეულია სოფ. ხანძუტსა და ჯარმეჩებს შორის. როგორც ჩანს, ჰუჯაბის მამათა მონასტერი დაცარიელდა მტრის აურაცხელი შემოსევის შედეგად. სამონასტრო კომპლექსი უახლოესი სოფლიდან 1 კმ-ში, ლალვარის მთის ძირში მდებარეობს. გარედან მას გალავანი ერტყა, რომლის შიგნით სხვადასხვა ნაგებობათა კვალია: კელიები, სატრაპეზო და სამეურნეო დანიშნულების სხვა ნაგებობანი. გალავნის შესასვლელთან მეორე დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევებიცაა, თარიღდება V-VI საუკუნეებით. იგი დარბაზული ტიპის ყოფილა. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ძეგლი ადრეფეოდალური ხანას განეკუთვნება. შირიმის ქვა, რომლითაც იგი არის ნაშენი, იქვე ხეობაში 1 კმ–ში მოიპოვება. 
20-1  საპატრიარქოს უწყებანი N20 21-27მაისი 2015წ გვ.17
ჰუჯაბის მონასტერი (გაგრძელება)
სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს, ფოლადაურის მარჯვენა ნაპირას, ორი ხევის შესაყარში ნასოფლარია და იქვეა ნაეკლესიარიც (10/4მ.). მიიჩნევა, რომ აღნიშნული არის ჰუჯაბის ნასოფლარი. იქვე გადიოდა სატრანზიტო გზა, რომელსაც მგლის კარის უღელტეხილით გადავყავდით ლორე-ტაშირში. კპტიტორული წარწერა ტაძრის კედლიდან XIX ს-ში სომხებს წაუშლიათ. 1902 წელს ერევნის გუბერნიაში, ალექსანდროპოლის მაზრაში, ბოდბის მონასტრის მორჩილმა ნატალია კისლოვამ დააარსა აგინის წმ. სერაფიმე საროველის სახელობის დედათა სკიტი, სადაც რამდენიმე მორჩილთან ერთად დასახლდა და მოღვაწეობა დაიწყო. შემდგომში მან აღმოაჩინა მიტოვებული და გავერანებული ხუჯაბის მონასტერიც და გადაწყვიტა აქ დედათა მონასტერი დაეარსებინა. 1905 წლიდან იგი მის განახლებას შეუდგა. თავდაპირველად განაახლა პატარა დარბაზული ეკლესია, რომელიც 1910 წელს აკურთხა წმ. ნინოს სახელზე ქართლ-კახეთის მონასტრების მთავარხუცესმა, არქიმანდრიტმა ანტონმა (გიორგაძე, შემდგომში ქუთათელი მიტროპოლიტი). 1914 წელს შედგენილ მონასტრის მცირე ისტორიაში წერია: „ხუჯაბის ივერიის უდაბნო, V-VI სს. 1910 წელს განაახლა მონაზონმა ინოკენტიამ (ერში ნატალია კისლოვა). კომპლექსში შედის ორი ეკლესია, რომელთა აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. დიდი ტაძარი არ განახლებულა ჯერჯერობით და იქ მსახურება არ ტარდება. განახლებულია მეორე პატარა ეკლესია, სადაც ტარდება წირვალოცვა. მონასტერთან აშენებულია წინამძღვრის სახლი, ასევე ექვსი ხის კელია, ორი-სამ ოთახიანი, სადაც მონასტრის წევრები ცხოვრობენ. ფულადი შემოსავალი მონასტერს არ აქვს. მონასტრის ეზო არის დაახლ. 1000 კვ. საჟენი მიწა. მინდვრები, ტყეები და სხვ. ადგილები არ გააჩნია. იქვე ახლოს თავადმა იოანე ალექსანდრეს ძე მელიქიშვილმა მონასტერს შეწირა 2 დესიატინა მიწა, რომელსაც დედები საბოსტნედ ამუშავებენ. გეგმა ამ მიწისა დამტკიცებულია და ინახება საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში. მონასტრის შტატი დამტკიცებული არ არის. შემოსავალ-გასავლის წიგნის აღწერა დაიწყო 1914 წლიდან. არ აქვს თავისი ბეჭედი, სკოლები, ქსენონები და რაიმე სხვა ამდაგვარი დაწესებულება. მონასტერში არ ინახება სიწმიდეები, არ მოიპოვება სასწაულთმოქმედი ხატები და ძველი ხელნაწერები. ცენტრიდან დაშორებულია 90 ვერსით. მონასტერზე მიწერილია აგინის წმ. სერაფიმე საროველის სკიტი, რომლის ტაძარიც იკურთხა 1911 წლის 8 მაისს ერევნის ეპისკოპოს პიმენის (პეგოვი) მიერ. სკიტში არის ორი სახლი, რომელშიც 7 მორჩილი ცხოვრობს“. იქვე ჩამოთვლილია მონასტრის კრებულის სია. წინამძღვარი, იღუმენია ინოკენტია ერში ნატალია იეროთეოზის ასული კისლოვა, დაიბადა 1872 წელს, ხარკოვის გუბერნიაში, სტარობელის მაზრაში, დაბა წმ. დიმიტროვში გლეხის ოჯახში. 1894 წლის 22 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა და ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მიიღეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მან წამოიწყო ჯერ აგინის სკიტის, შემდეგ კი ხუჯაბის დედათა მონასტრის განახლება. 1910 წლის 24 ოქტომბერს მონაზვნად აღკვეცეს, სახელად'ინოკენტია ეწოდა და ხუჯაბის მონასტრისა და აგინის სკიტის მმართველად დაინიშნა. 1916 წელს იღუმენიას წოდება მიენიჭა. მონასტრის წევრები იყვნენ: მორჩილი მარიამ კონსტანტინეს ასული სოლოვიევა (1894-1971), საქართველოში დაბადებული, ქ. ბოლნისიდან, იგი ინოკენტიას შემდეგ მონასტრის წინამძღვარი გახდა და კომუნისტებისგან მრავალი ტანჯვა-წამება გადაიტანა; მორჩილი ელისაბედ სამუელის ასული ოსტაპინკოვა, მორჩილი ელენე იოანეს ასული ჩიჩენევა, მორჩილი ეკატერინე ისაიას ასული სმოტროვა, მორჩილი ევდოკია მიხეილის ასული იმოშენკოვა, მორჩილი ელენე დიმიტრის ასული შახმატოვა, მორჩილი ეფროსინია თეოდოტეს ასული შახმატოვა, მორჩილი სოფიო იოანეს ასული გორბანევა, მორჩილი ანასტასია ტიმოთეს ასული შინიაკოვა, მორჩილი ნატალია დიმიტრის ასული ჟუროვი, მორჩილი პარასკევა ვასილის ასული ვორონინა, მორჩილი პელაგია ექვთიმეს ასული ვაკულენკოვა, მორჩილი ევდოკია მაკარის ასული ვორონინა, მორჩილი მარიამ ვასილის ასული სვისტულა, მორჩილი ხარიტინა პეტრეს ასული ბელოვიტსკაია, მორჩილი მარიამ მირონის ასული სიდორენკო, მორჩილი ანასტასია დიმიტრის ასული ჩერნიშოვა, მორჩილი ევლამპია ისაიას ასული ნიკულინა, მორჩილი ევდოკია ნიკოლოზის ასული კოლესნიკოვა. 1916-1917 წლებში ხუჯაბის მონასტერში მწირველი მღვდელი იყო ალექსანდრე დავითაშვილი, რომელიც 1917 წლიდან ნაძალადევში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამ მონასტერმა 1935 წლამდე იარსება. დედათა მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია პავლას ნაამბობიდან ირკვევა, რომ 1935 წელს ჰუჯაბის მონასტრიდან დედები გაურკვეველი მიზეზით განდევნეს, მათ იქვე არსებულ სოფელ ახკერფში შეაფარეს თავი და იქ დამკვიდრნენ. ერთ-ერთ საცხოვრებელში მოაწყვეს სამლოცველო. 1988 წლის 19 ოქტომბერს იღუმენია პავლა სსსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის რწმუნებულთა საბჭოს თავჯდომარეს კ. მ. ხარჩევს წერდა: „ხუჯაბის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, მარნეულის რაიონში სომხეთის საზღვართან ახლოს. როდესაც მე ამ მონასტერში მივედი, იქ დამხვდა 30 მონაზონი. იარსება ამ მონასტერმა 1935 წლამდე. ამ წელს, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, სომხეთის სსრ სტეფანავანის რაიონის აღმასკომის თავჯდომარემ ბერბიანმა მოაწყო მონასტრის დარბევა, გამოდევნა იქიდან ყველა მონაზონი და მხოლოდის გამოგვატანა, რაც ტანთ გვეცვა. მთელი მონასტრის ქონება იქ დარჩა. მე დეტალურად მახსოვს რაც იყო იქ. მაგ: 50 ფრინველი, 8 ცხენი, 8 ძროხა გერმანული ჯიშის და სხვ. ასევე ეზოში გვქონდა ახლად მოტა- 
20-2  საპატრიარქოს უწყებანი N20 21-27მაისი 2015წ გვ.18
ჰუჯაბის მონასტერი (გაგრძელება)
ნილი ხის მასალა, რომლითაც მონასტერი უნდა გაგვერემონტებინა. მათ გაძარცვეს მონასტრის სალარო, გაიტაცეს ხატები, საეკლესიო წიგნები, ვერცხლის ინვენტარი, ჯვრები და მოოქროვილიი ნივთები. ცალკე მინდა გამოვყო მონასტრის სიწმინდე, ივერიის ღვთისმშობლის ხატი ყრმა იესოთი, რომელიც სპეციალურად ამ მონასტრისთვის დაიწერა და ჩამოტანილ იქნა იერუსალიმიდან. იყო მოოქროვილი. ზომა 1.0/0,7მ. ამჟამად ეს ხატი ინახება სომხეთში, სტეფანავანის რაიონის დაბა კიროვის ეკლესიაში. ხატს ღვთისმშობლის მარჯვენა მხარეს აქვს ნატყვიარი, რომელიც მონასტრის დარბევის დროს ურწმუნოებმა განახორციელეს. დარბევის შემდეგ ჩვენ დავსახლდით სოფ. ახკერფში. დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ხუჯაბის მონასტერი საქართველოს ტერიტორიაა და სომხეთის წარმომადგენლის მოქმედება სავსებით არაკანონიურია. კიდევ უფრო გაუგებარია იმ სომხების საქციელი, რომლებიც არ გვაძლევენ უფლებას შევიდეთ მონასტრის ტერიტორიაზე, ეს მაშინ, როცა სტეფანავანის ამჟამინდელი ხელისუფლება უარყოფს, რომ კომპლექსი მათ ტერიტორიაზე იმყოფება. ეს მონასტერი რომ საქართველოს ტერიტორიაა, მტკიცდება სპეციალური კვიტანციით, რომელიც გაცემული თავის დროზე შესაბამისი ორგანოებისგან. ეს საბუთი დაწერილი მეფის რუსეთის დროს და ბოლოში მითითებულია მისამართიც, სადაც მარნეულის რაიონის ნაცვლად წერია ბორჩალოს მაზრა, რადგან ამ ტერიტორიას მაშინ ასე უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ორი თხოვნა: 1) დაგვეხმარეთ, რათა დავუბრუნდეთ ჩვენს ძველს სამყოფელს, ხუჯაბის მონასტერს; 2) გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაგვიბრუნეთ მონასტრის მთავარი სიწმინდე, ღვთისმშობლის ხატი. გფარავდეთ ღმერთი და გეწეოდეთ ყველა თქვენს კეთილ წამოწყებაში“. 1985 წლის 15 ოქტომბერს ახკერპის რუსული მონასტრის დედათა კრებული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის რწმუნებულთა საბჭოს თავჯდომარეს, ბატონ ანზორ ნიკოლოზის ძე წიკლაურს სთხოვდა, რომ სოფ. ახკერფში ცხოვრებდა 9 მონაზონი და ასრულებდნენ მსახურებას, ისინი აღიარებდნენ საბჭოთა კანონმდებლობას და ითხოვდნენ ოფიციალურად რეგისტრაციაში გატარებას. იქვე მოყვანილია მათი სია: 1) დზუბა პროსკოვია ტიმოთეს ასული –- იღუმენია პავლა, 1893წ.; 2) ნაუმოვა ტაისია ივანეს ასული 1923წ.; 3) სუხოვა ევდოკია ტიმოთეს ასული 1928წ.; 4) მატაე– ვა მალვინა ვასილის ასული 1942წ.; 5) ხარაბაროვა ოლღა აგოკის ასული 1914წ.; 6) ჟდანოვა ლუბოვი ალექსის ასული 1924წ.; 7) ნაროდა ანტონინა იოანეს ასული 1926წ.; 8) ჟდანოვა ლუბოვი ნიკიტას ასული 1926წ.; 9) ბალაბუნოვა ნინო იოანეს ასული 1926წ. 1986 წლის 14 ნოემბერს სტეფანავანის რაიონის აღმასკომის თავჯდომარე რ. მირზოიანი იღუმენია პავლას წერდა: „გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ ნახსენები ხუჯაბის მონასტერი არ მდებარეობს სტეფანავანის რაიონში და ამიტომ თხოვნაზე, დაუშვათ მორწმუნეთა ჯგუფები ხუჯაბის მონასტერში, ჩვენს უფლებებში არ შედის“. 1987 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა რევაზ ჯაფარიძის ვრცელი სტატია სათაურით: „ქანდარაზე ეშმაკი ზის“, რომელშიც ბევრი საგულისხმო მოვლენაა აღწერილი. იქვე მოყვანილია ერთი ასეთი ამბავი, რომელიც „უპატრონო ეკლესიას“ ეხება. 1988 წლის 20 იანვარს ამ სტატიასთან დაკავშირებით ბატონმა მიხეილ ვარაზაშვილმა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციას თავისი მოსაზრებაც გაუზიარა, რომელშიც ვკითხულობთ: „მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფ. ახკერპიდან 800 მეტრის დაშორებით, საქართველოს რესპუბლიკის საზღვრების ფარგლებში, მდებარეობს ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი. თვით სოფ. ახკერპამდე თბილისიდან 97 კილომეტრია. აი, როგორ მოიხსენიებს ქართველების მიერ ნაგებ ხუჯაბის მონასტერს ვახუშტი ბატონიშვილი: „ამას ზევით არის მონასტერი ჰუჯაბისა, გუმბათიანი, კეთილს ადგილსა და აწ ცალიერ არს („ქართლის ცხოვრება“ ტ.IV, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ 1 977წ. გვ. 311). იმას, რომ ხუჯაბის (იგივე ჰუჯაბის) სამონასტრო კომპლექსი დღეისათვის საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებშია ადასტურებს „საქართველოს სსრ. ატლასი“ (საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტი, თბ. 1964წ. რუკა 267-268). ამ ატლასის მტკიცების ღირსება მდგომარეობს იმაში, რომ რესპუბლიკის საზღვრები მასში დადგენილია სსრკ სახელმწიფო გეოლოგიური კომიტეტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს კარტოგრაფიული მონაცემების საფუძველზე და არა საქართველოს ან სოხეთის მასალების გამოყენებით. იგივეს ადასტურებენ „საქართველოს სსრ კულ- 
20-3  საპატრიარქოს უწყებანი N20 21-27მაისი 2015წ გვ.19
ჰუჯაბის მონასტერი (გაგრძელება)
ტურის ძეგლების“ ცნობარი; “ „საქართველოს სსრ“ რუკა „ქართული არქიტექტურის ძეგლები“ 1981წ. გვ. 272-273; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. 11, გვ. 521; სტტია „ხუჯაბი“ რუსუდან მეფისაშვილი, ვახტანგ ცინცაძე „ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესიები“, ლიაფციგი, 1987წ. გვ. 314-315, გერმანულ ენაზე. უნდა აღინიშნოს, რომ კომპლექსის გუმბათიანი ეკლესიის პროპორციები და ფორმები დამახასიათებელია ქართული საკულტო არქიტექტურისათვის. ამ XIII ს-ის ტაძრის დასავ- ლეთის კედელი კი შემკულია განუმეორებელი ქვაზე ნაკეთები ქართული ჩუქურთმებით. ხუჯაბის მონასტრის ქართული წარმოშობის საკითხს მტკიცება, ეტყობა, არა სჭირდება. რაც შეეხება მის მდებარეობას საქართველოს სსრ საზღვრების ფარგლებში, მინდა მოვიყვანო კიდევ ორი საბუთი, შესაძლოა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. მე მხედველობაში მაქვს ო. ს. ეგიზარიანის წიგნი „ალავერდის რაიონის კულტურის ძეგლები (გზის მაჩვენებელი)“ სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული არქიტექტურის საქმეთა სამმართველო, არქიტექტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტი, ერევანი, 1952წ. რუსულ და სომხურ ენაზე. წიგნი სომეხთა ავტორებისათვის ჩვეული სიყალბითაა დაწერილი და მის განხილვით თავს არ მოგაწყენთ, ხოლო ერთს კი აღვნიშნავ: მიუხედავად ცნობარის ტენდენციურობისა და სიცრუისა, მასში ხუჯაბის მონასტერი მოხსენებული არ არის, რაც იმას მოწმობს, რომ ავტორის მტკიცე აზრით, ხუჯაბის მონასტერი არ მდებარეობს სომხეთის სსრ ტერიტორიის თანამედროვე საზღვრების ფარგლებში. ვიცნობ აგრეთვე „საბჭოთა სომხეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების ილუსტრირებულ რუკას -- გზის მაჩვენებელს“. იგი გამოცემულია რუსულ ენაზე 1970 წელს, სომხეთის სსრ სახმშენის კულტურის ძეგლების სარესტავრაციო სპეციალური სამეცნიერო-საწარმოო სახელოსნოს მიერ, მთლიანად, ერთ დიდ ფორმატის ფურცელზე, ორივე მხარეზე წარწერებითა და დასურათებით. თუმცა, ესეც იგივე ჩვეული პრეტენზიულობითა და სიყალბითაა შექმნილი, მაგრამ ხუჯაბის მონასტერი არც აქაა ნახსენები, ალბათ იგივე მოსაზრებით. რუკის შემდგენელი და დამსურათებელია გრიგორ ავაქიანი. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამავე აზრისაა გამომცემი ორგანიზაცია, სახელდობრ, სომხეთის სსრ სახმშენიც. ამრიგად არც სომხური წყაროები უარყოფენ იმას, რომ ხუჯაბის მონასტერი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ყოველ შემთხვევაში არც ერთი ჩემთვის ნაცნობი სომხური წარმოშობის საბუთი საწინააღმდეგოს არაფერს ასახავს. შემდეგ მოგახსენებთ მთავარს, სახელდობრ ხუჯაბის მონასტერთან დაკავშირებულ სავალალო მოვლენების შესახებ. ადრე იგი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული ქართველი ბერებით, მხოლოდ შემდეგში დაცარიელებულა მტერთა ურდოების გაუთავებელ შემოსევების შედეგად. ვახუშტის დროს, რაც მისი აღწერიდან ჩანს, მონასტერი უკვე ცარიელი ყოფილა. 1905 წელს იქ დაუარსებიათ რუსული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი. 1935 წელს კი მოძმე სომხეთის ალავერდის რაიონის (რომელიც მარნეულის რაიონს ესაზღვება), ერთ-ერთ ხელმძღვანელ მუშაკს, ჩემთვის სრულიად გაუგებარი უფლებით, მონოზვნები გაუძევებია მონასტრიდან ისე, რომ გაუტანებია მხოლოდ ის, რაც მათ ტანზე ეცვათ. ამის შემდეგ დევნილები დამკვიდრებულან იქვე სოფელ ახკერპში, სადაც ერთ პატარა საცხოვრებელ სახლში მოუწყვიათ სენაკები და სამლოცველო. ახლა მას ახკერპის მონასტერს უწოდებენ. ამჯერად ისინი ცდილობენ დაუბრუნდნენ ხუჯაბის სავანეს და ნებართვისათვის არაერთგზის მიუმართავთ სომხეთის სსრ სათანადო ხელმძღვანელ ორგანოსათვის, მაგრამ უშედეგოდ. საგულისხმოა, რომ ვინც რუსი მონაზვნების მიმართ ჩაიდინა არაადამიანური გამოხტომა, ეტყობა, იცოდა, რომ მონასტერი მდებარეობს საქართველოს სსრ საზღვრების ფარგლებში და არ მოერიდა თვითნებობას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსში, გუმბათიანი ეკლესიის გარდა, არსებობს კიდევ ადრეშუასაუკუნეების ბაზილიკა. მართალია, ბაზილიკისაგან მხოლოდ კედლებია შემორჩენილი, მაგრამ თავისი შინაარსითა და ისტორიული მნიშვნელობით იგი კომპლექსში, ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობი-
20-4  საპატრიარქოს უწყებანი N20 21-27მაისი 2015წ გვ.20
ჰუჯაბის მონასტერი (დასასრული)
ექტია და მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და ფაქიზ მოპყრობას, ვინაიდან ბაზილიკა უნდა იყოს დაკავშირებული ვახტანგ გორგასლის სახელთან“. ამ სავალალო ამბავთან დაკავშირებულია ერთი სრულიად უპრეცენდენტო შემთხვევაც. ამ საკითხზე 1987 წლის ივნისში მე მივმართე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, რომელმაც ჩემი განცხადება 6 ივლისს გადაუგზავნა საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ საწარმოო სამმართველოს, მაგრამ უშედეგოთ. როდემდის უნდა იცინოს ქანდარის ბინადარმა ეშმაკმა. დავზოგოთ ეშმაკი, ნუ მოვკლავთ მას სიცილით, თორემ საკუთარ ცოდვებს ვეღარავის გადავაბრალებთ“. ამჟამად მონასტრის ბედი კვლავ გაურკვეველია. 2014 წელს დაიწვა სოფ. ახკერფში მოწყობილი სამლოცველოც და იქ მცხოვრები მოხუცი დედები საპატრიარქოს დედათა მონასტერში გადმოიყვანეს. 2015 წლის თებერვლის ბოლოს გარდაიცვალა წინამძღვარი, სქემმიღუმენია თამარი (ბალაბუნოვა). სოფ. ახკერფის სასაფლაოზედაკრძალულ პირთა სია

1. სქემიღუმენია მარიამი (სოლოვიოვა) 1894-1971
2. იღუმენია სერაფიმა
3.იღუმენია პავლა (დზუბა)
4.სქემიღუმენია თამარი (ბალაბუნოვა) 1926-2015
5.არქიმანდრიტი იესე (ლიმარი)
6.არქიმანდრიტი ქერუბიმი
7.დეკანოზი გრიგოლ შეკინი 1925-1985
8.მღვდელ-მონაზონი თერაპონტე
9.სქემმონაზონი ექვთიმია
10.· სქემმონაზონი ვიქტორინა
11· სქემმონაზონი ამფილოქია
12· მონაზონი ელიკონილა
13, მონაზონი ერმონია
14. მონაზონი ანატოლია
15. მონაზონი პარასკევა
16. მონაზონი ეგნატია
17. მონაზონი ნექტარია
18 მონაზონი ანთია
19· მონაზონი ალექსანდრა
20· მონაზონი ევბულა
21 მონაზონი დოსითეა
22 მონაზონი კირა
23 მონაზონი სიდონია
24  მონაზონი დიონისია
25. მონაზონი მანეფა
26 მონაზონი ნინო
27 მორჩილი ლიდია
28 მონა ღვთისა იაკობი
29 მონა ღვთისა ანდრია
30 მხევალი ღვთისა ლუბოვი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 15.12.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0