ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი - სოფელ წვირმში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში.
ტაძრის მშენებლობას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი, მშენებლობა 3 წელი გრძელდებოდა,
2018 წელს კი ტაძარი გაიხსნა და ეკურთხა.ტაძარი აშენდა სოფელ წვირმის მაცხოვრებელი, კობა გიგლინიანის მიერ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია II -ის და სამეგრელო ზემო სავანეთის მიტროპოლიტი მეუფე ილარიონის ლოცვა კურთხევით.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი შედის მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში.