სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
აგარის მონასტერი  (X-XI სს.) სოფ.ურაველა ახალციხე , სამცხე-ჯავახეთი აგარის მონასტერი  (X-XI სს.) სოფ.ურაველა ახალციხე , სამცხე-ჯავახეთი აგარის მონასტერი  (X-XI სს.) სოფ.ურაველა ახალციხე , სამცხე-ჯავახეთი
ბმულის კოპირება



ახალციხე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

387       ბეჭდვა

აგარის მონასტერი (X-XI სს.) სოფ.ურაველა ახალციხე , სამცხე-ჯავახეთი

აგარის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი, ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველის მახლობლად, მთის თხემზე, მდინარე ურაველის მარჯვენა ნაპირას.

აგარის კომპლექსი მრავალმხრივ საყურადღებოა. შენობათა სიმრავლე და ნაირგვარობა მოწმობს, რომ აქ დიდი მონასტერი უნდა ყოფილიყო. მთავარი ეკლესია (X-XI სს.) ერთ-ერთი უდიდესი და საუკეთესო ერთნავიანი ტაძარია საქართველოში. შემორჩენილია აგრეთვე სატრაპეზოს (XI-XII სს.), სამრეკლოსა (XIII-XIV სს.) და სხვა სამონასტრო ნაგებობათა ნანგრევები (სამეურნეო დანიშნულებისა და საცხოვრებელი სადგომების ნანგრევები). ზოგიერთ მათგანს ისტორიული ცნობების შემცველი წარწერები აქვს.


ყველაზე დიდი ნაგებობა აგარაში მთავარი ეკლესიაა - თლილი ქვით ნაშენი ერთნავიანი შენობა, ერთ-ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში. იგი კედელ-კამარიანად დგას. შიგნით მისი კედლები და გადახურვა თავდაპირველი სახითაა მოღწეული, ყოველგვარი გადაკეთების გარეშე, გარედან კი კედლების პერანგს აშკარად ეტყობა გადაკეთების კვალი.

აღსანიშნავია თვით კედლის წყობა (გადაუკეთებელ ნაწილებში), სარკმელთა ფაქიზი სამკაულები, მარტივი სვეტისთავები ტაძრის შიგნით. ეკლესიაში ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის ნახევარწრიულად მომრგვალებული კედლის დამუშავება. აქ ერთიმეორის მიყოლებით ცხრა ნახევარწრიული ნიშია გაკეთებული ისე, როგორც სვეტიცხოვლის ტაძარში. შუა მათგანი, სარკმლის ქვეშ, სხვებზე დაბალი და განიერია. ეს ნიშები, შუა ნიშის გარდა, მღვდელმსახურთა საჯდომად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.

კედლებს აქა-იქ შერჩენილი აქვს ძველი მხატვრობის კვალი. კედლის ზედაპირის ხასიათი მოწმობს, რომ ეკლესია მთლიანად მოხატული იყო. გარედან ყველაზე უფრო საინტერესოა აღმოსავლეთის ფასადი. მის შუა ადგილას ჩუქურთმით მორთული სარკმელია, მის ზემოთ კი წარწერა და რელიეფური ქანდაკებაფასადის ნაპირზე თითო ღრმა, მაღალი ნიშაა. ამგვარ ნიშებს ჩვეულებრივ დიდ გუმბათიანი ტაძრების აღმოსავლეთის ფასადზე ათავსებდნენ. სამხრეთის კედელზე ყურადღებას იპყრობს სარკმლის საპირე, თავისებური, ნაკლებად გავრცელებული ტიპის სახეებით. ჩუქურთმა აქ, ისევე როგორც აღმოსავლეთის კედელზე, მარტივია, ადვილად გასარჩევი, მცირე სიღრმით ნაკვეთი.

მთავარი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის მორთულობა

შენობას ამჩნევია გადაკეთების კვალი. ადვილი შესამჩნევია, რომ წარწერიანი და ქანდაკებიანი ქვა აღმოსავლეთის სარკმლის თავზე შემდეგაა ჩასმული, იგი არ ებმის სარკმლის მთელ მორთულობას. წარწერის შინაარსიც მოწმობს, რომ იგი ამ შენობას არ ეკუთვნის. აქ ვინმე თევდორე გვაუწყებს, რომ მან ააშენა სტოა, ანუ კარიბჭე ეკლესიასთან. ცხადია, წარწერა წინათ სტოაზე უნდა ყოფილიყო და არა ეკლესიის მთავარ ფასადზე. აქ წარწერა შემთხვევით უნდა იყოს მოხვედრილი (რელიეფი გამოხატავს კაცს, რომელიც შენობის მოდელს მიართმევს ტახტზე მჯდომ ქრისტეს).

გადაკეთებულია ეკლესიის დასავლეთის კედელიც. მისი სარკმლისა და შესასვლელის მორთულობა მკვეთრად განსხვავდება სამხრეთისა და აღმოსავლეთის სარკმელთა მორთულობისგან. თვით შენობის ხუროთმოძღვრული ფორმები და მორთულობა გვაფიქრებინებს, რომ აგარის მონასტრის მთავარი ეკლესია აგებულია X-XI საუკუნეში. აღმოსავლეთის სარკმლის ზემოთ ჩართული ქვა უფრო ადრინდელი შენობიდანაა ნასესხები, ხოლო დასავლეთის კედლის შეკეთება ბევრად უფრო გვიანდელია, ალბათ XIV საუკუნეს ეკუთვნის.

ტაძრის გვერდით, სამხრეთის კედლის პარალელურად, ძველი კედლის ნანგრევია. ერთ ადგილას შერჩენილი აქვს კარნიზის ქვა მშვენიერი ჩუქურთმით, რომელიც აგრეთვე X-XI საუკუნის ხელობას მოგვაგონებს. ერთი შეხედვით ეს კედელი თითქოს ეკლესიის მინაშენს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ შესაძლებელია იგი სხვა შენობის ნანგრევსაც წარმოადგენს. სამხრეთითვეა ძველი სამრეკლოს ნანგრევი. შენობა XIII-XIV საუკუნეში უნდა იყოს აგებული.




 მარიამ როსებიშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0