სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
აზავრეთის ეკლესია (X საუკუნის II ნახევარი) სოფ.აზავრეთი , ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთი
ბმულის კოპირება



ახალქალაქი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

384       ბეჭდვა

აზავრეთის ეკლესია (X საუკუნის II ნახევარი) სოფ.აზავრეთი , ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთი

აზავრეთის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეშიახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში. მდებარეობს ახალქალაქიდან 21 კილომეტრზე, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე. ტაძარი სტილისტური ნიშნებით თარიღდება X საუკუნის II ნახევრით, შეინიშნება უფრო ადრინდელი, VI-VII საუკუნეების სამშენებლო ფენაც.

ეკლესია ერთნავიანი, დარბაზული ტიპისაა. ნაგებია ძირითადად სუფთად გათლილი ქვის კვადრებით, გამოყენებულია აგრეთვე ყორე და ნატეხი ქვა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდი აქვს. სამხრეთით მთელს სიგრძეზე გასდევს მინაშენი. განსაკუთრებული ყურადღებით არის დამუშავებული ინტერიერი. გრძივ კედლებზე ორ-ორი პილასტრია, რომლებსაც კედლის თაღები ეყრდნობოდა. კამარას აქვს ერთმანეთთან ახლო-მახლო განლაგებული 6 საბჯენი თაღი, რომლებიც უჭირავს 6 წყვილ სხვადასხვაგვარად პროფილირებულ კონსოლს. დასავლეთ კედელში ზემოთ ორი დიდი თაღოვანი ღიობია. თაღები დაყრდობილია შუაში მოთავსებულ მრგვალ სვეტზე, რომლის კაპიტელი ვოლუტებით არის გაფორმებული. საფიქრებელია, რომ აქ პატრონიკე იყო მოთავსებული. შენობას თითო კარი აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან.

ეკლესიაზე გარედან წარწერა არ ჩანს. შიგნით, ჩრდილოეთ კედელზე მოთავსებული ასომთავრული წარწერა კი დაზიანებულია და ნაწილობრივ იკითხება. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთ მხრიდან მიუდგამთ კარიბჭე. ფასადები ძუნწადაა მორთული, მაგრამ მაინც გამოირჩევა ჩუქურთმებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია სარკმლის თავების ჩუქურთმები. აზავრეთის ეკლესია რესტავრირებულია 1981 წელს.

აზავრეთის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.




 მარიამ როსებიშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0