სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გიორგი ფურცელაძე მიხეილის ძე (1867-1924) რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. მერეთი გორი

1867-1924 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ფურცელაძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

გიორგი ფურცელაძე მიხეილის ძე (1867-1924) რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. მერეთი გორი

  • ფურცელაძე გიორგი მიხეილის ძე 1 იანვარი, 1866-31 აგვისტო, 1924  გენერალ-მაიორი (1916),


  • 1918_21 ბათუმის ციხის კომენდანტი და ფოთის რაიონის ნაწილების სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1915) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1915);


გენერალ გიორგი ფურცელაძის არტილერია ქალაქ არდაგანთან 1919



დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი 1886 წელს; ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელი 1888 წელს; ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია (მე-2 თანრიგით) 1901 წელს.

გიორგი ფურცელაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1916); გენერალ მიხეილ ფურცელაძის შვილი. სამხედროები იყვნენ ასევე მისი ძმები: ალექსანდრე, ოთარი, ირაკლი, ერასტი და სოლომონი. განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. 1866 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში. პირველი წოდება (პოდპორუჩიკი) მიიღო 1888 წელს. 1901 წ. დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია და მიენიჭა კაპიტნის წოდება. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-05). 1911 წ. გახდა პოლკოვნიკი. პირველი მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა შირვანის 84-ე ქვეით პოლკს. 1916 წ. მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. 1921 წ. საბჭოთა რუსეთთან ომის დროს იყო ბათუმის სამხედრო კომენდანტი და თურქეთთან საზღვრის გამაგრების შტაბის უფროსი. 1924 წ. აჯანყების მომზადების პერიოდში მეთაურობდა „სამხედრო ცენტრის“ ბათუმის ნაწილს. დააპატიმრეს და დახვრიტეს საბჭოთა უშიშროების აგენტებმა. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს აგვისტოს მოვლენების 23 მონაწილე.




1886 წლიდან მსახურობდა პოდპოლკოვნიკად კავკასიის მე-3 სარეზერვო-საკადრო ლაშქარში (შემდგომში ნოვობაიაზეთის 263-ე ქვეითთა პოლკი). მონაწილეობდა (1904-1905) წლების რუსეთ-იაპონიის ომში. 1911 წლიდან მეთაურობდა ლორეს (სომხეთი) 208-ე ქვეითთა პოლკს. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. ომის დაწყებისთანავე გადაყვანილ იქნა ნოვობაიაზეთის (სომხეთი) 207-ე ქვეითთა პოლკში და დაეკისრა პოლკის დროებითი მეთაურობა. 1915 წლიდან მეთაურობდა შირვანის 84-ე ქვეით პოლკს. რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომის დროს, იყო ბათუმის სამხედრო კომენდანტი და თურქეთთან საზღვრის გამაგრების შტაბის უფროსი. გასაბჭოების შემდეგ დარჩა სბჭოთა საქართველოში. 1924 წლის აჯანყების მომზადების პერიოდში მეთაურობდა "სამხედრო ცენტრი" ბათუმის ნაწილს. დააპატიმრეს და დახვრიტეს "ЧК" -ს აგენტებმა. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს აგვისტოს მოვლენების 23 მონაწილე. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ოქროს იარაღით (1915). პოლკოვნიკი (1911), ქართველი გენერალ-მაიორი (1915).


მამა მიხეილ ფურცელაძე ნიკოლოზის ძე 1834-1912წწ რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. მერეთი, გორი


მიხეილ (მიხაკო) ფურცელაძე ვაჟიშვილებთან, ალექსანდრე, ირაკლი, გიორგი და ერასტი ფურცელაძეებთან ერთად

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნიქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.88

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (ორდენი მახვილებით)
  • 1909 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

Георгий Михайлович Пурцеладзе (1867—1924) — генерал-майор, герой Первой мировой войны.

Родился 29 октября 1867 года, сын отставного генерал-майора Михаила Николаевича Пурцеладзе. Образование получил в Тифлисском кадетском корпусе, по окончании которого 30 августа 1886 года был принят в 3-е военное Александровское училище.


Выпущен 9 августа 1888 года подпоручиком в 3-ю Кавказскую туземную резервную кадровую дружину (впоследствии 207-й пехотный Новобаязетский полк). 9 августа 1892 года произведён в поручики, 6 мая 1900 года в штабс-капитаны. Далее Пурцеладзе прошёл курс наук в Николаевской академии Генерального штаба, которую окончил по 2-му разряду и вернулся в строй. 6 мая 1901 года произведён в капитаны.


В 1904—1905 годах Пурцеладзе принимал участие в русско-японской войне, за отличия был награждён орденами св. Анны 4-й степени и св. Станислава 3-й степени.


26 февраля 1908 года получил чин подполковника и 6 декабря 1911 года — полковника, командовал батальоном в 208-м пехотном Лорийском полку.


После начала Первой мировой войны Пурцеладзе был переведён командиром батальона в 207-й пехотный Новобаязетский полк, причём в ноябре 1914 года временно командовал этим полком. 17 марта 1915 года был назначен командиром 84-го пехотного Ширванского полка. 5 мая 1915 года он за отличие ещё в рядах Новобаязетского полка был награждён Георгиевским оружием


« За то, что со 2 по 18 ноября 1914 г., командуя полком и находясь всё время в передовой линии, оборонял участок позиции у дд. Миров и Лутовец, неоднократно отбивал повторные, настойчивые сильнейшего противника и позиции не уступил. »

Высочайшим приказом от 29 мая 1915 года командир Ширванского полка полковник Пурцеладзе был награждён орденом св. Георгия 4-й степени


« За то, что, командуя полком в боях под крепостью Осовец, с 6 по 15 февраля 1915 г., подвергая свою жизнь опасности и имея против себя превосходные силы противника, несмотря на упорные атаки, удержал за собой имеющую особенно важную Сосненскую позицию и тем в значительной мере способствовал удачной защите крепости. »

12 декабря 1916 года Пурцеладзе был произведён в генерал-майоры.


После Октябрьской революции Пурцеладзе уехал в Грузию и служил в армии Грузинской республики. Погиб в 1924 году



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 17.02.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 2



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0