სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ალასტანის ეკლესია X-XI საუკუნეები, ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთი ალასტანის ეკლესია X-XI საუკუნეები, ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთი ალასტანის ეკლესია X-XI საუკუნეები, ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთი
ბმულის კოპირება



ახალქალაქი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

411       ბეჭდვა

ალასტანის ეკლესია X-XI საუკუნეები, ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთი

ალასტანის ეკლესია — დარბაზული ეკლესია საქართველოში, სოფელ ალასტანში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. დათარიღებულია X-XI საუკუნეებით.

ეკლესიას ამჟამად კამარები და კედლის ნაწილიც აქვს და მიწურივით არის გადახურული. მას აქვს ორი შესასვლელი, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, თუმცა დასავლეთის კარი ამოშენებულია. დასავლეთის და აღმოსავლეთის ფასადში თითო თაღოვანი სარკმელია. ამჟამად ორივე გაუქმებულია. ფასადები მოპირკეთებულია მოწითალო და მოყვითალო ფერის ანდეზიტური კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადს ამკობს სარკმლის თავზე მოჩუქურთმებული წარბები და აქვს პროფილირებული შუბლი. უფრო მაღლა კი ჯვარია ამოკვეთილი. ამავე ფასადზე კიდევ რამდენიმე ბოლნური ჯვრის გამოსახულებაა გამოკვეთილი. აქვე ხუთ სხვადასხვა ქვაზე ლაპიდარული წარწერებია. წარწერები შესრულებულია ასომთავრული და ნუსხური ნარევით. მათი ნაწილი კი საუკუნიდან დაზიანებულია. სარკმლის ზემოთ, მარცხენა მხარეს, იკითხება:

                 ,, ესე მე ნოშელმან დავდე ქვაი"

ხოლო მარჯვნივ:

                   „ ესე მე დაჩიმ საოლისძემან.“


წარწერები გვამცნობენ მშენებლობისას ქვათა შემწირველთა სახელებს, ნოშელსა და დაჩი საოლის ძეს.
ხოლო მარჯვნივ:

ალასტანის ეკლესიას 2006 წლის 30 მარტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.



მარიამ როსებიშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0