სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
4.8 ლუარსაბ II (1592-1622) 1606-1615 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

1592-1622 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

468       ბეჭდვა

4.8 ლუარსაბ II (1592-1622) 1606-1615 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

ლუარსაბ II (დ. 1592 — გ. 1622) — ქართლის მეფე 1606-15 წლებში. 14 წლისა მეფედ დაამტკიცა თბილისში მყოფმა შაჰ აბას I-მა უეცრად გარდაცვლილი გიორგი X-ის ნაცვლად. ლუარსაბ II-ს ირან-ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა. თავი გამოიჩინა ტაშისკარის ბრძოლაში (1609). 1610 წელს ლუარსაბ II ირანში ესტუმრა შაჰს, რომელმაც ამ ვიზიტის შედეგად მას დაუბრუნა თბილისის ციხე (ამ ციხეში ადრე ოსმალები, 1606 წლიდან კი ყიზილბაშებიიდგნენ). 1611 წლის ბოლოს ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო გიორგი სააკაძის და, რომელსაც დიდ თავადთა მოთხოვნით მალე გაეყარა, ამას მოჰყვა შეთქმულება სააკაძის წინააღმდეგ. ლუარსაბ II-ს ცოლი აღარ შეურთავს, თუმცა ქართლის სამეფო ტახტს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. 1612 წელს ლუარსაბ II-მ მოაკვლევინა ყაზახის ხანი მოჰამედი, რომელიც შაჰის წაქეზებით მტრობდა ქართლს. იმავე წელს ლუარსაბ II-ის და ხორეშანი ცოლად შეირთო კახეთის მეფემ თეიმურაზ I-მა. ამით ქართლსა და კახეთს შორის შეიკრა კავშირი, რომლის მიზანი იყო ერთობლივი ბრძოლა ირანის მოსალოდნელი აგრესიის წინააღმდეგ. 1614 წლის დასაწყისში, შაჰ აბას I-ის შემოსევის დროს, ლუარსაბ II იმერეთში გადავიდა და სხვა ქართველ მეფეებთან ერთად ოსმალეთს სთხოვა დახმარება ირანის წინააღმდეგ. 1614 წლის ოქტომბერში ლუარსაბ II შადიმან ბარათაშვილის მეცადინეობით ქართლში დაბრუნდა და შაჰთან მივიდა, რათა ქართლი აოხრებისაგან ეხსნა. შაჰმა ლუარსაბ II ირანში წაიყვანა და ციხეში დაამწყვდია, რადგან მან გამაჰმადიანებაზე უარი თქვა. ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა თხოვნით ლუარსაბ II-ის გასათავისუფლებლად შაჰთან იშუამდგომლა რუსეთის ხელმწიფემ, მაგრამ უშედეგოდ. ლუარსაბ II შაჰის ბრძანებით შირაზის ციხეში საბლით მოაშთვეს. იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

საქართველოს ეკლესიამ ლუარსაბი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ 21 (4 ივლისი) ივნისი დააწესა, ამ დღეს საქართველოს ეკლესია წმინდა არჩილ მეფის ხსენებასაც დღესასწაულობს. (ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მათი ღვაწლისა და წამების მსგავსების გამო). კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (1921წ.) ამ ორი დიდმოწამე მეფის თითქმის ერთნაირ მოწამეობრივ აღსასრულს მიაწერს "ჩვენი წამებული და მრავალტანჯული სამშობლოს თითქმის ყოველ დროს ერთსა და იმავე ვაებას, ერთსა და იმავე სიმწარეს." თუმცა არსებობს მოსე ჯანაშვილის მიერ მოწოდებული ამგვარი ინფორმაციაც, რომ "მეფე ლუარსაბი ეწამა 1622 წლის 20 მარტს, სწორედ იმ დღეს, როცა არაბთა მიერ მოკლულ იქმნა არჩილ მეორე" ("ივერია" 1898წ. ¹61 "მამა-პაპათა ანდერძი") და სწორედ ამიტომ ვზეიმობთ მათ ხსენებას ერთ დღეს.

ქართველთა სავალალოდ, წმინდა ლუარსაბის ძვლები დღესაც სპარსეთში განისვენებენ.

როგორც მოსე ჯანაშვილი გვამცნობს თავის "საქართველოს საეკლესიო ისტორიაში", "წმინდა გვამი მეფისა ჰმარხია შირაზს. საფლავისა მისისაგან ეხლაც სნეულნი მიიღებენ კურნებასა".



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0