ამბარას ეკლესია - ამბარაში შემონახულია
ადრე შუა
საუკუნეების ხანის
ქართული ხუროთმოძღვრების კომპლექსი
- ეკლესია (VII
–VIII სს.), ზღუდე (შუა
საუკუნეები) და
საერო შენობათა
ნანგრევები (X ს.).
ეკლესია ტლანქად
დამუშავებული ქვის
კვადრებითაა შემოსილი.
მან ჩვენამდე
თითქმის პირვანდელი
სახით მოაღწია,
იგი ე.წ. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა.
მას დასავლეთ
მხარეს ორსართულიანი
ნართექსი და
პატრონიკეები აქვს.
მთავარი ნავის
გადამხურავი კამარა
გვიან შუა
საუკუნეებშია აღდგენილი.
ამბარის სამეკლესიიანი ბაზილიკა
მნიშვნელოვანი ნიმუშია
ამ ტიპის
არქიტექტურულ ძეგლთა
შორის.
მთავარი ეკლესია (შუა ნავი) განიერი, არც მაინცდამაინც წაგრძელებული სწორკუთსა დარბაზია, რომელსაც უბემოდ ერთვის საკურთსევლის აფსიდი. ჩრდილოეთი და სამხრეთი ეკლესიები (ნავები) ძალიან ვიწრო და გრძელი სათავსებია, მით უფრო ჩრდილოეთისა, რომელიც თავიდან ბოლომდის გასსნილია და აღმოსავლეთით აფსიდით მთავრდება (ამათი სიგანე შუა ეკლესიის სიგანის მეოთსედსაც არ შეადგენს). სამხრეთისა ორად არის გაყოფილი - აღმოსავლეთი ნაწილი (სადაც ეკლესიებში, ჩვეულებრივ, სადიაკვნეა) გამოთიშულია ცალკე სადგომად (ამასაც აქვს აფსიდი), რომელშიაც მარტო საკურთსევლიდან შეიძლება მოხვედრა. აფსიდით აღჭურვილია დასავლეთის მონაკვეთიც, რომელშიაც მოწყობილია (ფასადის ცენტრში) სამმაგი ღია თაღოვანი შესასვლელი, ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ ქართლ-კასეთის ძველი და ამდროინდელი ძეგლებიდან. მაგრამ აქ არის განმასხვავებელი ნიშანიც - დასავლეთით, ნაცვლად განაპირა ეკლესიების შემაერთებელი განივი სადგომისა, მოწყობილია ანალოგიურადვე განთავსებული, მაგრამ ამ ეკლესიებისგან კედლებით გათიშული ნართექსი, მის თავზე კი პატრონიკე. ისიც თავისებურია, რომ ნართექსიდან ეკლესიაში შესასვლელად სამი კარია გაკეთებული. გარედან ნართექსი არ არის გამოვლენილი, ასე რომ, არ იქმნება შთაბეჭდილება გარშემოსავლელიანი შენობისა, როგორც ქართლსა და კახეთში - ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკის მასაა. ისიც იპყრობს ყურადღებას, რომ სამთაღოვანი შესასვლელის თავზე ჰორიზონტალური კარნიზი კი არ გრძელდება, არამედ ფრონტონია გამოყოფილი. ამბარას ეკლესიას VII-VIII საუკუნეებს მიაკუთვნებენ.
ამჟამად ტერიტორია
ოკუპირებულია რუსეთის
მიერ, რის
გამოც ტაძრის
შესწავლა და
შესაბამისი სამუშაოების
შესრულება შეუძლებელია.
ტაძარი მძიმე
ფიზიკურ მდგომარეობაშია, ესაჭიროება
სასწრაფო რეაბილიტაცია.
ამბარას
ეკლესიას მინიჭებული
აქვს საქართველოს
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
სტატუსი
მარიამ როსებიშვილი