სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ანტიოქიის ეკლესია (IV-V სს.) მცხეთა, მცეთა-მთიანეთი ანტიოქიის ეკლესია (IV-V სს.) მცხეთა, მცეთა-მთიანეთი
ბმულის კოპირება



მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

522       ბეჭდვა

ანტიოქიის ეკლესია (IV-V სს.) მცხეთა, მცეთა-მთიანეთი

 მცხეთის წმიდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია. - ანტიოქია (IV-V სს.)

ტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველთა ნათლობის წმიდათა-წმიდა ალაგას აგებული წმიდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია, ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში. ადგილის სახელწოდების მიხედვით, სტეფანწმინდის ტაძარი ანტიოქიის სახელითაცაა ცნობილი. როგორც "ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს, იგი IV-V სს-ში, წმიდა მირიან მეფის შვილთაშვილსა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგია სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად: „მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა მცხეთას, კართა-ზედა არაგჳსათა“. ტაძრის ხუროთმოძღვარი ყოფილა ბერძენი ოსტატი ავერლიოს აქოლიოსი, მისი სახელი შემოგვინახა ტაძრის ზღურბლში ჩატანებულმა ქვაქვიშის ბერძნულენოვანმა წარწერამ. VIII -ში, საქართველოში მურვან-ყრუს გამანადგურებელი ლაშქრობების დროს, ტაძარი გადაიწვა. XV-XVIII სს-ში იგი საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XX -ის 90-იან წლებში, "გაერთიანებული ქართული ბანკის" საქველმოქმედო ღვაწლით, შეილესა და მოიხატა ტაძრის ინტერიერი (ხატმწერი ირაკლი ცინცაძე), შემოიზღუდა ეზო, აიგო საცხოვრებელი სახლი. 2002 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, სტეფანწმიდის ტაძარი გადაეცა სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერს. ამავე წელს, მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ქეთევანის (კოპალიანი) და მოძღვრის, არქიამნდრიტ მიქაელის (გაბრიჭიძე) ძალისხმევით, დაფუძნდა წმიდა სტეფანე პირველმოწამის დედათა მონასტერი (კეთილმოწესე მონოზონი ბარბარე (კაპანაძე). ამჟამად მონასტერში მოღვაწეობს რამდენიმე და, მონასტერი ხელმძღვანელობს სამთავროს მონასტრის ტიპიკონით. ყოველ კვირას აღევლინება წირვა (მღვდელმონაზონი გაბრიელი (ქაჯაია). მონასტერს აქვს მცირე მეურნეობა, ხეხილის ბაღი, ხატწერისა და ქარგვის სახელოსნოები, ეწევიან მთარგმნელობით მუშაობას.


მარიამ როსებიშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0