სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9269

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
4.18 იესე (1680-1727) 1714 -1727 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

1680-1727 წწ. გარდ. 47 წლის

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

94       ბეჭდვა

4.18 იესე (1680-1727) 1714 -1727 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

იესეალიყული-ხანი (დ. დაახლოებით 1680/1681 — გ. 1727), ქართლის მეფე 1714-1716 და 1724–1727 წლებში,ლევან ბატონიშვილის ძე, ვახტანგ VI-ის ძმა.

1705-1714 ირანში შაჰის სამსახურში იყო. ებრძოდა შაჰის წინააღმდეგ აჯანყებულ ავღანელებს ჯერ ბიძამისის - ქართლის მეფე გიორგი XI-ის, ხოლო შემდეგ ძმის - ქართლის მეფე ქაიხოსროს მეთაურობით. 1708 გიორგი XI-მ ქირმანის (ქალაქი და ისტორიული ოლქი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში) ნაიბად დაინიშნა, 1709 (გიორგი XI-ის დაღუპვის შემდეგ) შაჰმა ქირმანის ბეგლარბეგობა უბოძა. იესეს მუსლიმანური სახელი ალიყული-ხანი ეწოდა. 1711 დაინიშნა თოფჩიბაშად (არტილერიის უფროსი). 1714, როდესაც ვახტანგმა (შემდეგში ვახტანგ VI) უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰმა იესე ქართლის მეფედ დაამტკიცა. ქართლის ჯარით ეხმარებოდა კახეთის მეფე დავით II-ს (იმამყული-ხანს) ლეკების შემოსევათა მოგერიებაში. 1716, როდესაც ქართლის მეფობა ვახტანგმა მიიღო, იესე თელავს გაიხიზნა, მაგრამ შეიპყრეს და გადასცეს ბაქარს, რომელიც ქართლს განაგებდა.

თბილისის სასახლეში პატიმრად ყოფნის დროს იესემ უარყო მაჰმადიანობა და ქრისტიანობას დაუბრუნდა. 1721ვახტანგ VI-მ იესე გაათავისუფლა, დაუბრუნა წართმეული ქონება, უბოძა მუხრანი და მსაჯულთუხუცესობა (მდივანბეგობა). 1723, როდესაც შაჰ-თამაზ II-მ ქართლის მეფობა კახეთის მეფე კონსტანტინე II-ს (მაჰმადყული-ხანს) მისცა და მან თბილისი დაიკავა, იესე ვახტანგ VI-ის დავალებით ბაქართან ერთად მიეგება თბილისის ასაღებად მოსულ ოსმალთა ჯარს. ოსმალები თბილისში შევიდნენ, კონსტანტინე დააპატიმრეს და ქართლის გამგებლობა ბაქარს გადასცეს. ბაქარის ოსმალთაგან განდგომის შემდეგ, 1724, იესე შეურიგდა დამპყრობლებს, კვლავ გამაჰმადიანდა და მუსტაფა ეწოდა. თუმცა ოსმალებმა ქართლის გამგებლობა იესეს მისცეს, ფაქტობრივი მმართველი ოსმალთა ფაშა იყო. იესე მტერთან ერთად ებრძოდა ვახტანგ VI-სა და ბაქარს. შემორჩენილია ხელრთვა


საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი რედაქტირება 08.12.2021



15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2700 გვარი კახეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2500 გვარი იმერეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0