სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ალანძა, ტოლოში, VIII-IX საუკუნეები, სოფ.ტოლოში ასპინძა სამცხე ჯავახეთი ალანძა, ტოლოში, VIII-IX საუკუნეები, სოფ.ტოლოში ასპინძა სამცხე ჯავახეთი
ბმულის კოპირება



ასპინძა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

367       ბეჭდვა

ალანძა, ტოლოში, VIII-IX საუკუნეები, სოფ.ტოლოში ასპინძა სამცხე ჯავახეთი

ალანძა, ტოლოში, VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მესხეთში, მდ. ტაშლაყაშის მარჯვენა მხარეს (ასპინძის რაიონი). სოფ. ტოლოშიდან 1,5 კმ. იყო მეფეთა საზაფხულო სადგომი. XII - XIIIს-ში აქ  რეზიდენცია ჰქონდა ლაშა გიორგის.

ალანძა ერთნავიანი (დარბაზული) ეკლესიაა. ჩრდილოეთ კედელთან შემორჩენილი აქვს მოკლე, სწორკუთხა მინაშენის ნაშთი. კედლის საშენ მასალად გამოყენებულია ტლანქად გათლილი ბაზალტის ქვები. ფასადებისა და კარ-სარკმლების კუთხეები ნაგებია სუფთად გათლილი ქვიშაქვით. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა ცალკეული შემამკობელი ელემენტები. ფასადები მოპირკეთებულია მოწითალო მოყვითალო ფერის  ანდეზიტერი კვადრატებით. აღმოსავლეთით სამრეკლოს თავზე მოჩუქურთმებული წარბებია.უფრო მაღლა ჯვარია ამოკბეთილი. წარწერები დაზიანებულია. სარკმლის მარცხნივ იკითხება: ,,ესე მე ნოშელმან დავდე ქვაი” ხოლო მარჯვნივ: ,,ესე მე დაჩიმ საოლისძემან...”

ძლიერ დაზიანებული, თითქმის ნანგრევებად ქცეული ძეგლი აღადგინეს 1978-79 წლებში (არქიტექტორები  ი. ვარსიმაშვილი, თ. ნემსაძე)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0