მუსხელიშვილი (მუსხელოვი) დიმიტრი ივანეს ძე (1838-1913), გენერალ-მაიორი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1877);
Мусхелов Дмитрий Иванович (01.01.1838 – ?.01.1913)
генерал-майор с 21.03.1890
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D1%83%D1%81%D1%85%D0%B5%D0%BB%D0%BE%D0%B2
ამათნი წინაპარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი გვარითა მასხულავანნი და მერე გაუვარდათ სახელისა ცვლილებისა გამო მუსხელიშვილებად შთამომავლობათა ამისთა. დროსა მეფისა ვახტანგისას ჰსჩნდენ ესენი აზნაურად წელსა 1657 და არიან ესენიცა ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი აზნაურად.
ავთანდილ მუსხელიშვილი 1721 წელს მოიხსენიება მებატონეთ თრიალოეთის საბატონოს, სადაც ჰყავდათ ყმები. 1741 წელს იესე და დემეტრე მუსხელიშვილები მოიხსენიებიან, როგორც მემამულეები, ჰყავდათ ყმები სოფლებში: სამღერეთი, სამღერეთის ახალშენში.
უფლისწულ ბაქარის მიერ გაცემულ წყალობის წიგნში ვკითხულობთ: „...ერთგული სამსახურისთვის განსვენებულმა ჩემმა მშობლებმა გიწყალობეს შენ და შენს გვარს მუსხელიშვილებს თავადობა“. ე.ი. ვახტანგ VI–ს უბოძებია მუსხელიშვილებისთვის თავადობა, მას შემდეგ როცა გადავიდნენ რუსეთში საცხოვრებლად და მათი გვარი მოიხსენიებოდა როგორც თავადი მუსხელიშვილები 1739 წლიდან.
ლევან ბერაია
ოდიში — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, გვიანდელი შუა საუკუნეების ხანის სამეგრელოს ძირითადი ნაწილი (სამეგრელოს სამთავროს მეორე სახელწოდება).
ერთი ვარაუდით, სახელწოდება "ოდიში" წარმართული ღვთაება ოდის სახელისაგან მოდის (ე.ი. ოდის ქვეყანა). წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, ცალკეულ წყაროთა არაპირდაპირი ცნობებით, VI საუკუნისთვის ოდიში მოიცავდა მდინარეებს კელასურსა და ტეხურს შორის მდებარე ტერიტორიას. XVIII საუკუნის დასაწყისში, სამურზაყანოს წარმოქმნის შემდეგ, ოდიშს უწოდებენ ტერიტორიას მდინარეებს ენგურსა და ტეხურს შორის.
https://prosopography.iliauni.edu.ge/persons/5151-dimitri-ivanes-dze-muskhelishvili-muskhelovi