სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
4.20 თეიმურაზ II (1700-1762) 1744-1762 წწ. გარდაიცვალა 62 წლის. 1744-1762 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე. ერეკლე II მამა. ბაგრატიონთა დისტანცია.

1700-1762 წწ. გარდ. 62 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

4.20 თეიმურაზ II (1700-1762) 1744-1762 წწ. გარდაიცვალა 62 წლის. 1744-1762 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე. ერეკლე II მამა. ბაგრატიონთა დისტანცია.

თეიმურაზ II დაიბადა თბილისში 1700 წელს. მამამისი იყო ქართლის მეფე ერეკლე I (1688-1703), ხოლო დედა — ანა ჩოლოყაშვილი.


კახეთში გამეფება

XVIII საუკუნის დასაწყისში, აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელები იყვნენ გაბატონებული. 1703 წელს, თეიმურაზის მამას, ერეკლე პირველს, ირანის შაჰმა კახეთის მეფობა უბოძა, მაგრამ ირანში დაიტოვა და მის მაგივრად, 1703 წლიდან, კახეთში მისი ვაჟი, დავითი (იმამყული–ხანი) გაამეფეს. 1709 წელს ერეკლე პირველი გარდაიცვალა და ახლა დავითი გაიწვიეს ირანში. მეფობა მის უმცროს ძმას, მცირეწლოვან თეიმურაზ მეორეს გადაეცა, თუმცა ფაქტობრივად კახეთს თეიმურაზის დედა და ეპისკოპოსი,ნიკოლოზ ალავერდელი მართავდნენ.


კახეთში თეიმურაზი 1715 წლამდე მეფობდა. 1710 წელს, თეიმურაზის ძმამ, დავით II-მ, თბილისში ვახტანგ VI მოინახულა და თხოვა, რომ მისი ქალიშვილი თამარი, თეიმურაზის მეუღლე გამხდარიყო. რამდენიმე წელიწადში ეს ქორწინებაც მოხდა, თეიმურაზმა ვახტანგ მეექვსის ქალიშვილი, თამარი შეირთო ცოლად. ამ ქორწინებით ბაგრატიონთა ორი შტო, ქართლისა და კახეთისა, გაერთიანდა. 1720 წელს, მათ პირველი შვილი – ერეკლე შეეძინათ.

1715 წლიდან დავითი (იმამ–ყული–ხანი ) დაბრუნდა და გარდაცვალებამდე,1722 წლამდე იმეფა. ამ პერიოდში, ახალგაზრდა თეიმურაზი მის გვერდით იყო. 1722 წლიდან კახეთში თეიმურაზის მეორე ძმა, კონსტანტინე (მაჰმად–ყული–ხანი) გამეფდა.

1762 წლის 8 იანვარს, პეტერბურგში, თეიმურაზ მეორე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მეფეს ჩქარი და გაუგებარი ლაპარაკი დაუწყია, ყურს თუ დაუგდებდით მიხვდებოდით, რომ ლოცვას ამბობდა. იქვე მდგომმა, ზიარებისათვის მისულმა მოძღვარმა, სვიმონ დეკანოზმა ჩასძახა: თუ ენით ვერა სთქვამ, გონებაში გქონდესო. თეიმურაზმა უპასუხა – მესმის და გულში მაქვსო. მოძღვარი, რომელმაც მისი ბოლო სიტყვები ვერ გაარჩია, ჩაეკითხა – რას ბრძანებო? თეიმურაზმა წარმოსთქვა – კათოლიკებს ხომ შეიწყნარებენო? მოძღვარმა დაუდასტურა – დიახ შეიწყნარებენო. თეიმურაზმა უპასუხა – მეც ხომ აღმოსავლეთის კათოლიკე ვარო! – ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, თავისი ქვეყნის მოყვარული მეფე ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ გარდაიცვალა.



1762 წლის თებერვლის ბოლოს, დამწუხრებულმა და მგლოვიარე ქართლ–კახეთის ელჩობამ, პეტრბურგიდან სამშობლოსაკენ წამოასვენა თეიმურაზის ცხედარი. 22 თებერვალს მოსკოვში ჩავიდნენ. აქ მთავრობის მიერ დამტკიცებული, მათი მოძრაობის მარშრუტი გააცნეს – ქართველები, სახმელეთო გზით ყაზანამდე უნდა მისულიყვნენ. ყაზანიდან კი, ასტრახანამდე, მდინარე ვოლგის სანაოსნო გზით უნდა ემგზავრათ, მაგრამ ვოლგა გაყინული იყო და მასზე ნაოსნობა მხოლოდ ყინულის გალღობის მერე, გაზაფხულის ძალაში შესვლისას იქნებოდა შესაძლებელი. ასეთი მგზავრობით გზაში ძალზე დაუგვიანდებოდათ, ამასობაში ზაფხულიც მოვიდოდა და ცხედარის საქართველოში ჩამოსვენებაც შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ ქართველებმა მოითხოვეს, რომ თუ არ იქნებოდა მეფის გადასვენებისათვის ხელსაყრელი პირობები და დროულად, სიცხეების დადგომამდე ვერ მოახერხრბდნენ საქართველოში გადასვლას, რუსეთის მთავრობას ნება უნდა დაერთო რათა თეიმურაზი ასტრახანში დაესაფლავებინათ – განმარტავს ვალერიან მაჭარაძე.

1762 წლის 26 აპრილს ქართველები ყაზანიდან სახმელეთო გზით გავიდნენ და 26 მაისს უკვე ასტრახანში იყვნენ.

1762 წლის 4 ივნისს, მეფე–პოეტი თეიმურაზ მეორე, ასტრახანში, მიძინების ტაძარში, თავისი სიმამრის, ვახტანგ მეექვსის გვერდით დაკრძალე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.11.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.11.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0