
წკეპლაძე იოანე (მალხაზი) ვასილის ძე დეკანოზი, დაბ. 1958წ. სოფ. ეწერი, თერჯოლა. მღვდელი 14 მაისი 2006 წლიდან, მსახურობს, ზედა ფონიჭალის ყოველთა წმინდათა ტაძარში (აშენდა მამა იოანეს უშუალო ძალისხმევით) მცხეთა თბილისის ეპარქია 2024წ.
საპატრიარქოს უწყებანი N42 8-14დეკემბერი 2005წ გვ.4
ხელდასხმა
4 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა იოანე წკეპლაძე და მღვდლად ხელი დაასხა თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის ბერდიაკონ ისეს.
საპატრიარქოს უწყებანი N19 18-24მაისი 2006წ გვ.9
14 მაისს სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად აკურთხა ამავე ტაძრის დიაკონი იოანე წკეპლაძე, იმავე დღეს კი დიაკვნად დაასხა ხელი გიორგი კეჟერაშვილს.
საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.13
დაჯილდოება
7 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით –- ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი საბა ლევერაშვილი. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– ზემო ფონიჭალის ყოველთა წმინდათა სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი, მღვდელი იოანე წკეპლაძე.