2006-2026წ. მდგომარეობით დეკანოზი ზემო ფონიჭალის ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარი;
საპატრიარქოს უწყებანი N42 8-14დეკემბერი 2005წ გვ.4
ხელდასხმა
4 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა იოანე წკეპლაძე და მღვდლად ხელი დაასხა თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის ბერდიაკონ ისეს.
საპატრიარქოს უწყებანი N19 18-24მაისი 2006წ გვ.9
14 მაისს სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად აკურთხა ამავე ტაძრის დიაკონი იოანე წკეპლაძე, იმავე დღეს კი დიაკვნად დაასხა ხელი გიორგი კეჟერაშვილს.
საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.13
დაჯილდოება
7 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით –- ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი საბა ლევერაშვილი. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– ზემო ფონიჭალის ყოველთა წმინდათა სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი, მღვდელი იოანე წკეპლაძე.