სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ზაქარია მდივანი ასლანის ძე 1867-1933წწ გენერალ მაიორი დაბ. ბათუმი აჭარა ზაქარია მდივანი ასლანის ძე 1867-1933წწ გენერალ მაიორი დაბ. ბათუმი აჭარა ზაქარია მდივანი ასლანის ძე 1867-1933წწ გენერალ მაიორი დაბ. ბათუმი აჭარა ზაქარია მდივანი ასლანის ძე 1867-1933წწ გენერალ მაიორი დაბ. ბათუმი აჭარა

1867-1933 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი მდივანი სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

436       ბეჭდვა

ზაქარია მდივანი ასლანის ძე 1867-1933წწ გენერალ მაიორი დაბ. ბათუმი აჭარა

მდივანი ზაქარია ასლანის ძე (5 სექტემბერი 1867-18 აპრილი 1933), გენერალ-მაიორი (1915),


1917-18 39-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი და კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი უფროსი, 1918-21 ბათუმის სამხედრო კომენდანტი და ბათუმის ოლქის ჯარების სარდალი;

ზაქარია (შაქრო) ასლანის ძე მდივანი დაიბადა 1867 წლის 5 სექტემბერს თბილისში, აზნაურის ოჯახში. წარმოშობით ბათუმიდან იყო. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი 1884 წელს, კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი 1886 წელს და გენერალური შტაბის აკადემია 1898 წელს (პირველი თანრიგით). 1886 წელს პოდპორუჩიკის ჩინით განამწესეს ვარშავის საციხოვნო არტილერიაში, შემდეგ საქმისმწარმოებლად მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. 1889 წლის 7 აგვისტოდან გახდა პორუჩიკი. 1895 წლის 25 ივლისს მიანიჭეს შტაბსკაპიტნის ჩინი. აკადემიის დამთავრების შემდეგ ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქში. სამხედრო მეცნიერებებში წარჩინებისთვის დააწინაურეს კაპიტნად (17.05.1898). 1899 წლის 10 აპრილიდან გადაიყვანეს გენერალურ შტაბში.


მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო (1914–1918) ომებში. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტის თანაშემწედ (10.04.1899-04.09.1902); ხელმძღვანელობდა როტას მე–3 კავკასიის სამწყობრო ბატალიონში (10.11.1900-10.11.1901); 06.12.1902–დან პოდპოლკოვნიკია.


1902 – 1912 წლებში ეკავა შტაბის უფროსის თანამდებობა სხვადასხვა ქალაქში: ბათუმი, მიხეილის სიმაგრე (04.09.1902-02.06.1908); 39–ე ქვეითი დივიზია (02.06.-05.12.1908); მე–13 ქვეითი დივიზია (05.12.1908-07.07.1910); სევასტოპოლის სიმაგრე (07.07.1910-31.05.1912); 1906 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. მეთაურობდა ბატალიონს 130–ე ქვეითთა ხერსონის პოლკში (20.06.-20.10.1907) და ლაიბ–გვარდიის მე–13 ერევნის პოლკს (31.05.1912-07.04.1915); 1913 წელს დაინიშნა იმპერატორის ფლიგელ–ადიუტანტად. 18.01.1915–ში საბრძოლო წარჩინებისთვის მიენიჭა გენერალ–მაიორის სამხედრო წოდება და ჩაირიცხა ნიკოლოზ II-ს ამალაში. შედიოდა იმპერატორის უახლოეს გარემოცვაში.

1915 წლის 7 აპრილიდან – 18 ივლისამდე იმყოფებოდა კავკასიის არმიის მთავარსარდლის განკარგულებაში. მსახურობდა კავკასიის IV საარმიო კორპუსის შტაბის უფროსად (18.07.1915-20.03.1917). შემდგომში ეკავა 39–ე ქვეითი დივიზიის უფროსის (20.03.-11.08.1917), კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი უფროსის (11.08.-??.09.1917), ბათუმის ციხესიმაგრის შტაბის უფროსის, ბათუმის სამხედრო კომენდანტისა და ბათუმის ოლქში განლაგებულ ყველა საჯარისო ნაწილის უფროსის თანამდებობები (1917–1918).

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო წმინდა ანას lll (1904) და l (1916) ხარისხების;  წმინდა ვლადიმერის IV (1908), III (1912) და II (1916) ხარისხების; წმინდა სტანისლავის III (1902), II (1906) და  l (მახვილებით. 1915) ორდენებით. 1913 წელს მიიღო მედალი „რომანოვების სახლის 300–წლიანი მეფობის სახსოვრად“.


1918–1921 წლებში ზაქარია მდივანი მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ. ჯერ კიდევ 1917 წლის დამლევიდან სამხედრო მოღვაწეებთან (გენერლები კონსტანტინე აფხაზი, ზაქარია ბაქრაძე, გიორგი კვინიტაძე, გიორგი მაზნიაშვილი და სხვ.) ერთად  აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული ეროვნული არმიის  ჩამოყალიბებაში. 1918 წელს, ერთხანს იყო ქართული არმიის მთავარსარდალი.

ზაქარია მდივნის მეუღლე იყო ელისაბედ სობოლევსკა, დედით ქართველი, მამით პოლონელი. მათ ხუთი შვილი ჰყავდათ. მიუხედავად სიძნელეებისა და საცხოვრისის ხშირად შეცვლისა, მშობლებმა  შვილებს  საუკეთესო  განათლება მისცეს – ჯერ  ვარშავაში, სადაც ზაქარია ერთხანს ვარშავის კომენდანტი იყო, შემდეგ, პეტერბურგსა და დამოუკიდებელი საქართველოს დროს – თბილისში. ხუთივენი (დავითი, სერგი, ნინო, რუსუდანი, ალექსი) გამოირჩეოდნენ სილამაზით, არისტოკრატიზმითა და განსაკუთრებული მიმზიდველობით.

1921 წლიდან მდივნების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა, ჯერ თურქეთში, შემდეგ საფრანგეთში. კონსტანტინეპოლში გენერალი მდივანი იქ შექმნილ ლტოლვილთა კომისიას ჩაუდგა სათავეში, რომელიც შემდეგ სამთავრობო კომისიას შეუერთდა. სამწუხაროდ ელისაბედი თურქეთში ყოფნისას გარდაიცვალა. ეს მძიმე დარტყმა იყო ოჯახისთვის და განსაკუთრებით ზაქარიასთვის. თურქეთიდან საფრანგეთში გადავიდნენ. ემიგრანტი ოჯახის მძიმე ცხოვრებამ აიძულა გენერალი მდივანი რამდენჯერმე შეეცვალა პროფესია. ფიზიკურად შრომობდნენ შვილებიც, მათ შორის, უმცროსი – ალექსი, 13 წლიდან ხან წვრილმანებს ჰყიდდა, ხან ფეხსაცმელების წმენდაში აღებული გროშებით ეხმარებოდა ოჯახს. წამოზრდილმა მტვირთავობა დაიწყო, 15 წლის ასაკში კი "პეჟოს" ქარხანაში მოეწყო მუშად, სადაც ხელფასი მცირე, მაგრამ სტაბილური ჰქონდა. უფროსი ძმები – დავითი და სერგი საფრანგეთში დიდხანს არ დარჩენილან. ბედის საძებნელად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ და რადიო სახელოსნოში დასაქმდნენ, ვინმე ლოლაძესთან. ალექსის კი მხსნელად მამის ძველი ამერიკელი მეგობარი გამოუჩნდა, რომელმაც ბიჭი კემბრიჯშის კოლეჯში შეიყვანა. აქ გამოჩნდა მისი ნიჭიერება. იგი არაჩვეულებრივად უკრავდა, მღეროდა, კარგი სპორტსმენი იყო და პოლოს გუნდის კაპიტანი გახდა. კემბრიჯის დამთავრების შემდეგ ალექსი მდივანი ერთხანს ნიუ–იორკ სითი ბანკის პარიზულ განყოფილებაში მუშაობდა მენეჯერის თანამდებობაზე. როდესაც საქართველოს ემიგრანტული მთავრობის საელჩო მთავრობის ლეგაციად გადაკეთდა, 24 წლის ალექსი მიიწვიეს მდივნად. იგი ძირითადად საფრანგეთში ცხოვრობდა, თუმცა ბევრს მოგზაურობდა. მისი ძმები კი კალიფორნიაში დამკვიდრდნენ, ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის ტრიალებდნენ და იქაური სალონების სასურველი სტუმრები გახდნენ.

XX საუკუნის 20-30–იანი წლებში გენერალ ზაქარია მდივნის ხუთივე შვილი ევროპული და ამერიკული პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მათ ხან აქებდნენ და აღმატებული ეპითეტებით ამკობდნენ, ხანაც არასახარბიელო კონტექსტში მოიხსენიებდნენ. ისინი ცნობილნი იყვნენ, როგორც "მექორწილე მდივნები". წარმატებაში კი, პიროვნული თვისებების გარდა, მათ ხელი შეუწყო ერთმა კურიოზულმა ფაქტმაც. საქმე იმაშია, რომ მდივნები აზნაურები იყვნენ, მაგრამ ფრანგულად ეს წოდება გამოითქმის, როგორც „Prince“. ასე რომ პასპორტებში მათ ამ არცთუ მაღალი წოდების აღმნიშვნელად "პრინცი" ეწერათ, რაც ევროპულ ქვეყანაში ზოგადად არისტოკრატიულ  წარმოშობას აღნიშნავს, მაგრამ ინგლისურენოვან ამერიკაში ეს წოდება სამეფო გვარის შთამომავალს გაუტოლდა.

როცა მათ მამას, ზაქარიას, ამ ტიტულით მიმართავდნენ, იცინოდა: „მე ალბათ ერთადერთი ადამიანი ვარ ამქვეყნად, რომელმაც თავადის ტიტული შვილებისგან მიიღოო“.

წოდებისა და პიროვნული მომხიბვლელობის წყალობით ("ძმები მდივნების ჯადო") ძმები ყველაზე წარმატებულ და მდიდარ ამერიკელ  ქალებზე დაქორწინდნენ. საერთო ბიზნესიც გახსნეს. ასევე სახარბიელოდ გათხოვდნენ ნინო და რუსიც. ზაქარია მდივანს აღარ უჭირდა. იყო საიმპერატორო საზოგადოება „ლაიბ–ერევნელების“ კავშირის თავმჯდომარე. ცხოვრობდა პარიზში და იქვე გარდაიცვალა 1933 წლის 18 აპრილს. დაკრძალულია სენტ–ჟენევიევ–დე–ბუას სასაფლაოზე.

http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000321/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 20.02.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0