თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ჯიმშელეიშვილი გიორგი მერაბის ძე - იღუმენი.
დაბ. 19 ნოემბერი 1986წ. 2014 წლის 29 მარტს, ბერად აღკვეცა. 2014 წლის 14 დეკემბერს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2015 წლის 16 აგვისტოს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და იღუმენიას წოდებით;
29 მარტს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ბერად აღკვეცა არგვეთის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის დიაკვანი სტეფანე ჯიმშელეიშვილი და სახელად გიორგი უწოდა.
14 დეკემბერს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) მღვდლად დაასხა ხელი არგვეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან გიორგის (ჯიმშელეიშვილი), ხოლო დიაკვნად აკურთხა ბერი პანტელეიმონი (ჩიტორელიძე). მღვდელ-მონაზონი გიორგი არგვეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს. ბერ-დიაკვანი პანტელეიმონი ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
16 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები.
მარგვეთისა და უბისის ეპარქია:
ოქროს ჯვრით და იღუმენის წოდებით მღვდელ-მონაზონი პავლე (მაჩიტაძე), მღვდელ- მონაზონი გიორგი (ჯიმშელეიშვილი), მღვდელმონაზონი ანტონი (სულთანიშვილი).
ჯიმშელეიშვილი სტეფანე (გაგა) - დიაკონი.
2012 წლის 14 ივლისს დიაკვნად ხელდასხმა.
14 ივლისს ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის მირროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) დიაკვნად აკურთხა არგვეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გაგა ჯიმშელეიშვილი და სახელად სტეფანე უწოდა.