სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჩხეტია კახა გოგის ძე 1970-1993წწ გარდ. სოფ. შრომა აფხზეთი დაბ. გაგრა ჩხეტია კახა გოგის ძე 1970-1993წწ გარდ. სოფ. შრომა აფხზეთი დაბ. გაგრა

1970-1993 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩხეტია სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

177       ბეჭდვა

ჩხეტია კახა გოგის ძე 1970-1993წწ გარდ. სოფ. შრომა აფხზეთი დაბ. გაგრა


კახა ჩხეტია გოგის ძე დაიბადა 12 ნოემბერი 1970წელს ქალაქ გაგრაში. დაკარგულად ითვლებოდა 10 ივლისი 1993 წლიდან სოფელ შრომაში (სოხუმი) საბრძოლო მოქმედებებში. 10 ივლსს 1993 წელს დაიკარგა და 20 აგვისტოს მის მშობლებს გადმოსცეს ძვლები სადაც შეუძლებელი იყო მისი ამოცნობა, დაკრძალეს სოხუმში კურჩენკოს პარკში. 31 წლის წლის შემდეგ ის დნმ წითელმა ჯვარმა ამოიცნო. გადმოსვენებულია 28 მარტი 2024 წელს თბილისში დაკრძალულია თბილისში დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

კახა დაიბადა გაგრაში სწავლობდა გაგრის პირველ საშუალო სკოლაში, გაგრის აღების დროს  ის სწავლობდა უკვე როსტოვში. ამ პერიოდში გაგრაში მას დაუხვრიტეს ბიძაშვილები მერაბი ჩხეტია


თენგო ჩხეტია და გია კუბლაშვილი რომელიც დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ამ ფაქტის შემდეგ ის სწავლას ატოვებს როსტოვში და ჩამოდის სოხუმში საბრძოლველად, ეწერება გაგრის ბატალიონში, კახა იბრძოდა წინა ხაზზე მას ხელში ეჭირა ყუმბარმტყოცნი რპგ7.


კახა ჩხეტიას ბავშვობის ფოტო

მამა: გოგი ნიკოლოზის ძე ჩხეტია დაიბადა 28.05.1939 აბაშაში. გარდაიცვალა 2010 წელს, თბილისშია დაკრძალული.

მამა იბრძოდა გაგრის ბატალიონში.

დედა ვალენტინა მიხეილის ასული ძნელაძე, 27.09 1949 დაიდადა ქ. გაგრაში, გარდაიცვალა 2011 წელს დაკრძალულია თბილისში

კახა ჩხეტიას ბავშვობის ფოტო, გადაღებულია წაღვერში 1977 წელს.

მერაბ ჩხეტია 1969-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გაგრა აფხაზეთი 

თენგიზ ჩხეტია 1976-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გაგრა აფხაზეთი 

იმავე საღამოს გარდაიცვალა მერაბი და თენგოს ბაბუა კოლია ჩხეტია


ინფორმაცია მოგვაწოდა ძმამ ნიკოლოზ ჩხეტია აფხაზეთის ომის 1992-93წწ ვეტერანი, ინვალიდი, საბრძოლო ჭრილობების გამო


მადლობა ლაშა გურამის ძე შალამბერიძეს

აფხაზეთიდან ჩამოასვენეს 28 მარტი 2024 წელს, 10 სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი სამხედრო და  დასვენებულნი იყვნენ სამების საკათედრო ტაძარში წესი აუგო მამა ნაზარ ბასილაიამ.

1. ქორთიაშვილი ალექსი გივის ძე

2. ობოლაძე ბესიკ გენრის ძე

3. პაპაჩაშვილი გოჩა გურამის ძე

4. გაბელაია ბადრი ოთარის ძე

5. ხოშტარია შოთა ოთარის ძე

6. სირბილაძე ზაზა გივის ძე

7. ჩხეტია კახა გოგის ძე

8. შენგელია კოტე რაჟდენის ძე

9. ქერდიყოშვილი რამაზ ირაკლის ძე

10. მოსიძე ლუიზა ანდროს ასული

სამოქალაქო:

კენჭაძე ჟუჟუნა ივანეს ასული

ჩხეტიანი სოგრატი სამსონის ძე


ბასილაია ნაზარ (პავლე ოლექის ძე) იღუმენი, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრა 2023წ. წარმ. სოფ. სალხინო, მარტვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.03.2024
ბოლო რედაქტირება 06.04.2024
სულ რედაქტირებულია 10





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0