თენგიზ ჩხეტია დავითის ძე დაიბადა 1976 წლის 2 სექტემბერს ქალაქ გაგრაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს, თენგიზ ჩხეტია დავითის ძე იმყოფებოდა მოხალისედ ქ. გაგრის ბატალიონში 1992 წლის 18 აგვისტოდან.
ის მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში ქ. გაგრის ზონაში, რომელსაც აწარმოებდა ბატალიონი. იყო დისციპლინირებული და შემსრულებელი, მეთაურის დავალებებს ასრულებდა დროულად და პირნათლად.
1992 წლის 2 ოქტომბერს ქ. გაგრაზე მოწინააღმდეგის შემოტევის დროს სოფელ კოლხიდასთან გმირულად იქნა დაღუპული. იცავდა ტერიტორიულ მთლიანობას.
ძმა მერაბ ჩხეტია 1969-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გაგრა აფხაზეთი
მამა დავით ჩხეტია 1943-92წწ. გარდ. სოფ. კოლხიდა გაგრა აფხაზეთი დაბ. ქ. აბაშა სამეგრელო