სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9190

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
5.6 დავით I, მამა ალექსანდრე II, 1601 -1602 წწ. კახეთის მეფე, მეუღლე, წმიდა ქეთევან წამებული, შვილი თეიმურაზ I, მოღვ. გრემი ყვარელი 5.6 დავით I, მამა ალექსანდრე II, 1601 -1602 წწ. კახეთის მეფე, მეუღლე, წმიდა ქეთევან წამებული, შვილი თეიმურაზ I, მოღვ. გრემი ყვარელი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

168       ბეჭდვა

5.6 დავით I, მამა ალექსანდრე II, 1601 -1602 წწ. კახეთის მეფე, მეუღლე, წმიდა ქეთევან წამებული, შვილი თეიმურაზ I, მოღვ. გრემი ყვარელი

დავითი სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შემდეგ 1601 წლის ოქტომბერში გამეფდა. 1601 წელს ავადმყოფ მამას დავითმა სამეფო ნიშნების გამოგზავნა მოსთხოვა. ალექსანდრემ შვილს სამეფო დროშა, გვირგვინი, სარტყელი და ხმალი გაუგზავნა, თვითონ კი ბერად აღიკვეცა. უკვე 1602 წელს „მეფე კახთა დავით და დედოფალი ქეთევან და ძენი მათნი თეიმურაზ და ბაგრატ გლეხებს სწირავენ ნინოწმინდას“. ქართული წყაროების მიხედვით დავითი მრისხანე და ამაყი ყოფილა, ხოლო გიორგი ყმათათვის კეთილი და უხვი და ამისთვის უმეტეს მისდა მიივლტოდენ, ვიდრე დავითისა[1]. დავითის ცუდკაცობაზე ჩივოდნენ რუსი ელჩებიც: ივანე ნაშჩოკინი და ივანე ლეონტიევი.


დავითს უკმაყოფილო ფეოდალებმა გიორგი ბატონიშვილს სთხოვეს შეთქმულების ხელმძღვანელობა. გიორგი დათანხმდა და ძმის ღალატით მოკვლა განიზრახა, მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა. დავითი თავზე წაადგა ძმას, როდესაც იჭურვებოდა, წამოიყვანა და „თორღის ციხეში პატიმარ-ყო“, თორმეტი მასთან შეფიცული კახელი ჭოეთის ციხიდან გადმოყარა და სხვები დააპატიმრა. ამ არეულობით ისარგებლა ნუგზარ არაგვის ერისთავმა და მეფეს განუდგა. დავით I-მა გამდგარი ერისთავი ისევ დაიმორჩილა და მძევლად შვილი ჩამოართვა. დავითი ამაზე არ შეჩერებულა. მამაც დააპატიმრა და კახეთს თვით განაგებდა. დავით I-ის მეფობის დროს კახეთში ჩამოვიდნენ რუსეთის სახელმწიფოს ელჩები, რომლებმაც დავით I-ს რუსეთის მეფის ერთგულების ფიცის წიგნი მიაღებიეს. ქართველი ელჩის კირილეს სიტყვებით, ალექსანდრეს საჯაროდ საშინელი წყევლით შეუჩვენებია შვილი, როცა ამ უკანასკნელმა ალავერდის ტაძრის კრიბჭესთან ააჩეხინა ალექსანდრეს ერთ-ერთი ერთგული ქვეშევრდომი. ექვსი თვე იბატონა დავითმა და შემდეგ რაღაც საშინელი სენით გარდაიცვალა 1602 წელს.



დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
რედაქტირება 15.11.2021, 24.01.2022, 15.02.2022, 15.02.2022





15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2700 გვარი კახეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2500 გვარი იმერეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა