დეკანოზი გიორგი
ერისკაცობაში: ვაჟა ალექსანდრეს ძე გორგიძე
დაიბადა: 1.05.1956 წ. ქ.რუსთავში.
ანგელოზის დღე: 23 ნოემბერი
დიაკვნად კურთხევა: 12. 07. 1985წ.
მღვდლად კურთხევა; 13. 10. 1985 წ.
დეკანოზის ხარისხში აყვანა: 1996 წ.
გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 23. 11. 2008წ.
მიტრით დაჯილდოვება: 25. 06. 2010 წ.
ვრცლად: დეკანოზი გიორგი (ერისკაცობაში ვაჟა
ალექსანდრეს-ძე გორგიძე) დაიბადა ქ. რუსთავში, ღვთის
მორწმუნე მშობლების ალექსანდრე და ზინაიდა გორგი
-
ძეების ოჯახში, 1956 წლის 1 მაისს.
მშობლები: მამა _ ალექსანდრე გორგიძე, პატრიარქის
მნათე.
დედა _ ზინაიდა ზარდიაშვილი, დიასახლისი.
მოინათლა 1962 წელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის 220 221
მიძინების ეკლესიაში, სიონში.
დაამთავრა ქ. რუსთავის #6-ე საშუალო სკოლა.
1975-1977 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ შექმნა ოჯახი.
ჰყავს მეუღლე _ ნინო ჯავარაშვილი, დიასახლისი და
შვილები: უშანგი (1982 წ), მარიამი (1984 წ), ქეთევანი
(1990 წ).
1982 წელიდან მისი ცხოვრება თბილისის სიონის
ტაძარს უკავშირდება. ამავე წელს ჩააბარა მცხეთის წმ.
ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სემინარიაში, სულიერი მოძღვარი გახლდათ მღვდელი ზურაბი (ანთიძე), ამჟამად არქიმანდრიტი ბასილი (ანთიძე),
1985 წ. დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია, სწავლის პერიოდში არდადეგებზე იყო სოინის
ტაძრის სტიქაროსანი.
სემინარიაში სწავლის მესამე წელს, უწმინდესის კურთხევით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, რექტორმა მეუფე ზოსიმემ იპოდიაკვნად (კერძო დიაკვნად) აკურთხა და სახელად გიორგი უწოდა.
1985 წლის 12 ივლისს, სიონის ეკლესიაში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად დაასხა ხელი, ხოლო1985 წლის 13
ოქტომბერს იკურთხა მღვდლად.
1985-1988 წლებში მღვდელმსახურად მსახურობდა
თბილისის სიონის საკათედრო ეკლესიაში. პარალელურად
, გარკვეული დროით მანგლისის სიონის ტაძარში მსახურობდა.
1988-1992 წლებში თბილისის მეტეხის ეკლესიის
წინამძღვარია.
1992 წლის ოქტომბრის თვეში პატრიარქი ილია IIის კურთხევით თბილისაიდან გადმოვიდა რუსთავში, წმ.
მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ახლად დაარსებულ
ტაძარში.
1993 წლის შემოდგომიდან მღვდელმსახურებას ეწევა ზემოთ აღნიშნულ ტაძარში და პარალელურად წმ.
გიორგის სამლოცველოში (გორგიძეების კერძო სახლში,
რომელსაც 1985 წელს დასაბამი დაუდო უწმინდესმა და
უნეტარესმა ილია II-მ) მსახურობს.
1994 წელს უწმინდესის კურთხევით სამი თვის მანძილზე მსახურობას ეწევა ადიგენის რაიონი, სოფ. უდეში
სიონის სახელობის ტაძარში.
1996 წელს უწმინდესის ლოცვა კურთხევით, რუსთავის წმ. გიორგი ჭყონდიდელის უბანში იწყებს წმ. გიორგის ტაძრის მშნებლობას.
1999 წლოდან ფუნქციონირებას იწყებს ახლადაშენებული ტაძარი. 17 ოქტომბერს შედგა პირველი წირვა,
ხოლო სავედრებელი პარაკლისი მღვდელთმთავრებისა
და სამღვდელობის თანხლებით მისმა უწმინდესობამ აღავლინა და ტაძრის წინამძღვრად მამა გიორგი დაადგინა.
1999 წლიდან დღემდე ქ. რუსთავის წმ. გიორგი სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.