სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ჭაბაშვილი  მამუკა რობერტის ძე. დ.1966წ. 2019 წლიდან მუშაობს კერძო სკოლა «მილენიუმის» ქართულის მასწავლებლად. დაბ. რუსთავი ჭაბაშვილი  მამუკა რობერტის ძე. დ.1966წ. 2019 წლიდან მუშაობს კერძო სკოლა «მილენიუმის» ქართულის მასწავლებლად. დაბ. რუსთავი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჭაბაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

272       ბეჭდვა

ჭაბაშვილი მამუკა რობერტის ძე. დ.1966წ. 2019 წლიდან მუშაობს კერძო სკოლა «მილენიუმის» ქართულის მასწავლებლად. დაბ. რუსთავი


დეკანოზი მიქაელი

ერისკაცობაში: მამუკა რობერტის ძე ჭაბაშვილი.

დაიბადა: 06.03.1966 (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 21 ნოემბერი.

დიაკვნად კურთხევა: 15.12.1991 წ.

მღვდლად კურთხევა: 05. 04.1992 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 13. 12. 1996 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 07.04. 2008 წ.

მიტრით დაჯილდოვება: 07. 04. 2009 წ.

ვრცლად: დეკანოზი მიქაელი (ერისკაცობაში მამუკა რობერტის-ძე ჭაბაშვილი) დაიბადა 1966 წლის 6 მარტს. 

მშობლები; მამა-რობერტი ვასილის-ძე ჭაბაშვილი, დედა იზოლდა გიორგის-ასული ქუფარაშვილი, ექთანი.

მოინათლა 1968 წელს, ბოდბის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიაში.

1973 წელს შევიდა ქ. რუსთავის მე-16 საშ. სკოლაში. 

1983 წელს დაამთავრა რუსთავის მე-4 საშ. სკოლა. 

1980-1989 წლებში იყო ალკკ წევრი. 

1983 წელს მუშაობა დაიწყო ქ. რუსთავის 21-ე საშ. სკოლაში უფროს პიონერხელმძღვანელად. 

1984-1986 წლებში გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

1986 წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 

ფილოლოგიის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1991 წელს. ამ პერიოდში მუშაობდა ქ.რუსთავის მე-4 საშ. სკოლაში: 1987 წელს _ უფროს პიონერხელმძღვანელად. 

1991 წელს იქორწინა რუსუდან ხოფერიაზე, ჰყავს 4 შვილი: ქეთევანი (1992 წ.), ლაზარე (1994 წ.) და ნიკოლოზი (1999 წ.). ნინო (2009 წ).

1989-1993 წლებში დეკანოზი მიქაელი მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

1990 წელს გორგასალის ეკლესიის მედავითნეა. 

1991 წლის 15 დეკემბერს, სიონის საკათედრო ეკლესიაში, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ხელი დაასხა დიაკვნად და განაწესა რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის ეკლესიაში.

1992 წლის 5 აპრილს მანვე ხელი დაასხა მღვდლად. 

1996 წლის 13 დეკემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 

1996 წლიდან დღემდე არის რუსთავის ეპარქიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე.

1997 წელს იყო საეპარქიო გაზეთ `კანდელის რედაქტორი.

2002-2019 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის მასწავლებელი. 

1991-2007 წლებში მსახურობდა რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის ეკლესიაში.

2007 წლის 30 აგვისტოს, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტ ათანასეს ლოცვა-კურთხევით, დაინიშნა რუსთავის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის წინამძღვრად. 

2008 წლის 7 აპრილს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა ათანასემ დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით.

2003-2006 წლებში მუშაობდა ქ.რუსთავის მე-4 საშ. სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

2003 წელს დაიცვა დისერტაცია (ამბროსი ნეკრესელის ქადაგებანი-კვლევა და ტექსტები). მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. არის 2004 წლის პუშკინის საერთაშორისო კონკურსის პრემიის ლაურეატი.

2019 წლიდან მუშაობს კერძო სკოლა «მილენიუმის» ქართულის მასწავლებლად.

2010-2016 წლებში ე. თაყაიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.05.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0