დეკანოზი ანდრია
ერისკაცობაში: მურთაზ მანუჩარის ძე აბაშიძე დაიბადა; 15. 02. 1955 წელს ქ. რუსთავში.
ანგელოზის დღე: 13 დეკემბერი
დიაკვნად კურთხევა: 13. 12. 1993 წ.
მღვდლად კურთხევა: 17. 12. 1995 წ.
დეკანოზის ხარისხში აყვანა: 2002 წ.
გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 16.12.2008 წ.
მიტრით დაჯილდოვება: 13. 12. 2010 წ.
ვრცლად: დეკანოზი ანდრია აბაშიზე (ერისკაცობაში მურთაზ მანუჩარის-ძე აბაშიძე) დაიბადა 1965 წლის 15 თებერვალს ქ. რუსთავში მომსახურის ოჯახში.
მშობლები: მამა _ მანუჩარ აბაშიძე, მშენებელ-ინჟინერი.
დედა _ მაყვალა ჟორჟოლიანი, ელექტრიკოსი.
1981 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის 21-ე საშუალო სკოლა.
ყავს მეუღლე ანა ბარბაქაძე, მუშაობს ქ. რუსთავის 26 სსიპ ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ფიზიკა–მათემატიკურ საჯარო სკოლაში, დირექტორის მოადგილედ.
ჰყავს ოთხი შვილი _ მარიამი (1994 წ.), ნინო (1996 წ.), გიორგი (2000 წ.) და იოანე (2003 წ.).
1982-1987 წ.წ. სწავლობდა რუსთავის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში.
1983-1985 წ.წ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.
1990 წლიდან არის ეკლესიის მრევლი, მონაწილეობდა რუსთავის წმ. მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობაში.
1990-1991 წ.წ. მუშაობდა საპატრიარქოს სახელოსნოში.
1991-1992 წ.წ. მონაწილეობა მიიღო წმ. ნინოს და წმ. ანდრია პირველწოდებულის გზის მომლოცველობის ღონისძიებაში.
1991 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამავე წელს ჯვარი დაიწერა სასულიერო აკადემიის სტუდენტ _ ანა ბარბაქაძეზე. პარალელურად მსახურობდა რუსთავის საკათედრო ტაძარში მნათედ.
1993 წლის 12 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II-ის მიერ ხელდასმული იქნა დიაკვნად თბილისის სიონის ტაძარში.
ამავე პერიოდში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საღმრთო სჯულისა და ლიტურგიის მასწავლებლად ეკლესიასთან არსებულ გალობის შემსწავლელ სკოლაში, ქ. რუსთავის 21-ე საშუალო სკოლასა და კოლეჯში.
1995 წლის 17 დეკემბერს პატრიარქის მიერ ხელდასმულ იქნა მღვდლად, სიონში საკათედრო ტაძარში.
2002 წელს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა ათანასემ დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და მიანიჭა დეკანოზის წოდება.
2008 წლის 16 დეკემბერს, ცურტაველმა ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით, ხოლო 2010 წლის 13 დეკემბერს მიტრის ტარების უფლებით.
2011 წლიდან რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) კურთხევით მსახურობს ქ. რუსთავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში და არის ამავე ტაძრთან არსებულ წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სკოლა „მთაწმინდელში“.