სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
იმნაძე ევგენი სიმონიეს ძე (1875-1944 შემდ.) რუსეთის გენერალი, ოდესის სამხედრო სასწავლებლის უფროსი, წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1915); წარმ. ლანჩხუთი გურია იმნაძე ევგენი სიმონიეს ძე (1875-1944 შემდ.) რუსეთის გენერალი, ოდესის სამხედრო სასწავლებლის უფროსი, წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1915); წარმ. ლანჩხუთი გურია
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი იმნაძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

401       ბეჭდვა

იმნაძე ევგენი სიმონიეს ძე (1875-1944 შემდ.) რუსეთის გენერალი, ოდესის სამხედრო სასწავლებლის უფროსი, წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1915); წარმ. ლანჩხუთი გურია

გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე

იმნაძე ევგენი სიმონიეს ძე (4 დეკემბერი 1875-1944 შემდ.), გენერალ-მაიორი (1916), 1919_20 ოდესის სამხედრო სასწავლებლის უფროსი, წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1915);


ევგენი სიმონის ძე იმნაძე წარმოშობით ლანჩხუთიდან იყო. დაიბადა 1875 წლის 4 დეკემბერს. განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში (1893).


რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 1893 წლის 1 სექტემბრიდან მსახურობდა. 1895 წელს დაამთავრა კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი. განამწესეს მე–20 საარტილერიო ბრიგადაში, სადაც დაჰყო 1905 წლის 1 იანვრამდე.  მისი სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა: პოდპორუჩიკი (12.08.1895); პორუჩიკი –( 08.08.1898); შტაბს–კაპიტანი (08.08.1902); კაპიტანი (23.05.1903); პოდპოლკოვნიკი (06.12.1908); პოლკოვნიკი (06.12.1911); გენერალ–მაიორი (06.12.1916).


1900–1903 წლებში ევგენი იმნაძე სწავლობდა გენერალური შტაბის ნიკოლოზის აკადემიაში. დაამთავრა პირველი თანრიგით და 1903 წელსვე ჩაირიცხა გენშტაბის შემადგენლობაში. მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო ომებში (1914–1918). მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქში. მეთაურობდა სხვადასხვა სამხედრო ნაწილს, საკავალერიო პოლკს, ბრიგადას: საცენზო მეთაური მე–3 გრენადერთა პერნოვსკის პოლკში (01.11.1903-14.10.1904); უფროსი ადიუტანტის თანაშემწე ვილენის სამხედრო ოლქის შტაბში (1.01.1905-1.07.1907); ოდესის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტი (21.12.1911–დან); მე–15 სამწყობრო პოლკის ბატალიონის საცენზო მეთაური (17.05.-18.09.1913); 03.1915–დან  50–ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი; მე–12 კავკასიის სამწყობრო პოლკის ხელმძღვანელი (29.07.1915–დან); მე–14 ციმბირის სამწყობრო დივიზიის შტაბის უფროსი (24.11.1916–დან).

ამავე დროს ევგენი იმნაძე გენერალური შტაბის მიერ მივლინებული იყო ვილენის სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მეცნიერებების პედაგოგად (01.07.1907-21.12.1911).

მიღებული ჰქონდა ორდენები: წმ. სტანისლევის III ხარისხის (1906); II ხარისხის (06.12.1913) და I ხარისხის მახვილებით (20.05.1917); წმ. ანას III ხარისხის (06.12.1909) და II ხარისხის (16.05.1916); წმ. ვლადიმერის  IV ხარისხის მახვილებითა და ბაფთით (27.07.1915)  და III ხარისხის მახვილებით (25.12.1915); 1915 წლის 18 მარტის ბრძანებით დაჯილდოვდა „გიორგის იარაღით“ - ოქროს ხმლით.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ევგენი იმნაძე მონაწილეობდა თეთრ მოძრაობაში სამხრეთ რუსეთის სამხედრო ძალების შემადგენლობაში. 1919 წლის 14 მაისიდან მთავარსარდლის შტაბის ჩინოსნების რეზერვშია. 1919 წლის 15 ოქტომბრიდან 1919 წლის 8 ნოემბრამდე ოდესის სამხედრო სასწავლებლის უფროსი იყო. 1920 წლის შემოდგომამდე ევაკუაციაში იმყოფებოდა ბულგარეთში. ემიგრაციაში თეთრი მოძრაობის ჯარებთან ერთად წავიდა და საბოლოოდ ამერიკაში დაფუძნდა. 1930 წელს ცხოვრობდა დეტროიტში. იყო ვეტერანების საზოგადოების თავმჯდომარე. 1932 წელს გადავიდა ნიუ–იორკში. 1938 წლიდან ჟურნალ „ჯარი და ფლოტის“ წარმომადგენელი იყო. 1944 წელს ისევ დეტროიტშია. მუშაობს რუსეთის საყოველთაო სამხედრო კავშირის ადგილობრივი განყოფილების უფროსად.

ევგენი იმნაძე სავარაუდოდ 1944 წელს ნიუ–იორკში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული.

წყარო: 

1. www.grwar.ru/persons/persons.html?id...

2. ბეჟიტაშვილიგიორგიევგენი სიმონის– ძე იმნაძე // ქართული ემიგრაცია ევროპაში (1921-1953) / გ. ბეჟიტაშვილი. - თბ., 2012. - გვ.51–52

Имнадзе Евгений Семёнович  (04.12.1875 – ?)
            генерал-майор с 06.12.1916




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 04.05.2023
სულ რედაქტირებულია 5





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0