სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11164

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ელანიძე  პეტრე ივანეს ძე მღვდელი გარდ. 1930-იანი წლები დაბ. სოფ. ჩიღო, თუშეთი ელანიძე  პეტრე ივანეს ძე მღვდელი გარდ. 1930-იანი წლები დაბ. სოფ. ჩიღო, თუშეთი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ელანიძე სია

ომალო (თუშეთი) გამოჩენილი ადამიანები სრული სია

96       ბეჭდვა

ელანიძე პეტრე ივანეს ძე მღვდელი გარდ. 1930-იანი წლები დაბ. სოფ. ჩიღო, თუშეთი


“ როგორც მარილი ინახავს პროდუქტს გაფუჭებისაგან, ისე მღვდლები ინახავდნენ ერს სულიერი გახრწნისაგანდ, დაღუჰვისაგან...” /ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი/

მამა პეტრე დაახლოებით XIX საუკუნის 70-იან წლებში სოფელ ჩიღოში დაიბადა პირიქითის ხეობაში ერთი ეკლესია ფარსმაში იყო მეორე დართლოში, სადაც ღვთისმსახურად კურთხევის შემდეგ უმეტესად უწევდა ცხოვრება.


მამა პეტრეს ჰყავდა ხუთი დედმამიშვილი. იგი · 20-25 წლის ასაში დაოჯახდა ფუძეზე დასახლდა. ეყოლათ შვიდი შვილი: ბაგრატი ექვთიმე (ექვთო), ბესო, პართე, ეთერო, ევა და სონა. მამა პეტრეს ძმა და რძალი ახალგაზრდას გარდაეცვალა მათ დარჩათ ოთხი შვილი: ოლა, ბაბალე, ტასო და ირაკლი რომელთაც მოძღვარი საკუთარი შვილებივით ბრდიდა. “მაგიდასთან საჭმელად რომ ვსხდებოდით, თვრამეტნი ვიყავითო” იხსენებდა ხოლმე მისი შვილი. 

მამა პეტრე გამოირჩეოდა დიდი გულმოწყალებით თავის შვილებს ისეთ ყურადღებას არ აქცევდა, როგორკ ობლებს. “მათ ყველაზე უკეთაც აცმევდა, ობლობა რომ არ ეგრძნოთო”.

"მათთვის კაბების შესაკერად ბარიდან ახალი აჭრები ამოჰქონდა, საკუთარ შვილებს კი ძველმანებს აცმევდა.

თავის ვაჟებს და ძმისშვილს - ირაკლის სწავლა-განათლება თელავში მიაღებინა.

(ირაკლი ელანიძე ბიძის მსგავსად ღვთის გზას უღმერთობის მძიმე წლებში კი იძულებული გახდა ალვანის სკოლაში ემუშავა. იმ დროს თუშებში რუსულის მასწავლებლად მხოლოდ ბაგრატ და ირაკლი ელანიძეები ყოფილან).

მამა პეტრე თავდაპირველად მღვდელ პავლე აზიკურის დიაკვნად მსახურობდა, რომელიც პირიქითა ხეობის ერთადერთი მღვდელი იყო.

იგი მამა პეტრეს ღვთისმსახურების გზაზე დამყენებელი და აღმბრდელიც იქნებოდა .ვმადლობთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს, რომ ინება დედა ღვთისამ ჩვენს მხარეში – თუშეთში მობრძანება...ეს ტაძარი – ღვთის სახლი, ხატება ჩვენი სულიერი მდგომარეობისა, დღეს არის დანგრეული... ვიმედოვნებ, რომ

ღვთისმშობლის დართლოში სტუმრობითა და ადგილობრივი თუშების ერთობლივი ძალისხმევით აქ აღსდგება წირვა–ლოცვა..”

/აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი!


ახალგაზრრა მოძღვარი გამორჩეულად მშრომელი და ენერგიული ყოფილა. საქონელს უვლიდა, ხნავდა, თესავდა, თავის მრავალრიცხოვან ოჯახსაც და იმ ხეობის მრევლსაც უძღვებოდა. ზამთრობით თუშეთში დიდთოვლო-

ბისა და ზვავების გამო გზები იკეტება და საქონლის გამოსაზამთრებლად სოფლიდან უფრო მოხერხებულ ადგილას გადადიან, რომელსაც თუშები “ბოსელს” ეძახიან. თუშეთის უმეტეს სოფლებს ერთი გამოსაზამთრებელი ბოსელი აქვს, დართლო ძველად იმდენად დიდი და მრავალრიცხოვანი სოფელი ყოფილა (ცხოვრობდაო 90-მდე კომლი), რომ ხუთი ასეთი საბოსლო ჰქონია. მამა პეტრესი - სოფელ ჩიღოს აქეთ, პირმზგბე იყო, რომელსაც მწურს ეძახდნენ. აქ მას სახლიც ჰქონდა, ბოსელიც, ყანაც და როგორც ყველა, ისე შრომობდა ისტორიულად ცნობილია, რომ ქისტები გამუდმებით მალულად თავა ესხმოდნენ თუშებს საქონელს და მიერეკებოდნენ პირიქითისკენ – ფარსმა-გირევისკენ, იქიდან ანაფორის ქვეშ მუდამ ატარებდა იარაღს. ეს იცოდნენ ქისტებმა და თუ მოძღვარი სოფელში იყო, ვერავინ ბედავდა საქონლის მოპარვას მამა პეტრეს ჰყოლია ქისტი ძმობილი ვინმე იაღულბა ერთხელ მისულან ქისტები მამაოსთან დასაძახებლად მიუგზავნიათ

იაღულბა, უდროო დროს მათი სტუმრობა არ მოსწონებია, მაგრამ სტუმართმოყვარეობით შინ შეუპატიჟია. შებრუნებულა თუ არა მამაო, სახლის ზღურბლზევე ძმადნაფიცს მისთვის ზურგში უსვრია. ასე ვერაგულად მოუკლავთ მოძღვარი და საქონელიც გაურეკავთ თუშებს დაუდევნებიათ მდევარი და როგორც დღემდე

გადმოცემით შემორჩა, მკვლელი ქისტი, ვინმე შაქრო მოლაძის მამას მოუკლავს. ეს ამბავი მოხდა გასული საუკუნის 30-იან წლებში. მამა პეტრეს საფლავი დართლოში„ ეკლესიის ახლოს დღემდე შემონახულია.

დართლოს ეკლესია მამა პეტრეს დროს მოქმედი იყო მის შესახებ, ერთ ასეთ ამბავს ყვებიან თუშები: “ერთხელ, წირვის ჩასატარებლად მისულს, ტაძრის გასაღები სახლში დარჩენია მრევლი გარეთ იცდიდა და სანამ მამაომ გასაღები მოიტანა, სახურავი ჩაქცეულა დაშავებით კი არავინ დაშავებულაო. 

ტაძრის დასავლეთით, პატარა შენობა მდგარა, სადაც მამ პეტრე წესებს აღასრულებდა. შემდეგში მას კომუნისტები საწყობად იყენებდნენ.

დასავლეთით სამრეკლოც ჰქონი”: მიდგმული, რომლისთვისაც ერთ-ერთ საბჭოთა ჯარისკაცს თოფი უსვრია და ზარი გუბზარავს.

1976 წლის 14 იანვარს, ახალი წლისთვის, დართლოში ყველაზე დიდი (ორ მეტრამდე) თოვლი მოსულა სოფლის წინ აღმართული უზარმაზარი მთიდან მოწყვეტილმა ზვავმა, მთელი სოფელი ზემოთ მთაზე  სახლებიც დაუნგრევია და ტაძრის დარჩენილი სამრეკლოც საბოლოოდ ჩაუქცევია.
დღეს დართლოში, მრავლად შეხვდებით ამ ზვავის შემდეგ აღდგენილი სახლების კედლებში, სიპის ქვებს შორის ეკლესიის ორნამენტებიან, თუ სადა შირიმის მოსართავად ჩაყოლებულ ქვებს საბჭოთა ათეისტურ ხანაში, რა თქმა აღდგენასა, თუ მისი ნაშთების წმინდად შენახვაზე.

დღესდღეობით, ეკლესის ჩრდილოეთ კედელი სრულიად მორღვეული, ხოლო საკურთხევლს აღმოსავლეთ კედელზე ამოზრდილი ჯუჯა ფიჭვის ხე, დართლოს ყველაზე უხუცესს, მთელი თუშეთის – აწ განსვენებულ რეზო პაპასაც კი (რევაზ ცაძიკიძე ზამთარ-ბაფხულ 40 წელი თუშეთში ცხოვრობდა) რაკ თავი ახსოვდა, არც
იზრდებოდა და არც კვდებოდა, ვერც მთის ზვავი ვერ აშინებს. ადამიანსაც კი შეშურდება, ისე მყარად ჩაბღაუჭებია პატარა ფიჭვის ხე ერთადერთ ნუგეშსა და იმედს - ეკლესიას, რომლისგანაც ათეული წლებია” უშურველად იკვებება.


მადლობა იმ თუშებს, რომელთა დახმარებითაც აიკინძა წარსულის ს ფურცლები – შაქრო თამარ გელანიძეებს “მამა პეტრეს შვილიშვილები), იულია “ აფთარაულს. მანანას თათარიძეს ლერი აზიკურს, ნინო ქააძეს.

მადლობა ბესო როსტომის ძე ელანიძეს (მამა მეტრეს შვილის ბესოს შვილიშვილი) 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.08.2024
ბოლო რედაქტირება 29.08.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0