mematiane.ge დაკავშირება გადადი ლინკზე
ეს არის მიახლოვებითი ნიმუში როგორი შეიძლება იყოს თქვენი ოჯახის ისტორია
ოჯახის ისტორია დაწერილი და აწყობილია დავით ფეიქრიშვილი მევლუდის ძე, მიერ: დაბადებულია 1970 წლის 21 თებერვალს ქალაქ თელავში.
დავით ფეიქრიშვილი 1971 წელი
დავით ფეიქრიშვილი დედასთან ცირა შავბალახშვილთან ერთად, 1973 წელი
დავით ფეიქრიშვილი მამასთან მევლუდ ფეიქრიშვილთან ერთად 1975 წელი
მამის მამათან დავით ფეიქრიშვილთან და ბებოსთან ვარა (ბარბარე) შუბაშივლითან ერთად
სამხედრო სავალდებულო სამსახური 1988 წელი
აფხზეთიდან (კოდორის ხეობა) ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლიდან, დაბრუნების შემდეგ ძმასთან ლევან ფეიქრიშვილთან ერთად 1994 წელი
ზაქარია შაქრო საბას ძე ფეიქრიშვილი დაიბადა სოფელ კონდოლში 1897 წელს საბა ალექსის ძე ფეიქრიშვილის და მარიამ ჩიდრაშვილის ოჯახში, ოჯახში გაიზარდა 4 შვილი ორი ვაჟი შაქრო და გიგა, და ორი და ნინა, ნატაშა. გარდაიცვალა 1965 წელს ავტოავარიაში. დაკრძალულია კონდოლში. მეიღლესთან ერთად.
წინაპართა და შთამომავლობის სახელები ალექსი, საბა, შაქრო (ზაქარია) დაბ. 1897წელს კონდოლში, დავით ზაქარიას ძე ფეიქრიშვილი დაბ. 1928 წელს კონდოლში, მევლუდ დავითის ძე დაბ. 1946 წელს კონდოლში, დავით მევლუდის ძე დაბ. 1970 წელს თელავში
ტრადიციული დღესასწაული რომელსაც სოფელ კონდოლში იხდიდნენ კვირცხოვლობა (აღდგომის შემდგომი კვირა), ტრადიციას აგრძელებენ შთამომავლობა და ყოველწლირად იკრიბებიან კვირაცხოვლობაზე სოფელ კონდოლში, მამაპაპისეულ სახლში.
დიდი წლები ოჯახი სალოცავად დადიოდა გავაზის წმიდა გიორგის ტაძარში, (ყვარლის რაიონი სოფელი ახალსოფლის ზემოთ). შაქროს შვილს დავით ფეიქრიშვილს ბავშვობაში სიარულის პრობლემა ჰქონია, ერთხელ მოლოცვის დროს ალბათ 5-6 წლის ასაკში (1933 წელს) ღამითსთევის დროს ბავშვი დაუძინებიათ ურემზე, დილით ვერ ნახეს ძალიან განიცადეს რადგან ვერ დადიოდა, თუცა ცოტა ხანში ამბავი მოუტანეს, რომ თავალი მოჰკრეს როგორ დარბოდა ახლოს. ეს იყო უდიდესი სასწაული უფლის მიერ დაშვებული.
ამჟამად სოფელშიარავინ ცხოვრობს, 2001 წლიდან, როდესაც გარდაიცვალა ბებო ვარა შუბაშიშვილი, შვილები და შვილიშვილები ცხოვრობენ, თელავი, თბილისი, საზღვარგარეთ.
კვირაცხოვლის ტაძარი სოფელ კონდოლის ცენტრში
სახლთან ახლოს მდებარე იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევები
ზაქარია ფეიქრიშვილი, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა თელავში, შემდგომში მეორე ქორწინების გამო გადასახლდა კონდოლში. გარდაიცვალა ავტო საგზაო შემთხვევის დროს 1965 წელს, დაკრძალულია კონდოლის სასაფლაოზე, მეუღლესთან მარიამ მჭედლიშვილთან ერთად.
გიგა საბას ძე ფეიქრიშვილი 1910-2000წწ სამაულო ომის ვეტერანი
შაქროს და ნინა საბას ასული ფეიქრიშვილი. შვილთან ნიკოლოზ ოთარაშვილთან ერთად, ფოტო გადაღებულია 1940-იან წლებში
მარიამ მჭედლიშვილი დაიბადა 1902-1974წწ, სოფელ კურდღელაურში, ჰყავდა სამი ძმა, სოლომონი, ვანო და ერთი რევოლუციონერი, მას შთამომავლობა არ დარჩენია.`დაკრძალულია კონდოლში. მეუღლის გვერდით.
შვილი - დავით ზაქარიას (შაქრო) ძე ფეიქრიშვილი,დაბადებულია 1928 წელს (თელავის რ-ნი სოფელი კონდოლი),სპეციალობით ელექტრო ინჟინერი, მუშაობდა წინანდლის საბჭოთა მეურნეობაში ელექტრიკოსად. გარდაიცვალა 60 წლის 1988 წელს (თელავის რ-ნი სოფელი კონდოლი), დაკრძალულია სოფელ კონდოლში მეუღლის გვერდით.
ვარა ბებოს დედა მაშო ძამაშვილი დაბადებულია მარტყოფში, გარდაიცვალა ადრეულ ასაკში
ვარა ბებოს მამა ვანო შუბაშვილი დაბადებულია და გარდაიცვალა სოფელ ნორიოში
ბებო მამის მხრიდან-ვარა ივანეს ასული შუბაშიშვილი,დაბადებულია 1923 წელს (გარდაბნის რ-ნი სოფელი ნორიო), სპეციალობით პედაგოგი, 1945-წლამდე მუშაობდა ნორიოს ხოლო კონდოლში გათხოვების შემდგომ ადგილობრივ სკოლაში ჯერ მასწავლებლად, შემდგომ ბიბლიოთეკაში. გარდაიცვალა 2001 წელს კონდოლში,დაკრძალულია სოფელ კონდოლში მეუღლის გვერდით.
მამა მევლუდ დავითის ძე ფეიქრიშვილი დაბადებულია 28 აგვისტო 1946 წელს სოფელი კონდოლი, ადრეული ასაკიდან არის პედაგოგი. გარდაიცვალა 2022 წელს. დაკრძალულია თელავში სამოქალაქო სასაფლაოზე
დედა ცირა მირიანის ასული ფეიქრიშვილი 22 ივნისი 1950 წელი სოფელი შილდა, პედაგოგი
]
მამა მევლუდ ფეიქრიშვილი
სახლი კონდოლში რესტავრირებულია 2015 წელს შვილისშვილების მიერ, სახლი დიდი ალბათობით შენებულია 1870-იან წლებში, თუმცა შემდგომში ყველა თაობამ მიამატა გარკვეული ფრაგმენტები.
ქვევრები რესტავრირებულია, ოჯახში იყო ასევე თონე
საოჯახო ავეჯი
წარმომავლობა
არის ვერსია, კახეთში ფეიქრიშვილები წამოსულან ლევან (ლევანი — კახეთის მეფე 1518/1520—1574 წლებში) მეფის დაცვაში ხევსურეთიდან,სოფელ როშკიდან. რამდენად იყვნენ ჩვენი წინაპრები არ ვიცი, 300 არაგველზეც ამბობდნენ,საკმაოდ დიდი ნაწილი ფეიქრიშვილი იყო. შტო, რაც ზუსტად ვიცი, თელავის რაიონ- სოფელი კონდოლიდანაა. უბნის მოსახლეებიდან ფეიქრიშვილები სჭარბობენ. ჩვენი მოგვარეები არიან ახმეტის რაიონში: სოფელი მატანში, სოფელ ხოდაშენში; ყვარელში; საგარეჯოში; ლაგოდეხშიც შემხვედრია, სამცხე ჯავახეთსა და გურიაში; კომპაქტურად დასახლებულები არიან დუშეთის რ-ნი სოფელ ჭილურტაში. გვარი დიდია და თითქმის ნათესაობა არ იკვეთება სხვადასხვა ადგილას დასახლებულ ფეიქრიშვილებს შორის, თუმცა შეიძლება შეხედულება მიკერძოებულია, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული გენეტიკური ერთობა და დადებითი აურა, რადგან გვარი ნეიტრალურია. არის შემთხვევებიც, რომ გვარსაც იკეთებდნენ სხვა და სხვა ერის წარმომადგენლები ჩვენს გვარზე, ხშირად ნათესაური კავშირის გამო: ან დედის გვარი იყო ან ბებიის, ეს 10% -ზე მეტი არ იქნება. დავძენ, რომ თუნდაც გვარის აურა უკვე დადებით გავლენას ახდენდა და ფეიქრიშვილებისათვის დამახასიათბელი ბევრი საერთო თვისება უყალიბდებოდათ. ჩვენი ტრადიციული დღესასწაული იყო კვირაცხოვლობა (აღდგომის შემდგომი კვირა),რომელსაც აღნიშნავდნენ კონდოლში. მამაჩემის თქმით,ჰქონდათ ასევე ტრადიცია მიახლებოდნენ გავაზის წმიდა გიორგის ხატს (ამჟამად ყვარლის რ-ნი სოფელ ახალსოფელის ზემოთ). დავითი დაბ. 1970წელი, მევლუდი დაბ. 1946წელი, დავითი დაბ. 1928წელი, ზაქარია დაბ. 1897წელი, საბა, ალექსი.
დარო ბერიაშვილი დიდი ბებია, დედის, დედის დედა დაბადებულია სოფელი საბუე. მათ გვარის შტოს მოიხსენიებენ როგორც მღვდლიაანთ. დაკრძალულია საბუის სასაფლაოზე.
დარო ბერიაშვილი დიდი ბებია, დედის, დედის დედა დაბადებულია სოფელი საბუე, ყვარელი. მთელი ცხოვრება იყო მარხვაზე, ოთხშაბათი პარასკების ჩათვლით. მარხვა რომ არსებობდა 80-იან წლებში პირველად გავიგე მისგან.
ორიგინალი
რესტავრირებული
ლუკა თათიაშვილი დიდი პაპა, დედის, დედის მამა, დაბადებულია სოფელი საბუე, ყვარელი. ჰყავდათ 4 შვილი სამი გოგონა და ერთი ვაჟი. დაკრძალულია საბუის სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.
ფატო ბებოს და ძმები, მარცხნიდან მარიამ, ზაური, ნათელა
ფოტო 1945 წელი
დედის მამა მირიან შავბალახაშვილი გიორგის ძე დაბადებულია შილდაში 1924-2000წწ და დედის დედა ფატო (დარეჯან ნათლობის სახელი) თათიაშვილი დაბადებულია სოფელი საბუე 1925-2017წწ, ორივე დაკრძალულია შილდის სასაფლაოზე. სამი შვილი გიული (გიორგი) დაბ. 1946 წელს, ცირა დაბ. 1950 წელს ნინო (ციცო) დაბ. 1955 წელს
ფოტო 1999 წელი
დედის მამა მირიან შავბალახაშვილი გიორგის ძე მთელი თავისი ცხოვრება იყო მძღოლი, ჰყავდა უამრავი ნათლული და საუკეთესო თამადა. მირიანის დედა ბაბე ტუსნიაშვილი დაკრძალულია მეუღლე გიორგისთან ერთდ შილდის ძველ სასაფლაოზე, იყვნენ ოთხი დედმამიშვილი, თამარ, მაყვალა და მერიკო
ბაბე ტუსნიაშვილი დედის მამის დედა 1953 წლის ფოტო, ფოტოზე დედის ძმა გიოლი მირიანის ძე შავბალახაშვილთან ერთად 1946-2023წ.
ფატო ბებო ძმასთან ზაურისთან ერთად ზაურის ჰყავს სამი შვილი, იყო საბუის საბჭოს თავჯმდომარე გარკვეული პერიდი, დაკრძალულია საბუის სასაფლაოზე
დედის ძმა გიული შავბალახაშვილი დაბ. 09 მაისი 1946 წელს, პედაგოგი მეუღლესთან ლეილა მოსიაშვილი ლელოს ასული (დაბ. საბუე) ჰყავთ ერთი შვილი
დედის ძმა გიული შავბალახაშვილი