სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ნიქოზის ღვთაების ეკლესია V-XVII  ზემო ნიქოზი გორი ქართლი ნიქოზის ღვთაების ეკლესია V-XVII  ზემო ნიქოზი გორი ქართლი ნიქოზის ღვთაების ეკლესია V-XVII  ზემო ნიქოზი გორი ქართლი ნიქოზის ღვთაების ეკლესია V-XVII  ზემო ნიქოზი გორი ქართლი ნიქოზის ღვთაების ეკლესია V-XVII  ზემო ნიქოზი გორი ქართლი
ბმულის კოპირება



გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ნიქოზის ღვთაების ეკლესია V-XVII ზემო ნიქოზი გორი ქართლი

    ნიქოზის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ღვთაების ტაძრის უდიდესი სიწმინდე რაჟდენ პირველმოწამის საფლავია. წარმოშობით სპარსელი წმ. რაჟდენი მეფე ვახტანგ გორგასლის (V საუკუნის მეორე ნახ.) ცოლის აღმზრდელი იყო, რომელიც ქრისტიანობის მიღებისთვის თავად სპარსელებმა აწამეს. ისტორიკოს ჯუანშერის (XI ს.) ცნობით, წმინდანის ნეშტი ნიქოზში დაუკრძალავთ.

ნაგებობის არქიტექტურული სახე, განსხვავდება საქართველოში შემორჩენილი სხვა სამრეკლოებისგან და XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. პრაქტიკულად, მას არ მოეძებნება ანალოგი ქართულ ხუროთმოძღვრებაში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზემო ნიქოზის სამრეკლო თავის მხრივ, შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს.

    ნიქოზი დაარსა ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) წარმართული სალოცავის ადგილზე, სადაც დაკრძალული იყო სპარსელებისაგან წამებული რაჟდენი. აქვე, მემატიანე ჯუანშერის ცნობით, მანვე ააგო ეკლესია, რომელიც დღემდე არ შემონახულა. ეკლესია რამდენჯერმე ისეა გადაკეთებული, რომ სამშენებლო ფენების დადგენა გაძნელებულია.            
ეკლესიაზე სარემონტო სამუშაო 1888-1896 წლებშიც ჩატარდა. ეს საქმე სხვებთან ერთად გიორგი საძაგლიშვილმა (მომავალში კათალიკოს-პატრიარქი კირიონი) ითავა. ამ დროს დაუშლიათ ეკლესიის დასავლეთ კარის წინ არსებული პორტიკი და განუახლებიათ ეკლესიის სარკმელთა საპირეები.
პირველი ნიქოზელი ეპისკოპოსი ზაქარია უნდა ყოფილიყო, რომლის მოსახსენებელი ასომთავრული წარწერა ეკლესიის აღმოსავლეთ კედელში, სარკმლის თავზეა მოთავსებული.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0