სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12092

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ჯაჯანიძე  სიმონ გიორგის ძე დეკანოზი 1858-1914წწ დაბ. ახმეტა ჯაჯანიძე  სიმონ გიორგის ძე დეკანოზი 1858-1914წწ დაბ. ახმეტა

1858-1914 წწ. გარდ. 56 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჯაჯანიძე სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

ჯაჯანიძე სიმონ გიორგის ძე დეკანოზი 1858-1914წწ დაბ. ახმეტა

დეკანოზი სვიმონ გიორგის ძე ჯაჯანიძე 1858 წელს თბილისის გუბერნიაში, თიანეთის მაზრაში, სოფელ ახმეტაში სასულიერო წოდების პირის ოჯახში დაიბადა. 1881 წლის 20 ივნისს დაამთავრა თბილისი სასულიერო სემინარია.


1881 წლის 03 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებელში მაღალი განყოფილების მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა, ხოლო ერთ კვირაში I  და II კლასებში საღმრთო ისტორიის სწავლებაც დაევალა, იმავე წლის 10 სექტემბერს ასევე დაევალა IV კლასში ლათინური ენა დროებით ესწავლებინა.

1882 წლის 31 აგვისტოს III და IV საეკლესიო გალობის პედაგოგად დაინიშნა. იმავე წელს სასწავლებლებლის ზედამზედველობის მოვალეობის შემსრულებელი.

1884 წლის 20 დეკემბერს დამტკიცდა ზედამხედველად. 1886 წლის 22 მარტს ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 25 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ზემოთიანეთის ღვთიმშობლის მიძინების ტაძრში გაამწესა.

1886 წლის 1 ნოემბერს საბუის წმიდა იოანე ნათლიმცემლის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 

1889 წლის 1 სექტემბერს საბუეს სასოფლო სკოლის საღვთო სჯულის პედგოგად დაადგინეს.

18890 წლის 18 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1891 წლის 18 იანვარს ენისლის ღვთიმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გაამწესეს.

1891 წლის 1 მარტიდან ენისლის სასოფლო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია.

1888, 1893 და 1899 წლებში იყო წარგზავნილი დეპუტატტად თბილისში გამართულ საეპარქიო ყრილობაზე.

1888, 1890 და 1891 წლებში არჩეული იყო დეპუტატად თელავის სასულიერო სასწავლებელში.

1892-93 წლებში იყო საქმის მწარმოებლად მოხსენიებული ხსენებულ სხდომებზე, ხოლო 1894-1895 წლებში კი თავმჯდომარედ. 1893 წლის 12 მაისს თელავის მაზრის მეორე ოლქში სანთლის წარმოებაზე კონტროლი დაევალა.

1894 წლის 25 აპრილს სკუფია უბოძეს .

1896 წლის 26 თებერვალს თელავის სასულიერო სასწავლებლის ძველი შენობის შეკეთებისათვის საქართველოს ეგზარქოზმა ვლადიმერ (ბოგოიავლენსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1897 წლის 9 აპრილს კამილევკა ეწყალობა.

1897 წლის 29 ივნისს თელავის სასულიერო სას


დეკანოზი სვიმონ ჯაჯანიძე 1858-1914

დეკანოზი სვიმონ გიორგის ძე ჯაჯანიძე 1858 წელს თბილისის გუბერნიაში, თიანეთის მაზრაში, სოფ. ახმეტაში სასულიერო წოდების ოჯახში დაიბადა. 1881 წლის 20 ივნისს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1881 წლის 3 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებელში მაღალი განყოფილების მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა, ხოლო ერთ კვირაში I დაII კლასებში საღმრთო ისტორიის სწავლებაც დაევალა. იმავე წლის 10 სექტემბერს ასევე დაევალა, IV კლასში ლათინური ენა დროებით ესწავლებინა. 1882 წლის 31 აგვისტოს II და IV კლასებში საეკლესიო გალობის პედაგოგად დაინიშნა. იმავე წელს სასწავლებლის ზედამხედველის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1884 წლის 20 დეკემბერს დამტკიცდა ზედამხედველად. 1886 წლის 22 მარტს ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 25 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ზემო თიანეთის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესა.



1886 წლის 1 ნოემბერს საბუეს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1889 წლის 1 სექტემბერს საბუეს სასოფლო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1890 წლის 18 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 18 იანვარს ენისელის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესეს. 1891 წლის 1 მარტიდან ენისელის სასოფლო სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგია. 1888, 1893 და 1899 წლებში იყო წარგზავნილი დეპუტატად თბილისში გამართულ საეპარქიო ყრილობაზე. 1888, 1890 და 1891 წლებში იყო არჩეული დეპუტატად თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1892-1893 წლებში იყო საქმის მწარმოებლად ხსენებულ სხდომებზე, ხოლო 1894-1895 წლებში კი თავმჯდომარედ. 1893 წლის 12 მაისს თელავის მაზრის II ოლქში სანთლის წარმოებაზე კონტროლი დაევალა. 1894 წლის 25 აპრილს სკუფია უბოძეს. 1896 წლის 26 თებერვალს თელავის სასულიერო სასწავლებლის ძველი შენობის შეკეთებისთვის საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა, 1897 წლის 9 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1897 წლის 29 ივნისს თელავის სასულიეროსას-

20-1  საპატრიარქოს უწყებანი N20 1-7ივნისი 2017წ გვ.18
დეკანოზი სვიმონ ჯაჯანიძე 1858-1914(გაგრძელება)

წავლებელში ეკონომიკური საკითხების სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1897 წელს სოფ. აკურის სასოფლო ყრილობაზე მღვდელ სვიმონ ჯაჯანიძის წინადადებით სოფელმა გადაწყვიტა, სამრევლო სკოლის შენობის ასაგებად გამოიღოს 600 მან. მან ასევე ისარგებლა ამ ყრილობით და გლეხობას აუხსნა საჭიროება ვენახის წამლობისა, თუ როგორ უნდა უწამლონ მათ ვენახს და მოიხმარონ ვერმოლერის მანქანა და სხვ. ხალხიც დიდი გულმოდგინებით უსმენდა მოძღვარს და მას მადლობაც გადაუხადა რჩევისათვის. 1899 წლის 23 მაისს თელავისა და თიანეთის მაზრების სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1899 წლის 16 ნოემბერს აირჩიეს, ხოლო 1900 წლის 1 იანვარს დაამტკიცეს თბილისის ეპარქიალური სანთლის ქარხნის მეთვალყურედ და ასევე, თბილისის ბერძნული წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის უშტატო მღვდელმსახურადაც დაინიშნა. 1900 წლის 19 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. დაჯილდოებული იყო იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედლით. 1903 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საეგზარქოსოს საეკლესიო მუზეუმის ხაზინადრად აირჩიეს. 1903 წლის 15 დეკემბერს, წმ. სინოდის ბრძანებით, სიონის საკათედრო ტაძარში დამატებითი მღვდლის შტატი გაიხსნა და მამა სვიმონი 26 დეკემბერს ამ შტატში განამწესეს. 1904 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს. 1906 წლის 16 ივნისს თბილისის ეპარქიალური სანთლის ქარხნის მმართველად დაინიშნა.


მარცხნიდან სხედან - მღ. იოსებ კოშორიძე, მღ. იროდიო6 გურგენიძე, მღ. ვასილ კარბელაშვილი, მღ. სვიმონ ჯაჯანიძე;

1907 წლის 21 მაისს გათავისუფლდა მუზეუმის ხაზინადრის მოვალეობიდან და ამ თანამდებობაზე კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გამოეცხადა. 1908 წლის 14 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1911 წელს კიდევ ხუთი წლის ვადით აირჩიეს სანთლის ქარხნის მმართველად და იმავე წლის 6 მაისს. წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. დეკანოზი სვიმონი 1914 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს 30 დეკემბერს. დასაფლავებაზე სიტყვა წარმოსთქვა მისმა სიყრმის მეგობარმა მღ. ვასილ კარბელაშვილმა (შემდგომში –– ბოდბელ–ალავერდელი ეპისკოპოსი სტეფანე): „ყოველსა შინა საქმესა ფრთხილ იყავ და საქმე ჰქმენ მახარებელისა“ -–– აი, ეს სიტყვები საღმრთო წერილისა, რომელნიც წარმომიდგნენ მე, ოდეს გავიგე სიკუდილი, უდროოდ გარდაცვალება, დაუვიწყარის სიყრმით ამხანაგისა ჩემისა, მამა სვიმონისა. გავითვალისწინე და ერთობით წარმომიდგა მისი სიყმაწვილე მოსწავლის ცხოვრებისა, ოდეს იგი სვიმონი, მაშინვე იჩენდა იმ სიფრთხილეს და სიმართლის მოყვარეობასა, რომელთა მეოხებით იგი სულ მუდამ მუყაითი, შრომისმოყვარე, ერთგული ამხანაგი და სათნო მოწაფე, სასურველი მეგობარი და ტოლებში არჩამომრჩენი იყო და ყველას გული მოპოებული ჰქონდა. უბრალო სოფლის მღვდლის შვილი, სიღარიბეში ჩვენსავით აღზრდილი, მოსურნე იყო მალე მიჰშველებოდა ოჯახს. აი, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ როდესაც მას მისცეს წინადადება აკადემიად წასვლისა, უარჰყო, ვერ დასთმო სიყვარული დედ-მამისა და ეს პატივი მან გადაულოცა მეორე ამხანაგს, ბ. ნიკოლოზ მახათაძეს. ბევრმა უსაყვედურეთ, ბევრი ვაჯერეთ და ვარწმუნეთ, რომ უკეთესი იქნებოდა მისთვის აკადემიად წასვლა, მაგრამ მყარი იყო იმავ თაობით თვისს აზრზში და მტკიცედ იდგა თავის ნათქომზედ. განცვიფრებას მივეცემოდით ხოლმე, რომ ის მუდამ მომცინარე თვალებით და მოღიმარე სახით უცბად მოიკუმშებოდნენ ხოლმე და იმ მომცინარე თვალებიდან ცეცხლის წინწკლები იწყებდნენ ხოლმე ცვივნასა. იგი, მახვილი გონებიანი ყმაწვილი, მოსწრებულის სიტყვით და გამბედაობით, არა ერთხელ შეებმებოდა ხოლმე მასწავლებელს, რომელსაც თვალში ჰყვანდა იგი ამოღებული და ათვალისწუნებული. მისი მაგალითი სხვასაც ბევრჯელ გააბედვინებდა ხოლმე და ამ უსამართლობასა, შეებმოდა ხოლმე. განსვენებულმა მამა სვიმონმა გაათავა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა 1881 წლის 16 ივნისს. მერმე დაინიშნა თანაშემწედ ინსპექტორისა თელავის სასულიერო სასწავლებელში, სადაც, პირველსავე წელიწადს, შეეჩეხა იმ საქმეს, რომელიც პატარაობიდანვე სძულდა -–– უსამართლოება და ძალმომრეობა. აიყარა გული და თუმც მენანებოდა -– „ახ, რატომ არ გაგიგონე, ძმაო, და არ წავედი აკადემიადო“ -–- მაინც არჩია იქ სამსახურის თავის დანებება და დაანება კიდეც, რაკი მცირეწლოვანი ძმა და დები მას ხელზე შერჩნენ და მოხუცი დედაც, მამის გარდაცვალების შემდეგ. დაუფასებელი იყო ახალგაზრდა მღვდელი სვიმონი მრევლისათვის და მამა

20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 1-7ივნისი 2017წ გვ.19
დეკანოზი სვიმონ ჯაჯანიძე 1858-1914(გაგრძელება)

ობოლთათვის. გავიდა მრევლში, ხალხში ქადაგებით, და მოძღვრებით, ვითარცა სულიერი მოძღვარი, შველა-წამლობით თვისის ხარჯით, როგორათაც ხორციელი მკურნალი, რის გამოც დიდი ნდობა და სიყვარული მოიპოვა მრევლისა. სამღვდელოების კრებაზედ ხომ დაუფასებელი მოლაპარაკე, მოპირდაპირე და მხარის დამჭერი იყო! ამის გამო სამღვდელოებაც მთელი კახეთისა ყურს უგდებდა მის მოსაზრებასა და პატიოსან მოცილესთან სასიამოვნო იყო ცილობა. ამნაირად მან დაიმსახურა ყურადღება საეპარქიო სამღვდელოებისა და ექსარხოსისაც: იყო მეთვალყურედ სამრევლო სკოლებისა და დიდი მუყაითობით ალევდა ჯანსა და ღონესა ჩაბარებულ საქმესა. აქ ნამყოფ ეგზარქოს ფლაბიანემ მისწერა წერილი და ჰკითხა თანხმობა, თუ ჩაიბარებდა სანთლის ქარხნის რომელსამე ნაწილსა და ქალაქში თუ გადმოვიდოდა. მან მიიღო სამსახური სანთლის ქარხანაში შვილების გულისათვის. თითქმის 15 წელიწადი ემსახურებოდა უბრალო საქმის მწარმოებლის თანამდებობიდან და გამგებლადაც. ამ საქმეშიც ისევე მუყაითად გამოიჩინა თავი, როგორც სხვა უბრალო საქმეებში. არ იქნება გაზვიადებული სიტყვა თუკი ვიტყვით, რომ ჩვენი სანთლის ქარხანა მის დროს მკვიდრ ნიადაგზე დამყარდა და უზრუნველი იყო მისი ბედი და იღბალი. ყველა მის დროის ეგზარქოსები ყურადღებით უცქეროდნენ მის მოქმედებას და ანგარიშს უწევდნენ მის სიტყვებს და დაკვირვება-გამოცდილებით აღსავსე შენიშვნებს და მხილებასა. მ. სვიმონი ამხილებდა „ეს იქნება და ბოლოს მე უბრალო ვიყოვო“. ამ სიტყვით არავის არ მოერიდებოდა ხოლმე და საზოგადო ქონებას უფრორე მეტის გულდადება-ყურადღებით ეპყრობოდა, ვიდრე საკუთარსა აი, ამისთვის იყო იგი მიუფერებელი, მამხილებელი მთელი სამლვდელოებისა და ხმამაღლად მღაღადებელი იმ აუარებელი ხარჯებისა, რომელსაც გაიღებდა ხოლმე სამღვდელოება. არ არის ადვილი ამგვარი სამსახური და დიდად მოქმედებს კაცის ჯანმრთელობაზედ. ყველას გულის მოგება, ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ფიქრი და ჰზრუნვა, მოვალეობა წინაშე მთელი საქართველოს სამღვდელოებისა და მთავრობისა, მომუშავეთა და მოსამსახურეთა გულის დაჯერება, ადვილის არ არის. ეს შეეძლების იმ კაცსა, რომელიც ჯერ თვისის თავისაგან მოითხოვს, რაც სხვისაგან უნდა მიიღოს, და შემდეგ სხვას მოსთხოვოს, ესე იგი ყოველ საქმეში ფრთხილი. შვილების აღზრდაში ბევრი ვერ აიტანს იმას, რაც მან გამოიარა იმ შავბნელ წლებსამაგალითო, მამა და უფროსი იყო ოჯახისა ში. იმისი ნუგეში იყო, რომ ძმა, რომელიც ადრე მოუკვდა მღვდლობაში, მისი დედულ-მამულის დამცველი, მისივე ნამრევლი ხალხი გამოდგა. თუ სხვაგან ცეცხლს უკიდებდნენ, მის მამულს ხალხი ღობედ ევლებოდა.


20-3 საპატრიარქოს უწყებანი N20 1-7ივნისი 2017წ გვ.20
დეკანოზი სვიმონ ჯაჯანიძე 1858-1914(დასასრული)

შვილების მხრივ და ოჯახობისა, ნაცნობ-მეგობრებისა, იგი ბედნიერი კაცი იყო და ჩვენში კარგი ქართველნი მოღვაწეები მისი გულითადი მეგობარნი იყვნენ აი, აქნობამდის მიიყვანა იგი, ჩუმი, მშრომელი და უებრო მუშაკი თავისის საქმისა, რომ დღეს ყველა პატივისცემით მუხლს იდრეკს მისის კუბოს წინაშე და ჰგრძნობს მის გამოკლებას და სტირის მის დაკარგვას, როგორათაც მხარის დამჭერისას და საქმის გათვალისწინებელისას. მშვიდობით, ძმაო სიკო, ღმერთმან კურთხევით დაგიმკვიდროს საუკუნო სასუფეველი! ილოცე ჩვენთვის, შენის მრავალტანჯულის სამშობლოსათვის, რომ ღვთისმშობელმან დაიფაროს ყოველგვარი მანქანება-ბოროტებისაგან გარემომდგომი მტერისა! წარსდეგ წინაშე საყდრისა დიდებისა უფლისასა ლოცვად და დიდებად იქ, სადაც „დიდი თამარი, ღმრთისა ამარი, ჩვენთვის ვედრებად მარად მზად არის“. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი კარგო მღვდელო, ო” მამავ და მეგობარო, ძმაო სვიმონ. ამინ“! დარჩა მეუღლე -– ნატალია მიხეილის ასული (დაბ. 1868წ.) და შვილები: გიორგი (დაბ. 1889წ., დაამთავრა თბილისის მეორე ვაჟთა გიმნაზია), მიხეილი (დაბ. 1890წ დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი). მღ. სვიმონი ასევე ზრდიდა თავისი გარდაცვლილი ძმის, მღვდელ ნიკოლოზის ქალიშვილს -– ანას (დაბ. 1900წ.)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.05.2025
ბოლო რედაქტირება 08.01.2026
სულ რედაქტირებულია 11





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0