დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი 1946 წლის 10 იანვარს ქლუხორის რაიონის სოფ. ბარში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თელავის რაიონის სოფ. რუისპირის საშუალო სკოლა. 1972 წელს შევიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1975 წელს დაასრულა.
1976 წლის 7 ნოემბერს აკურთხეს დიაკვნად; ამავე წლის 19 დეკემბერს მღვდლად. 1979 წელს 27 სექტემბერს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. 1983 წლის 28 აგვისტოს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა დეკანოზის ხარისხში აიყვანა.
1989 წლის 2 ივლისს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II გამშვენებული ჯვრით და მიტრით დააჯილდოვა. მსახურობდა ალავერდის და თელავის ღვთაების ტაძრებში. ამჟამად არის თელავის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ღვთისმსახური.
2. დეკანოზი გიორგი ლომიაშვილი ახმეტის რაიონის სოფ. ოჟიოში 1963 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. 1980 წელს დაამთავრა ოჟიოს საშუალო სკოლა.
1982 წელს 14 აგვისტოს დაასრულა მცხეთის სასულიერო სემინარია. ამავე წლის 7 აგვისტოს ალავერდელი მიტროპოლიტის გრიგოლის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.
1982 წლის 21 აგვისტოს აკურთხეს მღვდლად. 1989 წლის 17 აგვისტოს აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. მსახურობდა ალავერდში, მატანში, თელავში, ამჟამად არის აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური.